Apple-მა გამოუშვა firmware-ის განახლება Mac Pro და iMac-ისთვის

Apple-მა გამოუშვა შიდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები iMac კომპიუტერებისათვის და Mac Pro სამუშაო სადგურებისათვის.

განახლება iMac Software Update 1.0 აღმოფხვრის ზოგიერთ შეცდომას iMac-ის მუშაობაში. კომპანია გვირჩევს დავაყენოთ იგი ყველა iMac-ზე ეკრანის დიაგონალით 20 და 24 დუიმი და პროცესორით 2,0, 2,4 და 2,8 გჰც. საინფორმაციო გვერდზე გადასვლა შეიძლება აქედან. იქვე შეიძლება გადმოწერის ბმულზე გადასვლა.

Mac Pro SMC Firmware Update 1.1 განახლება აწესრიგებს გაგრილების სისტემის მუშაობას. განახლების დასაყენებლად კომპიუტერს უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი ჩამტვირთველი მყარი დისკი – RAID-მასივები მხარდაჭერილი არ არის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

წყარო: Apple