რას უნდა ველოდოთ WordPress 3.4-ისაგან

WordPress 3.4
WordPress 3.4

სულ ცოტა ხანში გამოდის WordPress-ის ბეტა ვერსია, 3.4, ხოლო აპრილის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ოფიციალური რელიზის მიღება. მასში ბევრი საინტერესო სიახლეა დამატებული. მოდი ვნახოთ, რა გველოდება ახალ WordPress-ში.

თემის მომრგები (Theme Customizer)

Theme Customizer
Theme Customizer

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე WP-ში არის თემის მომრგები. ის საშუალებას გვაძლევს ახლებულად მივუდგეთ შაბლონების დიზაინს, განასაკუთრებით ნაგულისხმევი შაბლონების შემთხვევაში. მორგების რეჟიმი საკმაოდ ადვილია და საშუალებას გვაძლევს დავამატოთ გამოსახულება საიტის ქუდში, შევცვალოთ ფონისა და ბმულების ფერი, შევცვალოთ მენიუ, სათაური, სლოგანი და სხვა კომპონენტები. და რაც ყველაზე მთავარია — ყველა ეს ცვლილება გამოჩნდება ვიზუალურად, ადმინისტრატორის პანელიდან გამოსვლის გარეშე.

გაუმჯობესობა მულტი-საიტებისათვის

ალბათ გაგონილი გაქვთ, რომ WordPress გააჩნია მულტი-საიტების შექმნის ფუქნცია. ჩემი ბლოგიც ამ სისტემაზე მუშაობს. ახალ ვერსიაში გაუმჯობესდება ქვე-საქაღალდეებთან მუშაობა. ამის გარდა, WordPress ცდილობს გააუმჯობესოს ძებნა მომხმარებლებსა და საიტებს შორის, რისთვისაც მომავალ ვერსიაში დამატებული იქნება ავტო-შევსება. მომხმარებელთა ძებნა ცალკეული საიტის ფარგლებში ასევე შესაძლებელი იქნება.

html-ტეგების მხარდაჭერა გამოსახულებების სათაურებში

HTML Captions
HTML Captions

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნილი ფუქნცია, რომელსაც ბევრი მომხმარებელი დიდი ხანია ელის — html-ტეგების დამატების შესაძლებლობა პირდაპირ ადმინისტრატორის პანელიდან. ახლა უკვე აღარაა საჭირო ზედმეტი ოპერაციები ამისათვის.

უფრო მეტი XML-RPC

XML-RPC — ეს ისეთი რაღაცაა, რაც ისეთ აპლიკაციას, როგორიცაა Android for WordPress, საშუალებას აძლევს იმუშაოს თქვენს საიტთან. ამ პროტოკოლის საშუალებით უცხო აპლიკაციები ახერხებენ საიტზე შიგთავსის განთავსებას, კომენტარების მართვას და ა.შ. ადმინისტრატორის პანელზე შესვლის გარეშე. ახალი მეთოდები საშუალებას მოგვცემს ვმართოთ მომხმარებლები, ტაქსონომია და მომხმარებელთა ბლოგები მულტი-საიტებზე.

ლოკალიზაციის საკითხების გაუმჯობესება

ასევე ახალ ვერსიაში დაემატება რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი თვისება ლოკალიზაციის სფეროდან. მათ შორისაა სიტყვათა მთვლელი, თემებისა  და ჩადგმების სათაურების თარგმანი და RTL-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერა.

რედაქტირებად სტატიაში კომენტარის დამატება

Comments in Posts
Comments in Posts

შესაძლებელი იქნება კომენტარების მართვა უშუალოდ ჩანაწერის რედაქტირების რეჟიმში, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ახალი კომენტარის დამატება.

სხვა სიახლეები

  • ათობით შეცდომის გასწორება;
  • მუშაობის სიჩქარის მატება, მეხსიერების მოხმარების შემცირება;
  • უსასრულო სია თემების ძებნისას;
  • სრულიად ახალი API თემებისათვის, რომელიც საერთო ფუქნციონალს ეხება;
  • Admin Bar-ზე მაუსის დაწკაპუნებას ეკრანის დასაწყისში გადავყავართ (100% გადმოღებულია iOS-ის ბრაუზერის ანალოგიური ფუქნციიდან);
  • ვიჯეტში „Links“ შესაძლებელი იქნება ბმულების დახარისხება და დაფილტვრა.

რას ვერ ვიხილავთ

თემა „Twenty Twelve“

Twenty Twelve Theme
Twenty Twelve Theme

დიდი ხნის ნანატრი თემა Twenty Twelve არ იქნება დამატებული 3.4 ვერსიაში. უნდა ვივარაუდოდ, რომ მას მხოლოდ 3.5 ვერსიაში ვნახავთ. თემის შემუშავება დროებით გადატანილია GitHub-ზე. Favicon-ის ჩატვირთვის მხარდაჭერა არის მცირე შანსი, რომ ამ ფუქნციას 3.4 ვერსიაში დაამატებენ, დაველოდოთ.

