iPhone-დან უკვე შეიძლება Windows-ის სამუშაო დაფის მართვა

დამოუკიდებელმა პროგრამისტმა ნეიტ ტრუმ (Nate True) მიაღწია Microsoft Windows-ის სამუშაო დაფის მართვას Apple iPhone-ის საშუალებით.

ამისათვის მას დასჭირდა PC-კომპიუტერზე სამუშაო დაფების მართვის პროგრამის TightVNC მოდიფიცირებული ვერსიის დაყენება, რის შემდეგაც საკმარისია მარტო IP-მისამართის და პაროლის შეყვანა. ტრუს გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ეკრანის საჭირო ადგილების გადიდება თითების მარტივი მოძრაობით, მაუსის მიმთითებლის მართვა, ცოციათი სარგებლობა, ტექსტის შეყვანა ვირტუალური კლავიატურიდან და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია ექსპერიმენტის შესახებ, აგრეთვე ინსტრუქციები და საჭირო ფაილები შეგიძლიათ მოიძიოთ ამ საიტზე.