Skip to content

Apple-მა გამოუშვა შიდა პროგრამული უზურნვლეყოფის განახლება AirPort Extreme Base Station-ისათვის, რომელიც აღმოფხვრის მოწყობილობის ზოგიერთ პრობლემას და აგრეთვე თავსებად ხდის 802.11n ინტერფეისის ახალ სპეციფიკაციასთან - AirPort Extreme Base Station Firmware version 7.2.1.

ინსტალაციის შემდგომ AirPort Extreme Base Station-ი იღებს თავსებადობას 802.11n draft 2.0 სპეციფიკაციასთნ. ამის გარდა, განახლება აღმოფხვრის პრობლემას, რომელიც საშუალებას აძლევდა ბოროტმოქმედს დისტანციურად ემოქმედა ქსელზე. უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობის ახალი ვერსია, გიგაბიტური Ethernet-ით, მოკლებულია ამ ნაკლს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ ვებ-საიტზე.

წყარო: Apple

რამოდენიმე „სააღდგომო კვერცი“ უკვე მოიძებნა Leopard-ში, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა. Text Edit-ის ახალი ხატულა შეიცავს ტექსტს Apple-ის სარეკლამო კამპანიიდან „Think Different“.

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ Apple-ის ბრძანების სიმბოლოს მნიშვნელობაზე?

სიმართლე გითხრათ, მე არ მიფიქრია. თუმცა დღეს ერთი პატარა სტატია ვიპოვნე ამ თემის გარშემო. სტატია მოგვითხრობს, რომ ამერიკის კონტინენტზე კოლუმბის იქ მისვლამდე აღნიშნული სიმბოლო იყო სვასტიკის სარკისებული გამოსახულება, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აღნიშნულ საიტზე.

Apple-ის აქციების ფასის საგრძნობი ზრდა განპირობებულია კომპანიის ისტორიაში პირველი მობილური ტელეფონის გამოშვებით, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კომპანია შეტევას ახდენს ყველა ფლანგიდან, რომელთაგან მთავარი - Mac-კომპიუტერების რეალიზაციაა.

გასულ კვარტალში Apple-მა მოახერხა გაყიდვების სარეკორდო შედეგების ჩვენება - 1,76 მლნ. Mac-კომპიუტერები, 1/3-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. კომპანიამ გაყიდა 1,1 მლნ. პორტატული კომპიუტერი, რამაც $1,6 მრდ. შემოსავალი მოუტანა, პორტატული კომპიუტერების რეალიზაციის მატება მას ოთხჯერ უფრო მარალი აქვს, ვიდრე საშუალოდ ინდუსტრიაში.

NPD Group-ის გამოკვლევების შედეგად, ივნისის თვეში Apple-ის წილი პორტატული კომპიუტერების ბაზარზე აშშ-ში შეადგენდა 17,6%, 3%-ით მეტი, ვიდრე მაისში (14,3%).

წყარო: PC World

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=NIxOfX4Clco[/youtube]

დამოუკიდებელმა პროგრამისტმა, რომელიც თავის თავს Arminius2 უწოდებს, გამოუშვა ჩეტის პროგრამის წინასწარი ვერსია iPhone-ისათვის, რომელიც შესრულებულია OS X ოპერაციული სისტემის ჩადგმული პროგრამის სახით.

პროგრამა, რომელსაც სახელად ApolloIM ჰქვია, ამ მომენტში ტესტირების რეჟიმშია. თვითონ ავტორი აღიარებს, რომ ჩამოსატვირთი ვერსია ამ მომენტში ბევრ შეცდომებს შეიცავს.

„პროექტის მიზანია - Adium-ის შექმნა iPhone-ისათვის. ჩვენ ამისაკენ მივისწრაფით“, - აცხადებს ავტორი.

ცნობილმა იაპონელმა სამერწველო დიზაინერმა ისამუ სანადამ (Isamu Sanada) შეიმუშავა ულტრამობილური MacBook lite-ის კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც კორპორაცია Apple-ის ლაბორატორიაში იქმნება.

საზოგადოების სამსჯავროზე წარმოდგენილ UMPC-მოწყობილობას შეუძლია დაიკვეხნოს დახვეწილი და ელეგანტური ფორმებით. მაგალიტად, სანადა გვთავაზობს უარი ვთქვათ ტრადიციულ მყარ დისკზე flash-მეხსიერების სასარგებლოდ, აგრეთვე ავღჭურვოთ პორტატული კომპიუტერი სენსორული კლავიატურით. ამის გარდა დიზაინერმა მოახერხა და ჩატია ასეთ თხელ მოწყობილობაში DVD-დისკწამყვანი და LED-დისპლეი, რომელიც პირველად წარმოადგინეს MacBook Pro-ს ახალ მოდელში.

