iPhone-ი უკვე ახდენს ზეგავლენას ბაზარზე

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომლებიც ჩაატარა კომპანიამ ChangeWave, Apple iPhone-ი უკვე ახდენს სერიოზულ ზეგავლენას ამერიკის მობილური ტელეფონების ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების დაწყებიდან მხოლოდ თვეზე ცოტა მეტი ხანი გავიდა.

ChangeWave-ის შეფასებით, iPhone-ის საბაზრო წილი ამ მომენტისათვის შედაგენს 1%, ამასთან, გამოკითხულთ 16% ვვარაუდობს შეიძინოს Apple-ის ტელეფონი უახლოეს 6 თვეში, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

საინტერესო შედეგები აჩვენა გამოკითხვამ, რომლის მიზანი იყო გარკვეულიყო, თუ რამდენად არიან კმაყოფილები ახალი ტელეფონით მფლობელები: 77% ძალიან კმაყოფილია, მაშინ, როდესაც მაგალითად RIM Blackberry-ის მხოლოდ 50% კმაყოფილი შენაძენით.

iPhone-ის გამოჩენამ უკვე მოახდინა ზეგავლენა მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე: მაშინ როდესაც Verizon-ის წილი პირველად შემცირდა (29%-მდე), AT&T-მ გაზარდა თავისი წილი ბაზარზე სარეკორდო 28%-მდე.

წყარო: MacNN