Apple-მა გამოუშვა Boot Camp 1.4 ბეტა

Apple-მა გამოუშვა Boot Camp-ის ახალი ბეტა-ვერსია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ჩავტვირთოთ Microsoft Windows XP და Vista ოპერაციული სისტემები Mac-კომპიუტერებზე.

ახალი ვერსიაში, Boot Camp 1.4 ბეტა, დამატებულია კლავიატურის შიდა განათების შესაძლებლობა MacBook Pro პორტატულ კომპიუტერებში, დისტანციური მართვის პულტების დაწყვილების შესაძლებლობა, ვიდეო ადაპტერის ახალი დრაივერები, დრაივერების ინსტალაციის გაუმჯობესებული ოსტატი, კლავიატურების ლოკალიზირებული განლაგებები და Boot Camp-ის დახმარება Windows-ისათვის.

Boot Camp-ის დასაყენებლად Mac-ზე საჭიროა Mac OS X 10.4.6 ან უფრო ახალი, შიდა პუ-ს ბოლო განახლებები, სუფთა ცაწერადი კომპაქტ-დისკი, 10 გბაიტი თავისუფალი სივრცე დისკზე.

Boot Camp-ი არის Apple Mac OS X 10.5-ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოვა ოქტომბერში. Boot Camp-ის Mac OS X 10.4 Tiger-ისათვის ცალკე პროდუქტად გამოშვების შესახებ Apple-ს ჯერ არაფერი უცნობებია.

წყარო: Apple