Valve: არ გადახვიდეთ 10.6.4 ვერსიაზე

გასული კვირის ბოლოს Valve-მ გააფრთხილა Steam-ის მომხმარებლები, რომ მაკის განახლება 10.6.4, რომელიც ასევე გასულ კვირას გამოვიდა, იწვევს თამაშებში წარმადობის ვარდნას NVidia-ს ბარათებზე. შედეგად Valve გვირჩევს არ განვაახლოთ ოს-ი.

Valve-მ ყველანი ძალიან გაგვახარა, როდესაც თავისი პლათფორმა Steam-ი გადაიყვანა Mac OS X-ზე და დაიწყო თამაშების პორტირება მაკისათვის. მაკის მომხმარებლები Windows-თან შედარებით უფრო სტაბილურად მომუშავე თამაშებით ტკბებოდნენ, სამაგიეროდ იძულებულნი იყვენენ უფრო დაბალი წარმადობით ეთამაშათ, რაც თამაშს პეწს უკარგავდა.

სრულიად განახლებული MobileMe!

Apple-მა გუშინ განაახლა სერვისი MobileMe, რომელიც მართალია უფასო არ გამხდარა, მაგრამ მიიღო განახლებული ინტერფეისი. ძირითადი ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ სურათებზე:

MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update
MobileMe Update

სისტემის განახლება 10.6.4

მშვიდად და წყნარად, თუთქოს არაფერი მომხადარაო გამოვიდა სისტემის განახლება ნომერი 10.6.4. დოკუმენტაციის თანახმად, ის შეიცავს ბრაუზერი Safari-ის მეხუთე ვერსიას, აგრეთვე გასწორებებს, რომლებიც ამაღლებენ სისტემის მუშაობის სტაბილურობას.

აი არასრული სია გასწორებებისა:

  • ტრეკპადი და კლავიატურა არ რეაგირებენ მომხმარებლის ბრძანებებზე;
  • Adobe Creative Suite 3-ის ზოგიერთი აპლიკაციის გაშვების პრობლემა;
  • ფაილების კოპირების, გადარქმევისა და წაშლის პრობლემები SMB-სერვერზე;
  • DVD-დამკვრელში ვიდეოს გაშვების პრობლემები;
  • ფოტოს რედაქტირების პრობლემები iPhoto-ში და Aperture-ში სრულეკრანიან რეჟიმში;

ასევე აღინიშნება უფრო მაღალი საიმედოობა VPN-კავშირებზე.

Adobe Photoshop CS4-ის ტექნიკური განახლება

დღეს Adobe-ს საიტზე გამოჩნდა Photoshop CS4-ისა და Photoshop CS4 Extended-ის ტექნიკური განახლება. ნუმერაცია: 11.0.2. მისი საშუალებით აღმოიფხვრება უსაფრთხოების შეცდომები და აგრეთვე რიგი შეცდომები, დაკავშირებული ფუნჯებთან, სტილებთან და გრადიენტებთან.

სისტემური მოთხოვნები: Adobe Photoshop CS4 ან Photoshop CS4 Extended გადმოწერა (36მბაიტი).

თეთრი Macbook განახლდა

უცებ საიდან სადაო და ეფლმა ახალი თეთრი მაკბუქი გამოუშვა! ახალი მოდელი ღჭურვილია 2.4 გჰც-იანი პროცესორით (ადრე 2.26 იყო), ვიდეო ბარათით NVIDIA GeForce 320M (ადრე — NVIDIA GeForce 9400M). ავტონომიური მუშაობის დრო — 10 საათი.

White Macbook Update
White Macbook Update

სხვა დანარჩენი მახასიათებლები უცვლელი დარჩა.

iTunes 9.1.1-ის ორი ვერსია

iTunes-ში ACC-ში კოდირების ამასწინდელი რეალიზაცია მრავალი პრობლემის სათავე გახდა, როდესაც მედიათეკის თითქმის ნახევარი ხელახლა კოდირდებოდა, როდესაც კომპიუტერს უერთდებოდა პორტატული მოწყობილობა.

ამის ახსნა შემდეგშია: თურმე არსეობობს iTunes-ის ორი 9.1.1. ვერსია — 9.1.1 (11) და 9.1.1 (12), მოკლედ ეფლის დეველოპერებსაც მოსდით იაღლიშები :)

Two iTunes
Two iTunes

პიველი მათგანი ურევს, ხოლო მეორე უკვე გასწორებული ვარიანტია.

