Apple-ი ხსნის ოფისს მოსკოვში

გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვში უახლეს დროში გაიხსნას Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლობა.

ამ დრომდე Apple-ის ექსკლუზიური დილერი რუსეთის ფედერაციის და დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე არის დამოუკიდებელი მარკეტინგული კომპანია Apple IMC (Independent Marketing Company). თუმცა Apple-ი, როგორც ჩანს, აპირებს გახსნას საკუთარი ოფისი. ასეთი მოსაზრება გვიჩნდება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ Apple-მა თავის საიტზე განათავსა განცხადება თანამშრომელთა აყვანის შესახებ.

ამჟამად, Apple-ის საიტზე გამოქვეყნებულია რამდენიმე განცხადება მოსკოვში დასაქმების შესახებ. Apple-ს კერძოდ ესაჭიროება, პარტნიორებთან მომუშავე მენეჯერი და აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

არაოფიციალური ინფორმაციით, Apple-ის ოფისი მოსკოვში გაიხნება ან ამ წლის შემოდგომაზე, ან მომდევნო წლის დასაწყისში. წარმომადგენლობა, დაკავებული იქნება რუსეთის ბაზარზე Apple-ის ძირითადი პროდუქტების რეალიზაციით – iPod-ებით, პორტატული და სამაგიდო კომპიუტერებით და აგრეთვე მობილური ტელეფონი iPhone-ებით. Apple-ი ოფისის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაციას არანაირად არ უკეთებს კომენტარს.

ერთი კომენტარი

  1. […] ამ დროს ინტერნეტში არ წყდება დისკუსია კომპანია Apple-ის მიერ iPhone-ის ახალი მოდელების გამოშვების შესაძლებლობის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე გაუწყეთ ეს ამბავი. […]

კომენტარები დახურულია.