Skip to content

მოკლედ: გამოვიდა მორიგი განახლებები. კუპერტინოს პროგრამისტთა სამიზნეში ამჯერად აღმოჩნდა iLife ‘08:

საერთო ჯამში წარმოდგენილია სამი განახლება

 

განახლებები განკუთვნლია პაკეტის 10.5 სისტემასთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად.

მოდით გავარკვიოთ, იმუშავებს თუ არა „კლასიკური“ პროგრამა OS X Leopard-ში? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ვერანაირად: Classic-ის გარსი „ლეოპარდში“ უბრალოდ აღარ არის, რაც დასტურდება Apple-ის დოკუმენტაციით:

კლასიკური პროგრამები არ გაეშვება მაკინტოშებზე Intel-ის პროცესორებით ან Mac OS X 10.5-ში.

ესეც ასე. „ცხრიანის“ ხუთი წლის წინანდელი დასაფლავების შემდეგ Worldwide Developers Conference 2002-ზე კლასიკური სისტემა საბოლოოდ გარდაიცვალა.

Rest In Peace.

თავიდან ცოტა თეორია: გაფართოება EML შეესაბამება Outlook Express Saved Mail Message ფორმატს – Outlook Express-ის ელფოსტის შენახული შეტყბინება. ფართოდ გამოიყენება Micrsoft-ის საფოსტო კლიენტებში – Outlook Express და Microsoft Outlook Windows-ში პლუს Entourage-ი Mac OS X-ში. ბოლო პროგრამის არ არსებობის შემთვხვევას განვიხილავთ ზუსტად ჩვენ და შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას – როგორ ვნახოთ ელექტრონული შეტყობინებების შიგთავსი Microsoft-ის პროდუქციის გარეშე? არის გამოსავალი. უფრო სწორედ ორი გამოსავალი:

ვარიანტი პირველი – თუ გაქვთ ინსტალირებული არქივატორი StuffIt-ი (ექსპერიმენტი ჩატარდა მე-12 ვერსიაში), უბრალოდ გადააჩოჩეთ eml-ფაილი ამ პროგრამის ხატულაზე. შეტყობინების შიგთავსი – ყველა დანართები პლუს ცალკე ფაილში ჩაწერილი შეტყობინების ტექსტი შენახული იქნება ცალკე საქაღალდეში.

ვარიანტი მეორე – თუ სარგებლობთ „ოპერით“: eml-ფაილს შეუცვლაეთ გაფართოება .mht-ზე (Web Page Archive) და გდააჩოჩეთ ბრაუზერის ფანჯარაში. პროგრამა დაუყოვნებლივ გამოსახავს შეტყბინების ტექსტს ყველა თანდართული ნახატებითურთ. დართულ ფაილებს სამწუხაროდ ვერ დაინახავთ.

ბოლოსიტყვაობა: სინამდვილეში არსებობს კიდევ მესამე ვარიანტი – Mozilla Thunderbird.

აჟიოტაჟი დამარქაფების ფუნქციის Time Machine-ის გარშემო ნელ-ნელა ღვივდება. გადავწყვიტეთ ზოგიერთი დეტალის შესახებ მოგითხროთ.

პირველი მომენტი

Time Machine-ის შესაძლებლობების დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა მთელი რიგი საინტერესო მომენტი, რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება:

… თუ გადაწყვეტთ თქვენი მაკის დაძინებას Time Machine-ის მიერ მარქაფის შემქნისას, არაფერი საშინელი არ მოხდება – დამარქაფების პროცესი ავტომატურად შეჩერდება და მუშაობას განაგრძობს მაკის სამუშაო რეჟიმში დაბრუნებისთანავე.

… Time Machine-ისთვის განკუთვნილი ტომის შიგთავსის დათვალიერება შესაძლებელია ნებისმიერ მაკზე – საკმარისია მხოლოდ მიუერთოთ აღნიშნული ტომი სხვა კომპიუტერს.

… დოკში Time Machine-ის ხატულაზე Control-კლავიშთან ერთად დაწკაპუნების შემთხვევაში დაიწყება დამარქაფების დაუგეგმავი პროცესი – ძალიან მოსახერხებელი იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეგიძლიათ დაელოდოთ დამარქაფების დაგეგმილ პროცესს.

… კომპიუტერებზე, რომლებზეც რამოდენიმე მომხმარებელია, Time Machine-ი მთლიანად ინარჩუნებს ფაილებთან წვდომის უფლებებს.

