iPhoneSIMfree.com iPhone-ის განბლოკვას ხვალ დაიწყებს

ერთ-ერთი პირველმა კომპანიამ, რომელმაც წარმატებით მოახერხა Apple iPhone-ის განბლოკვა, iPhoneSIMfree.com-მა გვაცნობა, რომ გაყიდვები დაიწყება 4 სექტემბერს.

კომპანია არ გაყიდის განბლოკვის საშუალებებს უშუალოდ მომხმარებლებზე. ამის მაგივრად iPhoneSIMfree.com-მა შესთავაზა გადაწყვეტილება რესელერებს. ამ შემთხვევაში ერთი iPhone-ის განბლოკვა 50 ლიცენზიის შემთხვევაში შეადგენ $36, ხოლო 5000 და მეტი ლიცენზიისას – $25.

ტელეფონის განბლოკვისათვის საჭიროა მასში სპეციალური უტილიტის დაყენება, ამის შემდეგ iPhoneSIMfree.com-ის სპეციალური სერვისთან დაკავშირება, სპეციალური ინფორმაციის გადაცემა და პროცესის დასრულება Wi-Fi-ის დახმარებით.

უნდა აღინიშნოს, რომ iPhoneSIMfree.com-ი არ იძლევა ტელეფონის მუშაობის გარანტიას მომავალში განახლებების ინსტალაციის შემდეგ, თუმცა ამჟამად იგი მუშაობს ყველა განახლებასთან – 1.0.2-ის ჩათვლით. ამავდროულად კომპანია გვპირდება, რომ პრობლემების შემთხვევაში, იგი შეეცდება მათ აღმოფხვრაში, თუ ეს შესაძლებელი იქნება.

წყარო: MacNN