iPhone-ის აკუმულატორი სასამართლო გარჩევის საგანი გახდა

ოუკბრუკის ერთ-ერთ სასამართლოში (ილინოისის შტატი, აშშ), შესულია პირველი კოლექტიური სარჩელი iPhone-ის მფლობელებისაგან, რომლებიც მწარმოებელს ადანაშაულებენ არაკეთილსინდისიერ ქმედებებში და აკუმულატორი ექსპლუატაციის შესახებ არასაწორი ინფორმაციის გავრცელებაში.

მოსარჩლეთა განცხადებით, iPhone-ის შიდა აკუმულატორი კარგად მუშაობს მხოლოდ 300 დამუხტვა-განმუხტვის ციკლის განმავლობაში, რის შემდეგაც საჭიროებს შეცვლას. Apple-ს, როგორც ცნობილია, სხვა მონაცემები მოჰყავს – კომპანიის განცხადებით, 400 ციკლის შემდეგ ტელეფონის აკუმულატორი კარგავს მოცულობის მხოლოდ 20%-ს, რის შემდეგაც iPhone-ის მფლობელს შეუძლია გააგრძელოს გამოყენება ან შეცვალოს იგი.

მოსარჩელეები აგრეთვე უკმოყოფილონი არიან იმით, რომ აკუმულატორის მოქმედების ვადის და მისი შეცვლის შესახებ ინფორმაცია Apple-მა გამოაქვეყნა მხოლოდ გაყიდვების დაწყების შემდეგ, როდესაც ათასობით მომხმარებელს უკვე ჰქონდა შეძენილი ტელეფონი.

შეგახსენებთ, რომ აკუმულატორი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლის მიერ, ხოლო ამ ოპერაციის ღირებულება შეადგენს $86 (აშშ-ს ტერიტორიაზე გადაგზავნის ღირებულების ჩათვლით).

წყარო: Gizmodo