ღირსი მამის გრეის მოთმინება

ყოველგვარ მოთმინებას აქვს თავისი საზღვარი. ჩიკაგოს გარეუბნის მცხოვრებს და ბლოგის openswitch მფლობელს ბენ გრეის (Ben Gray) მოთმინება რანგის მიხედვით ეკუთვნის – მას სასულიერო განათლებაა აქვს მიღებული და პასტორად მუშაობს. პროიბლემა კი იმაშია, რომ ღვთის მსახურებისათვის ღირს გრეის დღე აქვს დათმობილი, ხოლო ღამით იგი სხვა პიროვნებად გარაიქცევა – Web-დიზაინერად და შეთავსებით ახლადგამომცხვარ სვითჩერად, რომელიც სულ ეხლახანს გადაჯდა Apple iMac-ზე. სამუხაროდ, პასტორის ცხოვრებაში პირველი მაკი უკან დასაბრუნებელი გახდა – კომპიუტერი ვერ პოულობდა ჩაყენებულ კამერას iSight. არ გუმართლა კვირანახევარი ლოდინის შემდეგაც – ძალიან ხამურობდა ვენტილატორი. მესამე iMac-ის პრობლემები თავიდანვე შესამჩნევი გახდა – კომპიუტერი მოიტანეს ნახევარი მეხსიერებით: გრეიმ ორი გიგაბაიტისა გადაიხადა, ხოლო დაყენებული იყო ერთი. აი აქ კი პასტორის მოთმინების ფიალა გადაივსო.

2007 წლის 27 სექტემბერს ღირსმა ბენ გრეიმ Apple, Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის სახელზე გააგზავნა წერილი აღნიშნული ტანჯვა-წამების დეტალური აღწერით, აღიარებით, რომ მას მოსწონს iMac-ი და გულისშემძვრელი დასარულით: „მე მჯერა თქვენი, ბატონო ჯობს, მე მჯერა Apple-ის და მჯერა რომ პრობლემები, რომლებიც წარმომეშვა, განხილული იქნება შესაბამისი გულმოდგინებით“. უკვე მეორე დღეს გრეის დაუკავშირდა ჯობსის წარმომადგენელი, ბოდიში მოუხადა და აღუთქვა, რომ გააკონტროლებდა სიტუაციას უშუალოდ ახალი მაკის მიტანამდე, ამასთენ ერთად დაინტერესდა – მამაოს კომპენსაცია ეკუთვნის და რის მიღებას ისურვებდა Apple-ისაგნ მცირედი საჩუქრის სახით. პასუხად შეცბუნებულმა გრეიმ უპასუხა, რომ ყოველთვის სურდა საკუთარი iPhone-ის ქონა, რაზეც ზრდილობიანი პასუხი მიიღო: „ეს მართლაც რომ შესანიშნავი მოწყობილობაა, მაგრამ მე თქვენთვის საჩუქრების მხოლოდ შეზღუდული სია მაქვსო“. ბოლო-ბოლო შეთანხმდნენ ახალ „ნანოზე“, ასე რომ დამოუკიდებელი კომენტატორები მარჩიელობენ – რამდენი პროცენტით გაიზრდება უახლოეს მომავალში სტივ ჯობსის სახელზე მისული წერილების ოდენობა?