Apple-ი გამოუშვებს Mac OS X 10.4.11

როგორც იყო მოსალოდნელი, Apple-ი გამოუშვებს სისტემის კიდევ ერთ განახლებას — Mac OS X Tiger 10.4.11.

განახლებამ 10.4.10 ვერ აღმოფხვრა ყველა შეცდომა, რომელიც გამოვლინდა Tiger-ში, — ამაზე მეტყველებს სისტემის რამდენიმე წვრილი განახლება, რომლებიც ბოლო დროს გამოვიდა. კომპანიამ უკვე დაიწყო Mac OS X 10.4.11-ის ტესტირება.

ტესტერების განცხადებით განახლებაში გასწორებულია AirPort, Bluetooth, USB, FireWire, CoreGraphics, Safari, WebKit და AFP ფაილური სისტემის მუშაობა.

გასაკვირი არაა, რომ Mac OS X 10.4.11 Tiger-ში არაა ახალი ფუნქციები — ყველა „გემრიელობა“ შემონახულია Mac OS X Leopard-თვის, რომელიც, თუ არაფერი მოხდება, გამოვა ოქტომბერში.

წყარო: AppleInsider