ასე რომ თუ თქვენ პირველი ვერსია გაქვთ, დაუყოვნებლივ გაასწორეთ შეცდომა და გადმოწერეთ უახლესი ვერსია:

https://www.apple.com/itunes/

Mac OS X 10.6.3

Apple-მა გამოუშვა Snow Leopard-ის განხლება 10.6.3. კომპანიის განცხადებით განახლება შეიცავს შეცდომების გასწორებებს და საერთო სახის გაუმჯობესებებს, რაც მიმართულია სტაბილურობის და უსაფრთხოების ასამაღლებლად.

განახლების გადმოწერა შეგიძლიათ ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებული განახლების სისტემის მეშვეობით.

Aperture-ის ტექნიკური განახლება

დაახლოებით ორი კვირა გახდა საჭირო იმისათვის, რომ Apple-ს გამოეშვა ფოტოსურათების დამუშავების პაკეტის მესამე ვერსიისათვის. განახლება მართლაც დროულია და შესაძლებლობას გვაძლევს გავასწოროთ ყველა პრობლემა ამ პროგრამასთან დაკავშირებით.

გასწორებების ოფიციალურ ჩამონათვალში შეგვიძლია ვიხილოთ შემდეგი პუნქტები:

  • უფრო ადრეული ვერსიების ბიბლიოთეკების არაკორექტური განახლება;
  • iPhoto-ს ბიბლიოთეკის არაკორექტული იმპორტი;
  • პრობლემები ფოტოების ფოტოკამერიდან იმპორტისას;
  • ოპერატიული მეხსიერების მომატებული მოხმარება ფოტოების დამშავების პროცესში;
  • შეცდომები სახეების ამოცნობისას;
  • სურათების რედაქტირება გარე რედაქტორებში;
  • ფოტოების მაშტაბირება Viewer და Loupe რეჟიმებში;
  • ადგილების დამატება და რედაქტირება სარკემლიდან Manage My Places;
  • გადართვა RAW + JPEG წყვილებს შორის.

როგორც პირველმა მომხმარებლემბა გვამცნეს, რომლებმაც უკვე დააყენეს განახლება, ის აგრეთვე აღმოფხვრავს შედომებს 64-ბიტიან რეჟიში მუშაობისას.

გადმოტვირთეთ (29 მბაიტი).

ახალი Xserve

მარტის დროინდელი განახლებები აპრილშიც გაგრძელდა. დღეს ეფლის ინტერნეტ-მაღაზიაში გამოვიდა ახალი Xserve. ახალი Xserve სერვერები, როგორც მოსალოდნელი იყო, მუშაობს პროცესორზე Intel Nehalem Xeon (ისევე, როგორც Mac Pro-ს ბოლო მოდელი), რაც Apple-ის განცხადებით მომხმარებელს აძლევს ორჯერ მეტ წარმადობას გასული წლის მოდელებთან შედარებით. რაც მართალი, მართალია: ახალი Xserve — ეს მართლაც ძლიერი მანქანებია.

ქვემოთ მოყვანილია საბაზო მოდელის, რომელიც 2999 დოლარი ღირს, მონაცემები:

  • ერთი ოთხბირთვიანი პროცესორი Xeon 5500с 2.26 Ghz 8 მბაიტიანი მესამე დონის კეშით;
  • 3გბაიტი ოპერატიული მეხსიერება 1066 MHz DDR3 ECC;
  • ერთი მყარი დისკი 160GB 7200 rpm SATA Apple Drive Module ორი პირტი Gigabit Ethernet;
  • ორი გაფართოების სლოტი PCI Express 2.0 x16; NVIDIA GeForce GT 120 256 MB Mini DisplayPort;
  • ორი პორტი FireWire® 800 და სამი USB 2.0.

ამის გარდა, რათქმაუნდა, ყველა საჭირო ლიცენზია Mac OS X Server 10.5 Leopard-ის შეუზღუდავ მოხმარებაზე. საბაზო კონფიგურაციის შეცვლა შესაძლებელია, პროცესორის სიმძლავრის გაზრდით 2.66 ან 2.93 Ghz-მდე. ასევე ხელმისაწვდომია კიდევ ერთი მოდელი 8 ბირთვით და სიხშირით 2.26 GHz, მისი ფასი შეადგენს $3599. დამატებითი შესაძლებლობების კატეგორიას განეკუთვნება ჩატვირთვადი SSD-დისკი 128 GB, RAID ბარათები, აგრეთვე 2 ან 4 არხიანი Fibre Channel ბარათები.

Xserve-ის ეს თაობის სერვერები Apple-ის ინფორმაციით ყველაზე „მწვანეა“ ეკოლოგიური თვალსაზრისით.