ჰაკერებმა აღადგინეს განახლებული Apple iPhone-ის მუშაობა

ჰაკერებმა იპოვნეს გამოსავალი და აამუშავეს iPhone-ი განახლებული პროგრამული უზურნველყოფით ნებისმიერი ოპერატორის ქსელში, გვატყობინებს Gizmodo.

ამისათვის დაგვჭირდება SIM-ბარათი TurboSIM-ი და ერთ-ერთი ფასიანი პროგრამა, ან AT&T-ის ორიგინალური SIM-ბარათი და პროგრამა iNdependence. ერთერთი ამ მეთოდის გამოყენებით iPhone-ის მფლობელი მიიღებს სრულიად მომუშავე მობილურს, რომელიც არ იქნება მიბმული რომელიმე ოპერატორზე, მიუხედავად Apple-ის ინჟინრების მცდელობისა.