Command-კლავიშიდან ვაშლი გაქრა

ახალ კლავიატურაზე, რომელიც ახალი „ალუმინის“ iMac-ებთან ერთად იყო წარმოდგენილი 7 აგვისტოს, აღარ არის ვაშლის ლოგო.

ჩვეული ნახატის მაგივრად კლავიშზე გაჩნდა წარწერა „Command“. ალბათ, Apple-მა ეს ნაბიჯი გადადგა იმის გამო, რომ გასაგები გაეხადა კლავიშის დანიშნულება „სვიჩერებისათვის“ და მათთვის, ვინც მაკთან პირველად დაჯდა.

ახალი კლავიატურა. Apple-ის ლოგოს მაგივრად – წარწერა „Command“

Command-კლავიშზე ვაშლის ბედს კუპერტინოში ალბათ ბოლო მომეტამდე ვერ წყვეტავდნენ. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სტივ ჯობსის მოხსენების დასრულებისთანავე, Apple-ის სხვადასხვა ლოკალიზირებულ ვებ-საიტზე გამოსახული იყო ახალი კლავიატურა კომპანიის ლოგოთი Command-კლავიშზე.

აღსანიშნავია, რომ პირველ Macintosh-კომპიუტერის კლავიატურას, რომელიც სტივ ჯობსმა წარმოადგინა 1984 წელს, ასევე არ ჰგქონდა ვაშლი გამოსახული Command-კლავიშზე. პირველად ეს ლოგი გამოჩნდა ADB-კლავიატურაზე.

Macintosh Plus-ის კლავიარტურა. 1986 წელი.