Aspyr-მა განაახლა Game Agent-ი

კომპანიამ Aspyr Media გამოუშვა Game Agent-ის ახალი ვერსია, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მოხერხებულად შევამოწმოთ Mac-ის კონფიგურაცია, ტამაშების სისტემურ მოთხოვნებთან.

პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ადგენს იმ თამაშების სიას, რომლებიც უპრობლემოდ გაეშვება თქვენს კომპიუტერში. პროგრამის ახალ ვერსიას, Game Agent 1.5, აქვს თამაშების განახლებული მონაცემთა ბაზა.

Aspyr-ის განცხადებით, მომხმარებლები, რომლებსაც უყენიათ ეს პროგრამა, განახლებას მიიღებენ ავტომატურად.

წყარო: Aspyr Media