Mac OS X Leopard-მა გაიარა UNIX-სერტიფიცირება

ოპერაციულმა სისტემამ Mac OS X 10.5 Leopard, რომელიც ამჟამად ტესტირების რეჟიმშია, მიიღო UNIX-ის ოფიციალური სტატუსი.

UNIX 03-ის ოფიციალური სერტიფიკატის ქონა შესაძლებელობას მისცემს კომპანიას გამოიყენოს UNIX ბრენდი თავისი ოპერაციული სისტემისათვის. Leopard-ის სერტიფიცირება, რომელიც განახორციელეს Apple-ის ოპერაციული სისტემების მიმართულების შეფმა კევინ ვან ვეტჰენმა (Kevin Van Vechten) და მისმა გუნდმა, აყენებს კომპანიას ერთ რიგში ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Sun, IBM და HP.

შესაბამისობის სერტიფიკატი მიღებული იქნა ჯერ კიდევ მაისში, მაგრამ მხოლოდ ეხლა გამოქვეყნდა.

სერტიფიკატი Open Brand წარმოადგენს საერთაშორისო გარანტიას საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების შესაბამისობაზე.

წყარო: Infoworld