Skip to content

განბლოკილი ტელეფონის პირველი მფლობელები, რომლებმაც დააყენეს განახლება 1.1.1, გვატყობინებენ, რომ უცხო პროგრამები მეტი აღარ მუშაობენ.

გააქტიურებული ტელეფონები ითხოვენ AT&T-ის სიმ-ბარათებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ჩანს ათასობით განბლოკილი ტელეფონი მწყობრიდან გამოვიდა. თვალი ადევნრთ ახალ ამბებს საიტზე. ჩვენ ვამოწმებთ აღნიშნულ ინფორმაციას.

Apple Store-ის მაღაზიებში გამოჩნდა აი ასეთი განცხადება. მოკლედ რომ ვთქვათ, მასში წერია, რომ განბლოკვის პროგრამებმა შეიძლება დააზიანონ ტელეფონის შიდა პუ და მობილური შეწყვეტს ნორმალურ მუშაობას. შემოწმებულია პრაქტიკულად - Apple-ი აღარ ხუმრობს…

დღეს გამოფენაზე DEMOfall სან-დიეგოში კომპანიამ Truphone წარმოადგინა ინტერნეტ-ტელეფონის ვარიანტი iPhone-ის ბაზაზე.

ორმა მენეჯერმა, Wi-Fi ქსელის საშუალებით მოახერხეს ურთიერთობა ერთმანეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონები არ იყო განბლოკილი.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=5YkkSy-HLbs[/youtube]

wired.com-ი დაუკავშირდა ტიმ დონელი სმიტს Truphone-იდან, იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახერხეს პროგრამული უზურნველყოფის გაშვება განუბლოკავ ტელეფონზე.

ავტორი: როგორ მუშაობს Truphone-ის პუ iPhone-ში?

ავტორი: იგი მუშაობს მხოლოდ ბრაუზერში თუ ეს არის რეალური პროგრამა?

ტიმი: ჩვენი პროგრამა ნამდვილი პროგრამაა და არა ვებ-პროგრამა. იგი დაყენებულია IPhone-ში. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ სპეციალური ინსტალატორი.

ავტორი: ნიშნავს თუ არა იმას, რომ ტელეფონის შემდგომ განახლებებში იგი აღარ იმუსავებს?

ტიმი: ჩვენ არ გაგვიტეხია SIM-ი. ჩვენ ა ვიცით, შეძლებს თუ არა პროგრამა ტელეფონის განახლების შემდეგ.

ავტორი: თქვენ შეძელით წვდომის მიღება მიკროფონთან და სპიკერებთან. როგორ მიაღწიეთ ამას, ჰაკერული თუ ლეგალური გზით??

ტიმი: არ არსებობს ლეგალური გზა წვდომისა “მშობლიური” პროგრამებისათვის მიკროფონთან და სპიკერებთან.

Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა მორიგი ანაწყობები - build 8S2157 Intel-პროცესორებისათვის და build 8S157 - PowerPC-სთვის.

ვებ-საიტის AppleInsider ინფორმაციით, ბოლო ანაწყობებში გასწორებულია Safari-ის უწესრიგობები, ხოლო Intel-ვერსიისათვი - დამატებით ელკვების მართვის სისტემები. ამგვარად, გასწორებების საერთო რიცხვმა დაახლოებით ორმოცდაათს მიუკაკუნა.

თანხმლებ დოკუმენტაციაში Apple-ი სთხოვს ტესტერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ Safari-ს, PCI Express-ბარათების, FireWire მოწყობილობების და აგრეთვე USB-აუდიოკონტროლერების მუშაობას.

განახლების ფინალური ვერსია სავარაუდოთ გამოვა ამ თვის განმავლობაში, ვინაიდან ოქტომბერში გამოდის ოს-ის ახალი ვერსია - 10.5 Leopard-ი.

წყარო: AppleInsider

American Technology Research-ის ანალიტიკოსის შო ვუს (Shaw Wu) აზრით, Apple-ის განცხადება იმის შესახებ, რომ შიდა პროგრამული უზურნველყოფის მომავალმა განახლებამ შეიძლება გამოიწვიოს განბლოკილი ტელეფონების გაფუჭება, ვერ იმოქმედებს გაყიდვების მოცულობაზე.

ვუს აზრით, პრობლემები შეიძლება გაუჩნდეთ მომხმარებელთა საკმაოდ მცირერიცხოვან წრეს - ჰაკერებს, მაშინ როდესაც მომახმარებელთა უდიდესი ნაწილი ტელეფონს იყენებს მოდიფიკაციის გარეშე, AT&T-ის ქსელში. ანალიტიკოსის აზრით, Apple-ის პოზიცია გასაგებია: კომპანია ცდილობს შეასრულოს ვალდებულება ოპერატორების მიმართ, აგრეთვე დაიცვას ტელეფონის მუშაობის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამის გარდა, კლიენტების „ჩაჭერა“ პარტნიორი მომწოდებლების ქსელებში ფინანსურად ხელსაყრელია Apple-ისათვის, ვინაიდან ისინი მას სააბონეტო თანხის ნაწილს უხდიან.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მომავალში Apple-ი ნებას მისცემს iPhone-ის გამოყენებაზე სხვადასხვა ოპერატორების ქსელებში, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როდესაც დასრულდება ოპერატორებთან ექსკლუზიური ხელშეკრულების ვადები.

წყარო: MacNN

Apple Expo გამოფენაზე, რომელიც ტარდება ამ დღეებში პარიზში, Microsoft-მა განაცხადა იმის შესახე, რომ Office 2008 for Mac-ის ახალი ვერსია იქნება სამ ცალკეულ ვარიანტად წარმოდგენილი.

