Digg.com-ს გაუჩნდა ახალი iPhone-ინტერფეისი

პოპულარული ვებ-სერვისმა Digg.com გაუშვა თავისი საიტის ახალი ბეტა-ვერსია, რომელიც ოპტიმიზირებულია Apple iPhone-დან სანახავად.

Digg.com-ის დამფუძნებელმა კევინ როუზმა (Kevin Rose) თავის ინტერნეტ-ჟურნალში განთავსებულ შეტყობინებაში განაცხადა, რომ თავის ორ ხელქვეითთან ერთად გადაწყვიტა შეექმნა ვებ-სერვისის iPhone-ინტერფეისი ორი დღის განმავლობაში, რისთვისაც საჩუქრის სახით დადო თვითონ Apple iPhone-ი.

Digg.com-ის iPhone-ინტერფეისი განთავსებულია მისამართზე digg.com/iphone. მხარდაჭერილია გვერდების ცოცია, ისეთი, როგორიც გამოიყენება Apple-ის ტელეფონის ინტერფეისში, თითოეულ ახალ შეტყობინებას დატანებული აქვს ხუთი კომენტარი, არის შესაძლებელი სისტემაში საკუთარი სახელით შესვლაზე და ა.შ.

თავის ბლოგში კევინ როუზი გვპირდება, რომ შემდგომში ფუნქციების რიცხვი გაიზრდება.

კევინ როუზი თვითონ გახდა iPhone-ის ერთ-ერთი პირველი მყიდველი – გაყიდვების პირველსავე დღეს ჟურნალისტებმა იგი შენიშნეს Apple Store-ის მაღაზიასთან.

წყარო: Digg Blog