რათქმაუნდა, საბოლოო პროდუქტი საგრძნობლად განსხვავებული იქნება წარმოდგენილი კონცეპტისაგან. თუ როგორი იქნება ნამდვილი MacBook lite, ჩვენ რამოდენიმე თვის შემდეგ გავიგებთ.

დანიელი მხატვარი ტომი (Tomi), რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ გახდა ცნობილი Apple-ის თემაზე ინსტააციებით, რომლებიც Lego-ს მინი ფიგურებით იყო შესრულებული, აგრძელებს აღნიშნულ თემას: ცნობილი ვიდეოს “1984″ Lego-ვერსიის და სტივ ჯობსის პრეზენტაციის შემდეგ დადგა დრო სათავეებსაც დავუბრუნდეთ და აი, საიფირმო საიტზე PodBrix.com გამოჩნდა ახალი ნამუშევარის ანონსი “Young Woz and Jobs” – “ახალგაზრდა ვოზნიაკი და ჯობსი”. როგორც ადრეც, გვპირდებიან, რომ ნამუშევარი სრულიად ხელით იქნება შესრულებული, ამის შედეგად ტირაჟი შეზღუდულია 300 ეგზემპლარით:

დეკორაციები წარმოდგენილია ახალი კომპიუტერის პროტოტიპით (1 ცალი), გვერდით მაგიდაზე დადებული სისტემური პლატა (1 ცალი) და კედლის ფრაგმენტი (ასევე 1 ცალი), რომელზეც 1977 წლის კალენდარია დაკიდული, მასზე მონიშნულია 16 აპრილი, შაბათი – ზუსტად ამ დღეს გაიხსნა West Coast Computer Faire გამოფენა, რომელზეც Apple-მა წარმოადგინა თავისი ახალი კომპიუტერი Apple II.

სულ რაღაც ხუთი დღე გავიდა Mac OS X 10.5 Leopard build 9A500n-ის გამოსვლიდან და Apple-მა უკვე დააგზავნა ტესტერებთან კიდევ ერთი - build 9A527.

ტესტერების განცხადებით, ახალ ანაწყობში გაცილებით გაიზარდა ნაკლებმნიშვნელოვანი ხარვეზების სია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია უკვე მუშაობს ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიის საბოლოო გაშალაშინებაზე.

Apple-ი სთხოვს ტესტერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შემდეგ კომპონენტებს: Parental Controls, Time Machine, DVD Installations, Network Connectivity, Printing, FileVault, Mail, iChat, iCal, .Mac Synching და Spotlight, ამასთან კომპანიას მოყავს რჩევები ტესტირების მეთოდიკასთან დაკავშირებით.

ადრე ვებ-საიტი MacScoop გვატყობინებდა, რომ ბოლო ბეტა-ვერსია, Final Candidate, უნდა გამოვიდეს ან ამ თვის ბოლოს, ან შემდეგი თვის დასაწყისში, ხოლო 4-6 კვირის შემდეგ უკვე გამოვა ვერსია Golden Master, რომელიც განკუთვნილია ტირაჟირებისათვის.

წყარო: MacRumors

Apple iPhone-ის მობილური ტელეფონის ევროპული გაყიდვების სტარტი შეიძლება გადაიდოს. ამაზე მეტყველებს კომპანია Orange-ის განცხადება.

Orange-ი ამტკიცებს, რომ მან ვერ მოახერხა კონტრაქტის მიღება საფრანგეთის ტერიტორიაზე და ამბობს რომ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები ჯერ კიდევ აგრძელებენ მოლაპარაკებებს Apple-თან, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება როგორც სჩანს კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო.

„iPhone-ის ევპორული გაყიდვების სექტემბერში დაწყება, ჩემის აზრით შეუძლებელია“, - აცხადებს Orange-ის აღმასრულებელი დირექტორი ლუი-პიერ ვენე (Louis-Pierre Wenes). მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ევროპულ ბაზარზე iPhone-ის გამოჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ამ დროს ბრძოლა iPhone-ისათვისგრძელდება არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც. სამხრეთ კორეული კომპანიამ KT Freetel განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს კონტრაქტის მისაღებად.

წყარო: Forbes