Office 2008 for Mac Standart Edition (სრული ღირებულება - $399,95, განახლება - $239,95) შეიცავს Microsoft Word, Excel, PowerPoint, Entourage, Microsoft Exchange Server-ის და Automator-ის სცენარების მხარდაჭერას.

Office 2008 for Mac Special Media Edition (სრული ღირებულება - $499,95, განახლება - $$299,95), სტანდარტული ვერსიისაგან განსხვავდება Microsoft Expression-ის ციფრული მედიაშიგთავსის მართვის სისტემით.

და ბოლოს, ყველაზე იაფი ვერსია, Office 2008 for Mac Home and Student Edition (ღირებულება - $149,95, განახლება არაა გათვალისწინებული) არაა აქვს Microsoft Exchange Server-ის და Automator-ის სცენარების მხარდაჭერა.

Microsoft-მა აგრეთვე განაცხადა, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც შეიძენს Office 2004 პაკეტს 25 სექტემრიდან 15 იანვრამდე, შეძლებენ ახალი ვერსიის მიღებას მატარებლის და გადაგზავნის ფასად.

წყარო: mac mojo

ჰაკერები ჯგუფიდან iPhone Dev Team, რომლებიც ცნობილნი არიან iPhone-ის განბლოკვის უტილიტით, გვპირდებიან ტელეფონის ხელახალი ბლოკირების ხელსაწყოს.

„ერთი კვირის განმავლობაში ვუზრუნველვყობთ nck მრიცხველის ჩამოყრას და აგრეთვე მოგაწვდით შიდა პროგრამული უზურნველყოფის აღდგენის საშუალებებს“, — ამბობენ iPhone Dev Team-ის წევრები.

თუ ნამდვილად შეძლებენ ასეთი ხელსაწყოს გამოშვებას, iPhone-ის მფლობელები უპრობლემოდ შეძლებენ შიდა პუ-ს აღდგენას.

ამ ეტაპზე ძნელია რაიმეს თქმა იმის შესახებ, თუ რამდენად პრობლემატური იქნება შიდა პროგრამული უზურნველტოფის განახლება - დასკვნების გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ განახლების გამოსვლის შემდეგ.

წაყრო: TUAW

ვებ-საიტი MacRumors საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X, 10.5 Leopard-ი, რომლის გამოშვებაც დაგემილია ოქტომბერში, უკვე იმყოფება Release Candidate-ის სტადიაში.

Release Candidate-ის სტატუსი, როგორც წესი ენიჭება იმ ვერსიას, რომელშიც აღარ არის ცნობილი მსხვილი პრობლემები და დარჩენილია მხოლოდ წვრილ-წვრილები. თუ ტესტირების პროცესში არ იქნება გამოვლენილი რაიმე მსხვილი უწესრიგობა, მაშინ უახლოეს დროში უნდა ველოდოთ Gold Master ვერსიას, რომელიც მზადაა ტირაჟისათვის.

ვებ-საიტმა ThinkSecret გამოაქვეყნა Mac OS X 10.5 Leopard build 9A559-ის გალერეა.

წყარო: MacRumors

Mac OS X 10.5 Leopard-ის ფინალური ვერსიის გამოსვლამდე რამოდენიმე კვირით ადრე Apple-მა გადახედა იმ კომპიუტერების სისტემურ მოთხოვნებს, რომლებზეც იმუშავებს ახალი ოპერაციული სისტემა.

Apple-ს ოფიციალურად არ განუცხადებია Leopard-ის სისტემური მოთხოვნები, თუმცა ტესტური ანაწყობების თანმხლებ დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ ახალი ოს-ი იმუშავებს Mac-ზე Intel ან PowerPC G4 800 МГц პროცესორებზე ან უფრო ახლებზე. ახლა, Apple Insider ვებ-საიტის წყარობზე დაყრდნობით, Apple-მა ამოშალა მხარდაჭერილი კომპიუტერების სიიდან ისინი, რომლებზეც დაყენებულია PowerPC G4 800 МГц - 800MHz PowerBook G4 (Titanium), 800MHz PowerMac G4 (Quicksilver), 800MHz iMac G4, 800MHz iBook G4 და 800MHz eMac, ვინაიდან მათზე Leopard ძალზედ ნელა მუშაობს.

ანონიმურმა წყარომ ასევე აღნიშნა, რომ შემდეგ ვერსიაში, Mac OS X 10.6 - PowerPC პროცესორების მხარდაჭერა საერთოდ არც იგეგმება.

წყარო: AppleInsider

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი ამბობს, რომ კომპანიის მეთაურის სტივ ჯობსის გადაწყვეტილება iPhone-ის ფასის დაგდებაზე, პროდუქტის ბაზარზე გამოსვლიდან ორ თვეში ნაადრევი და არადელიკატური იყო.

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი ამბობს, რომ კომპანიის მეთაურის სტივ ჯობსის გადაწყვეტილება iPhone-ის ფასის დაგდებაზე, პროდუქტის ბაზარზე გამოსვლიდან ორ თვეში ნაადრევი და არადელიკატური იყო.

„არავინ მოელოდა, რომ ახალი პროდუქტი ამდენად გაიაფდებოდა ასეთ მოკლე ხანში, - ამბობს ვოზნიაკი. - სტივ ჯობსმა, როგორც სხვებმა, იცის, რომ დროთა განმავლობაში მაღალტენოლოგიური პროდუქტების ღირებულება ეცემა და ვინც პირველი ყიდულობს, მეტსაც იხდის. მე - ერთერთი მათგანი ვარ. მესმოდა, რომ ეს მოხებოდა, მაგრამ ეს ძალიან სწარაფად მოხდა“.