გამოვიდა Google Desktop for the Mac-ის ახალი ვერსია

Google-მა გამოუშვა საძიებო სისტემის Google Desktop for the Mac ახალი ვერსია, რომელმაც მიიღო ცხრა დამატებითი ენის მხარდაჭერა — ტრადიციული ჩინური, გამარტივებული ჩინური, ბრიტანული ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური და იაპონური.

Apple Spotlight-ის მსგავსად, Google Desktop-ი შესაძლებლობას იძლევა მოახდინოთ ძებნა ლოკალურ დისკზე, აგრეთვე ინტერნეტში. ძებნის შედეგები გამოისახება სიის სახით, რომელიც Google-ის ვებ-ძებნის გვერდს მოგვაგონებს.

ენობრივი მხარდაჭერის გარდა, ახალმა ვერსიამ მიიღო არასასურველი ინფორმაციის მოცილების საშუალება და აგრეთვე Address Book-ის კონტაქტების მხარდაჭერა.

Google Desktop for the Mac-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.

წყარო: Google