Synchronica უზრუნველყოფს iPhone-ის მუშაობას Exchange-თან

Synchronica-მ გამოაცხადა ახალი სერვისის, Mobile Gateway 3.0-ის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს Microsoft Exchange-ის სინქრონიზაციას Apple iPhone-ის ელფოსტის პროგრამასთან.

Email-კლიენტს, რომელიც შედის iPhone-ის შემადგენლობაში, შეუძლია მიუერთდეს სერვერებს მხოლოდ IMAP/SMTP პროტოკოლების მეშვეობით, მაშინ, როდესაც მიერთების ასეთი ხერხი დაბლოკილია კორპორატული ქსელების უმეტესობაში უსაფრთხოების მიზნით.

Synchronica-ს გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა გაიგზავნოს და მიღებულ იქნეს კორპორატიული ელფოსტა iPhone-ის საშუალებით, რისთვისაც საჭირო აღარ არის დამატებითი პროგრამების დაყენება ტელეფონში.

წყარო: Synchronica