Apple iPhone-ი წარმატებულად გატეხეს რუსეთში

ენთუზიასტებმა შეძლეს მისი ამუშავება მოსკოვურ ფიჭურ ქსელში „ბილაინში“. მომხმარებელთა განცხადებით, რომლებმაც ეს შეძლეს, აპარატის ყველა ფუნქცია სტაბილურად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ასეთივე ოპერაცია ჩაატარეს ბრიტანელმა ჰაკერებმა და აამუშავეს iPhone-ი Orange UK-ში. აქტივაციის პროცესი საკმაოდ მარტივია, თუმცა საჭიროა ექსპერიმენტატორისაგან საკმაო განათლება. ჰაკერებმა გვერდი აუარეს დაცვას, აპარატში სპეციალურად მოდიფიცირებული sim-ბარათის ჩადებით. ამ ბარათზე წინასწარ იწერება სასურველი ფიჭური ოპერატორის მონაცემები, AT&T-ის ინფორმაცის ნაწილი, აგრეთვე სპეციალური პაჩები. iPhone-ის შიდა პროგრამული კოდის მოდიფიკაცია არ ხდება.

iPhone-ის ასეთი სახით გასატეხად საჭიროა sim-ბარათების გადამწერი აპარატი, სუფთა sim-ბარათი და სასურველი ოპერატორის ბარათი.

გვინდა ავღნიშნოთ, რომ ტელეფონების გატეხვა არ ითვლება დანაშაულად არც აშშ-ში და არც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში.

წყარო: NEWSru.com