Skip to content

Adobe CS3-მა ვერ გაირა Leopard-თან თავსებადობის ტესტი

Adobe-ი შიშობს, რომ Creative Suite 3-ს პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნება თავსებადი Mac OS X Leopard-თან, რომლის ფინალური ვერსიაც შემდეგ თვეში გამოდის.

კომპანიის ხელმძრვანელობა აღნიშნავს, რომ არ შეუძლია გარანტია მოგვცეს Photoshop-ის, Illustrator-ის Creative Suite 3-ის სხვა პროგრამების სტაბილურ მუშაობაზე, ვინაიდან მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ Mac OS X Leopard-ის ფინალური ვერსია და ამიტომ არ შუძლიათ სრულფასოვანი ტესტირების ჩატარება. „CS3-მა ჯერ კიდევ ვერ გაირა ტესტირება Leopard-თან. თუ პაკეტი ვერ იმუშავებს ჯეროვნად, იძულებულნი ვიქნებით შევიტანოთ ზოგიერთი კორექტივები“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიუს ჩიზენმა (Bruce Chizen) რეიტერთან ინტერვიუში.

S3-ი შეიცავს Adobe-ის პროგრამების პირველ ვერსიას, რომლებიც შექმნილია Intel Mac-ზე სამუშაოდ. პირველი ასეთი კომპიუტერების გამოსვლის დღიდან მომხმარებლებს ერთი წლის ლოდინი დასჭირდათ Photoshop-ის Universal Binary ვერსიის მისაღებად.