გადაარჩინეთ Apple Key!

საიტზე The Unofficial Apple Weblog გახურდა მორიგი დისკუსია – გერმანელმა Мак-მომხმარებლებმა ბლოგში ApfelTaste გამოფინეს პეტიცია „გადაარჩინეთ ვაშლიანი კლავიში“. როგორც ცნობილია, გასული კვირის დასაწყისში გამოსული ახალი Apple Keyboard Pro და მისი უსადენო ვარიანტი სხვა მომეტების გარდა ძველი კლავაიტურებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ Command-კლავიშზე გაქრა ვაშლის ნიშანი:

მარცხნივ 2003 წელს გამოსული ვერსიაა, მარჯვნივ – უახლესი. მცირედი ექსკურსი ისტორიაში: მაკინტოშების ეპოქის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, Apple Lisa-ს Command-კლავიშზე თავს იწონებდა მხოლოდ და მხოლოდ საფირმო ვაშლი, ხოლო ეს ორი ნიშანი ერთად ორი წლის შემდეგ გამოისახა, როდესაც Apple-მა გამოუშვა Mac SE მონობლოკი ახალი ADB-კლავიატურით.

ერთი მხრივ Apple-ის ლოგი Command-კლავიშზე ძველი ტრადიციაა, რომელიც უკვე ოცი წლისაა და რომელმაც Microsoft-ის დიზაინერები შთააგონა გამოესახათ РС-კლავიატურაზე არანაკლებ ცნობადი Windows key (ეს მოხდა Windows 95-ის ეპოქაში). მეორე მხრივ, „სანდო წყაროები“ გვამცნობენ, რომ მოკბეჩილი ვაშლი გაქრა ესთეტიური მიზეზების გამო – კუპერტინოში ჩათვალეს, რომ ორი საფირმო ლოგოტიპი ზედმეტია კლავიშებზე.

TUAW-ის მომხმარებელების აზრიც გაიყო და ვარირებს ფართო დიაპაზონში: ლაკონურად მოკლე „იდიოტები“-დან (კონტექსტიდან გაუგებარია ვის მიმართაა ეს მშვენიერი სიტყვა – Apple-ის დიზაინერების, თუ გერმანელი კომარადების) გაფართოებულ „მე კმაყოფილი ვარ, რომ Apple-მა მოაშორა საკუთარი ლოგოტიპი კლავიატურიდან – ამოვიდა ყელში ის ხალხი, ვინც ამ კლავიშს უწოდებს „Apple key“-ს. ამგვარი დემარშის ახსნა ადვილია – ვაშლს არ ქონდა არანაირი შეხება Command-კლავიშის ფუნქციონალთან. ხოლო მათ, ვინც უკმაყოფილოა ასეთი ცვლილებით, შეუძიათ ისარგებლონ ძველი კლავიატურებით… ან უბრალოდ დაახატონ საკუთარი ვაშლი“.