Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X 10.4.11 ანაწყობი 8S2144

Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა Tiger-ის მომავალი განახლება – Mac OS X 10.4.11 ანაწყობი 8S2144.

თანხმლებ დოკუმენტაციაში მითითებულია მხოლოდ ერთი ცნობილი პრობლემა – ზოგიერთ შემთხვევაში კომპიუტერი შეიძლება დაეკიდოს მუშაობის დასრულებისას.

ამასთან ერთად Apple-ს მოყავს იმ კომპონენტების სია, რომლებშიც გასწორებულია ხარვეზები. მათ შორის – მოდემების დრაივერები, Core Audio-ს მუშაობა m4a ფაილებთან, WebCore Editing, VPN, Rosetta.

Tiger-ის ბოლო განახლება – Mac OS X 10.4.10 – Apple-მა გამოუშვა ივნისის შუა რიცხვებში. Mac OS X 10.4.11 პარარელურად კომპანია მუშაობს ახალ ვერსიაზე – Leopard, რომლის გამოშვებაც ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

წყარო: MacRumors