მეორე მომენტი

MacWorld-ის მიმომხილველის აზრით, Time Machine-ი იმუშავებს (ორიგინალში - “seems to work”) მხოლოდ გარე დისკებთან, რომლებიც პირდაპირაა მიერთებული მაკთან, აგრეთვე სხვა მეკებთან Mac OS X Leopard-ით. ქსელური დისკების და AirPort Extreme-ით მიერთებული მყარი დისკების გამოყენება შეუძლებელია, ხოლო პირველი სამარქაფო ასლის შექმნა მოითხოვს თქვენი მხრიდან დიდი „პერეკურის“ გაკეთებას – კომპიუტერს ამ დროს თქვენთვის არ ცხელა.

Time Machine-ის კიდევ ერთი კარგი ფუნქცია – მისი სწორი ინტეგრაცია ლეოპარდის ინსტალაციის პროცესში: Migration Assistant-ის ერთ-ერთი ფუქნცია ითვალიწინებს სისტემის ხელახალ ინსტალაციას Time Machine-ში წინასწარ შექმნილი სამარქაფო ასლიდან. ასეთი გადაწყვეტილების უპირატესობა (განსაკუთრებით სისტემის ფატალური ჩაშლის შემთხვევაში) აშკარაა.

დაბოლოს: თუმცაღა Time Machine-ის შესაძლებლობები წარმოჩენილია ძირითადად Finder-ის მაგალითზე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ კომპონენტთან ინტეგრირებულია სისტემის სხვა პროგრამებიც. ტიპიური მაგალითი – iPhoto: საკმარისია გაუშვათ ეს პროგრამა და დააწკაპუნოთ Time Machine-ის ხატულაზე, ეკრანზე გამოჩნდება სამგანზომილებიანი ინტეფეისი iPhoto Library-ის ამომწურავი ისტორიით.

თუ თქვენ დაიღალეთ ლეოპარდის სარეკლამო აურზაურისაგან და სულმოუთქმელად ელოდებით ვეფხვის განახლებას, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი: ახალი ოს-ის გამოსვლამდე დაახლოებით 48 საათით ადრე კომპანიამ დაიწყო დამაგვირგვინებელი შტრიხების დამატება „ათიანი“-ის განახლებაში – Mac OS X 10.4.11.

ოთხშაბათის საღამოს, 24 ოქტომბერს, Apple-მა გაუგზავნა ბეტა-ტესტერებს 10.4.11-ის ორი ანაწყობი, 8S2165 (Intel) და 8S165 (PowerPC), რომლებშიც მთლიანად აღმოფხვრილია ადრე გამოვლენილი უწესრიგობები. მიუხედავად ამისა, კომპანია დაბეჯითებით ურჩევს ტესტერებს მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ Safari-ის, Automator-ის, Dashboard-ის და Disk Images-ის მუშაობას. ორკვირიანი ვადის განმავლობაში, რომელიც გვაშორებს წინა ანაწყობებისაგან (8S161, 8S2161), კომპანიის პროგრამისტებმა მოასწრეს Automator-ის გასწორება და ზოგიერთი ვიჯეტის უწესრიგობის აღმოფხვრა, აგრეთვე უზრუნველყვეს ზოგიერთი პოპულარული თამაშის სტაბილური გაშვება PowerPC-მანქანებზე – საბოლოო ჯამში გასწორდება სამოცამდე შეცდომა Mac OS X 10.4.11-ში, ხოლო განახლებულ სისტემაში შევა Safari 3.0.

გასარკვევი დარჩა მხოლოდ გამოშვების თარიღი.

რამოდენიმე დღის წინ ქსელში გამოჩნდა ვებ-საიტი, რომელიც გვთავაზობს მაქსიმალურად მარტივ გადაწყვეტილებას iPhone-ის და iPod touсh-ის განბლოკვისათვის.

ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ საიტზე http://www.jailbreakme.com/ მობილურ ტელეფონში არსებული ბრაუზერიდან Safari. პროექტის ავტორების განცხადებით, პრობლემის მათებური გადაწყვეტა შესაძლებლობას იძლევა განიბლოკოს iPhone/iPod touch მათზე უცხო პროგრამების ინსტალაციის მიზნით, AT&T-ის გარდა სხვა ქსელებში ჩართვის მიზნით.

გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჯერ ამ საიტის მუშაობაზე არცერთი უარყოფითი გამოხმაურება არ მოსულა, თუმცა არ არის გამორიცხული უახლოეს დროში ინტერნეტში გამოჩნდეს ისეთი საიტები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ ჩვენს სურვლის iPhone-ის განბლოკვისა.

წყარო: MacRumors

Adobe-მა განაცხადა, რომ მისი პროდუქტების უდიდესი ნაწილი თავსებადია ახალ ოპერაციულ სისტემასთან, თუმცა ზოგიერთი პროგრამა ჯერ კიდევ საჭიროებს განახლებას, რომლებიც გამოვა დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით.

