RIM-ის შეფი: iPhone-მა შეიძლება ზიანი მიაყენოს მთელ ინდუსტრიას

კომპანიის Research in Motion (RIM) შეფი ჯიმ ბელიზი (Jim Baisilie) ამტკიცებს, რომ ახალ მობილურ ტელეფონს Apple iPhone-ს შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს მთელ ინდუსტრიას.

ჯიმის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ AT&T-მ მიიღო მრავალწლიანი კონტრაქტი iPhone-ის გაყიდვაზე და მომსახურებაზე, იგი დიდ დათმობებზე წავიდა, Apple-სთვის გაყიდვის და მომსახურების სფეროში ფართო უფლებამოსილების მინიჭებით. ფიჭური კავშირგაბმულობის ერთერთი უმსხვილესი მიმწოდებლის ასეთი გადაწყვეტილების შედეგად Apple-მა შეიძლება შეძლოს ოპერატორების ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშეებიდან გადააქციოს საკუთარი პროდუქტების უბრალო დანამატად.

თუმცა BlackBerry კომუნიკატორი იყენებს ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის საკუთარ სერვისს, სხვა დანარჩენ საკითხებში იგი სრულიად ჯდება მობილური კავშირის ბაზრის ნაცად მოდელში და ვრცელდება მხოლოდ მობილური კავშირის ოპერატორების მიერ, ხშირად მათი ლოგოტიპებით.

წყარო: MacNN