Firmware 1.1.1-ი განახლების მქონე iPhone-ის განბლოკვა ჯერ ვერ მოხერხდა

რამდენიმე დღის წინ გამოსული განახლება მჭერმეტყველი დადასტურება გახდა იმისა, რომ Apple-ი ძალღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ პლათფორმა მაქსიმალურად დახურული დარჩეს.

ჯერ კიდევ განახლების გამოშვებამდე Apple-მა გააფრთხილა მომხმარებლები, რომ განბლოკილ ტელეფონზე განახლების დაყენებას შეიძლება მოჰყოლოდა აპარატის სრული დაზიანება. და მომხმარებლებიც მზად იყვნენ ამისათვის — მათ, ვინც iPhone-ს უცხო ოპერატორების ქსელებში იყენებს, გადაწყვიტეს არ დაეყენებინათ განახლება. თუმცა ძალზედ არასასიამოვნო მოულოდნელობა გახდა ტელეფონზე უცხო პროგრამული უზურნველყოფის დაყენების შესაძლებლობის დაბლოკვა, ადრე Apple-ი აცხადებდა, რომ ხელს არ შეუშლიდა iPhone-ზე არაოფიციალური პუ-ს გამოყენებას.

ამჟამად ჰაკერები მუშაობენ ახალი ვერსიის გატეხვაზე, თუმცა, მათი პროგნოზებით, ისეთივე წარმატების მისაღწევად, რაც მათ მიიღეს წინა ვერსიის გატეხვისას, შეიძლება საჭირო გახდეს არაერთი თვე. რამდენიმე დღის მუშაობის შედეგად ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ შიდა პროგრამული უზრუნველყოფის წინავერსიაზე დაბრუნება, რაც შესაძლებლობას იძლევა ნაწილობრივ აღდგეს ადრე განბლოკილი ტელეფინის მუშაობა. უკან დაბრუნების შემდეგ აღდგება ყველა მეორადი ფუნქცია, ხოლო ხმოვანი გამოძახება, SMS-ი, GPRS/EDGE და ა.შ. კვლავ არ მუშაობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ 1.1.1-ვერსიის ფაყენებისას განახლებას ექვემდებარება სატელეფონო მოდულის firmware-ი, რომელიც iPhone Software-ის ძველ ვერსიებთან არ მუშაობს.