კომპანიის განცხადებით, Creative Suite-ის ნაკრების უდიდესი ნაწილი - Photoshop CS3, Illustrator CS3, GoLive CS3, Dreamweaver CS3, Fireworks CS3, Flash CS3, InCopy/InDesign CS3 და Contribute CS3 — მთლიანად თავსებადია Leopard-თან. ამავდროულად, Adobe Acrobat 8 Professional, Adobe Premiere Pro CS3, After Effects CS3 Professional, Encore CS3 და Soundbooth CS3 საჭიროებს განახლებას.

„Adobe-ი და Apple-ი რამოდენიმე თვე მუშაობდნენ Leopard-ის და CS3-ის თავსებადობაზე და ჩვენ მოხარულნი ვართ გაცნობოთ ჩვენი პროდუქტების მხრიდან ოპერაციული სისტემის მხარდაჭერაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტები შეძლებენ გამოიყენონ Creative Suite 3-ის ყველა უპირატესობა Mac OS X Leopard-ში Intel და PowerPC პროცესორებზე“, - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში.

წყარო: Adobe Systems

Mac-კომპიუტერების მომხმარებლებმა, რომლებმაც დააყენეს ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X 10.5 Leopard-ი, გვატყობინებენ, რომ მასში აღარ არის უტილიტა Sherlock-ი. უფრო მეტიც, Leopard-ის განახლების მეთოდით ინსტალაციისას (ანუ არსებულ სისტემაზე ზემოდან გადაწერის შემთხვევაში) ინსტალატორი შლის Sherlock-ს საქაღალდედან Applications, ხოლო Apple-ის ვებ-საიტიდან საერთოდ გაქრა ყოველგვარი მონაცემი მის შესახებ.

პირველად უტილიტა Sherlock-ი გამოჩნდა ჯერ კიდევ Mac OS-ის „კლასიკურ“ ვერსიებში 90-იანი წლების ბოლოს და შემდგომ Mac OS X-შიც გადმოვიდა.

დაწყებული უკვე Mac OS X 10.4 Tiger-იდან ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში შედის ახალი საძიებო სისტემა Spotlight-ი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. ამის გარდა, Sherlock-ის ფუნქციების ნაწილი გადატანილია Dashboard-ის ვიჯეტებზე.

მოგესალმებით!

როგორც დაგპირდით, ვიწყებ Leopard-ის შესახებ სტატიების ციკლს. ყოველი აქ მოთხრობილი შემოწმებული იქნება პირადად ჩემს მიერ საკუთარ PowerBook-ზე.

ყველამ იცით, რომ Apple Mac OS X Leopard-ი ოფიციალურად გაყიდვაში გამოვიდა 26 ოქტომბერს. მანამდე ორიოდე დღით ადრე ქსელში გასაოცარი ოპერატიულობით დაიდო მისი ასლი. რამდენადაც ცნობილია კუპერტინომ ბოლო, ფინალური ანაწყობი სპეციალურად არ დაუგზავნა ბეტა-ტესტერებს ზუსტად რომ ფინალური ვერსიის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ასეა თუ ისე, საბოლოო ვერსია ქსელში გავრცელდა ინსაიდერული გზებით (გველი! გველი გაგვიზრდია! :))

მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ საიდან მაქვს ოს-ი. მაქვს. ინსტალაციისადმი მზადება დავიწყე ორშაბათს საღამოს 7 საათიდან. თავის გადაზღვევის მიზნით მონაცემების სამარქაფო ასლი გადავიტანე მეორე კომპიუტერზე (55 გბაიტი). ამ ოპერაციაზე დამეხარჯა ლომის წილი დროისა. ზუსტად ღამის პირველ საათზე ჩემმა პაწუკამ გადაყლაპა DVD-დისკი.

აქ მინდა გაგაცნოთ ის კონფიგურაცია, რაზეც ამჟამად მიყენია ლეოპარდი: PowerBook 12” 512 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 80 გბაიტი მყარი დისკი.

სხვა პარამეტრები ნაკლებად მნშვნელოვანია. მე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი ოპერატიული მეხსიერების სიმცირესთან დაკავშირებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სრულიად უსაფუძვლოდ. მეორე, რაც მაფიქრებდა, ჩემი დისკწამყავნის მიერ ორფენოვანი დისკების წაკითხვის პრობლემა იყო. ჩემი პორტატული კომპიუტერი ასე ვთქვათ ასაკოვანი შევიძინე. ერთხელ ვცადე მასზე ორფენოვანი, 8.5 გბაიტიანი დისკის წაკითხვა და მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ჩვეულებრივი DVD-დიკების წაკითხვისას და ჩაწერისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ჩემდა გასაოცრად, მაკმა დისკი წაიღო ყოველგვარი პრობლემების გარეშე! ამ ამბით გახარებულმა დავაწკაპუნე ინსტალაციის ხატულას, რის შემდეგაც კომპიუტერმა ხელახალი ჩატვირთვა მომთხოვა (Restart). ამაზეც დავეთანხმე. კომპიუტერი ჩაიტვირთა, რამოდენიმე წამი დაფიქრდა და ინსტალაცია დაიწყო. როგორც მეგობრებისაგან მქონდა გაგონილი, ვისაც უკვე ჰქონდა დაინსტალირებული ლეოპარდი, ინსტალაციის დრო შეიძლება გაგრძელებულიყო რამოდენიმე ათეული წუთიდან რამოდენეიმე საათამდე. ჩემს შემთხვევაში ინსტალიაც დასჭირდა ზუსტად 45 წუთი. ალბათ ესეც იმის გამო, რომ დისკწამყვანი ბებრუცანაა და ნელა კითხულობს. ინსტალაცია მიმდინარეობს მარტივად, 3 წლის ბავში გაერკვევა თუ რა არის საჭირო. მე გავთიშე პრინტერების და ენის პაკეტების ინსტალაცია (მარტო რუსული დავიტოვე. ისე, ყოველი შემთხვევისათვის). გამოვიდა სადღაც 4.5 გბაიტი დასაინსტალირებელი. ისე გაიარა ინსტალაციამ, რომ ვერც კი გავიგე. ხელახალი ჩატვირთვის შემდეგ ოს-მა შეამოწმა ჩემი მონაცემები (სახელი, გვარი, კალოშის ნომერი და ა.შ.) და სისტემა ჩაიტვირთა!

მცირე რეზიუმე რომ გავაკეთოთ. ინსტალაცია უმარტივესია, არ მოითხოვს თავის ტვინის უჯრედების დიდ დაძაბვას. ადრე დაყენებული ყველა პარამეტრი, როგორც სისტემური, აგრეთვე უცხო პროგრამებისა, აგრეთვე დამახსოვრებული პაროლები უპრობლემოდ გადმოვიდნენ ახალ სისტემაში. პროგრამების პირველადი შემოწმების შედეგად ყოველი მათგანი ეშვება (უფრო ღრმა ანალიზის დრო არ მქონდა ჯერ) უპრობლემოდ. რაც მთავრია!

ჩემთვის ფრიად მთავარი! შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ Apple Mac OS X 10.5 Leopard-ი კომფორტულად გრძნობს თავს 512 მბაიტ ოპერატიულ მეხსიერებაში! რათქმაუნდა, „მძიმე“ პროგრამული უზურნველყოფის გაშვების შემთხვევაში სისტემა შენელდება (თუმცა ამასაც დარწმუნებით ვერ ვიტყვი, შევამოწმებ და მოგახსენებთ), მაგრამ ყოველდღიური, საოფისე გამოყენებისას დისკომფორტი არ შეიგრძნობა საერთოდ! Word-ი, Excel-ი (2008 ბეტა ვერსია) ნორმალურად გაეშვა. მაგრამ მე დამატებით ოპერატიულს მაინც შევიძენ, XCode-ში მუშაობისას ფრიად დამჭირდება! ამით დღევანდელ მიმოხილვას ვამთავრებ. საღამოს ინტრეფეისზე მოგიყვებით.

10.5 სისტემის ბევრ მომხმარებელს მოსწონს ახალი ნახევრადგამჭვირვალე მენიუს ზოლი. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ძველი ურჩევნიათ.

მაგალითად უტილიტა-უჩინმაჩინი OpaqueMenuBar (243 კბაიტი) – ჩამოვტვირტავთ პაწია dmg-ფაილს, ვაკოპირებთ პროგრამას სადმე, მაგალითად საქაღალდეში Appications, გავუშვებთ – და ვტკბებით გაუმჭვირვალე მენიუს ზოლით. კარგია? კარგია.

სამწუხაროდ, ამით ამოიწურება OpaqueMenuBar უპირატესობა, რის შემდეგაც იწყება პრობლემების მთელი წყება: პროგრამა ეშვება ფონურ რეჟიმში, ამიტომ მისი გამორთვა შესაძლებელია ან ბრძანების სტრიქონიდან (სტრიქონი killall OpaqueMenuBar), ან შესაბამისი პროცესის Activity Monitor-ის მოკვლით. თუმცა ამის შემდეგაც ვერ ვიქნებით 100%-ით დარწმუნებული რომ ყველაფერი დაუბრუნდა საწყოსს მდგომარეობას – ამისათვის საჭიროა გავუშვათ „Desktop & Screen Saver“ და გადავათამაშოთ რამოდენიმე ეკრანმზოგი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება მენიუს ზოლი კვლავ გამჭვირვალე.