iPad უკვე გატეხეს! ვაშა!

Dev Team-ის ერთ-ერთმა წევრმა, ჰაკერმა MuscleNerd შეძლო მიეღო წვდომა iPad OS-ის root-მომხმარებელზე. ნახა რა ეს Cydia-ს ავტორმა, ჯეი ფრიმენმა, თქვა რომ მისი პროგრამის პორტირება აიპედზე არ იქნება რთული საქმე. მაგრამ ჯერ დევტიმელებმა უნდა გამოაქვეყნონ პლანშეტის ჯეილბრეიქი.

iPad Jailed
iPad Jailed

გილოცავთ მეგობრებო, მალე გვექნება ქართული კლავიატურაც და ინტერფეისიც!

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=dgHNayVtHkQ&feature=player_embedded[/youtube]

The Empire Strikes Back

Apple-ს საერთოდ უყვარს კონკურენტების „გამწარება“ ხოლმე. მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ Palm-თან ბრძოლის ისტორია. კონფლიქტის არსი იმაში იყო, რომ Palm-მა შექმნა ტელეფონი, რომელიც კომპიუტერთან მიერთებისას სინქრონიზაციის მიზნით თავს „ასაღებდა“ iPod-ად. შედეგად შესაძლებელი ხდებოდა Palm Pre-ს სინქრონიზაცია iTunes-თან. მედია დამკვრელის ყოველ განახლებაში Apple-ი ბლოკავს ამ საშუალებას, თუმცა მოგვიანებით Palm-ი ისევ გვერდს უვლის დაბლოკვის ამ მექანიზმს. აი გუშინ კი გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-მა მოულოდნელი დარტყმა მიაყენა ჯეილბრეიკის მეთოდს. შესაძლოა, რომ კარგა ხნითაც კი.

ჯერ მოდით მკაფიოდ გავიაზროთ თუ რა სხვაობაა unlock-სა და jailbreak-ს შორის.

Unlock – ეს არის iPhone-ის რომელიმე ოპერატორზე დამოკიდებულების მოხსნა. კერძოდ, აშშ-ში ტელეფონი იყიდება მხოლოდ AT&T-ში, ამიტომაც ის ხისტად არის მიბმული ამ ოპერატორის ქსელზე – ამით ოპერატორი იკრებს ახალ ხელმომწერებს და კლიენტთა ბაზას აფართოებს. ამის გარდა არსებობს ოფიციალურად განბლოკილი მოდელებიც, რომელბიც არაა მიბმული არცერთ ოპერატორზე – ასეთები იყიდება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში (ბელგია, ჩეხეთი, საბერძნეთი, რუსეთი). ტელეფონის IMEI-ს მიხედვით Apple-ი თვალყურს ადევნებს, თუ რომელი ტელეფონი როგორ გაიყიდა და როდესაც აკეთებთ მიკროკოდის განახლებას, iTunes-ი ახდენს განბლოკილობის შემოწმებას. თუ ის ოფიცილაურად განბლოკილია, მასზე მიკროკოდი დგება უპრობლემოდ, ხოლო თუ „ჰაკერულადაა“ განბლოკილი, მაშინ ტელეფონი იბლოკება და მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება (სპეციალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება შემდგომში მისთვის სიცოცხლის დაბრუნება).

ციხიდან გაქცევა (Jailbreak) – ეს სხვა პროცედურაა. როდესაც თქვენ გაქვთ ტელეფონის ჯეილბრეიკის გარეშე, მასზე შეგიძლიათ მხოლოდ ოფიციალური პროგრამების დაყენება App Store-დან, ხოლო ციხიდან გაქცევის პროცედურის ჩატარების შემდგომ შესაძლებელი ხდება იმ პროგრამების დაყენებაც, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხვდნენ App Store-ში.

ამის გარდა ჯეილბრეიკის პროცედურის ჩატარების შემდგომ შესაძებლი ხდება ისეთი პროგრამების დაყენებაც, რომლებიც ახდენენ ტელეფონის განბლოკვას, ანუ ოპერატორზე დამოკიდებულებას ხსნიან. კიდევ ერთი, ბევრისათვის ფრიად მნიშვნელოვანი – შესაძლებლობა, რომ ტელეფონზე დააყენოთ App Store-ში გასაყიდათ გამოტანილი პროგრამების დაკრეკილი ვერსიები. ამ შესაძლებლობის გამო ძალიან ზარალდებიან iPhone-ს პროგრამული უზურნველყოფის მწარმოებლები. სწორედ ამიტომაც Apple-მა გადაწყვიტა ამ „ხვრელის“ ამოვსება.

რა მოხდა? Apple-მა დახურა „ხვრელი“, რომლითაც სარგებლობდნენ „ჰაეკრები“ ტელეფონის ციხიდან გაქცევის პროცედურის ჩასატარებლად. ტელეფონში არის სპეციალური ჩიპი შიგ ჩაკერებული პროგრამული უზურუნველყოფით. მის კოდში კი არის შეცდომა სახელწოდებით 24kpwn – მისი გამოყენებით ხდებოდა ჯეილბრეიკის განხორციელება, ფაილურ სისტემასთან წვდომა. iPhone 3GS-ის ახალ პარტიებში, რომლის გაყიდვაც მაღაზიებში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ზემოთ აღნიშNული შეცდომა გასწორებულია. შესაბამისად მათი ციხიდან გაქცევის არანაირი საშუალება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ნიშნავს კი ეს ჯეილბრეიკის და განბლოკვის აღსასრულს? ალბათ არა. რაც ერთმა პროგრამისტმა დაწერა, მეორე ყოველთვის გატეხავს. ეს აქსიომაა. უბრალოდ ჰაკერებს დასჭირდებათ რაღაც დრო, რომ სხვა შეცდომა იპოვნონ კოდში (არ არსებობს პროგრამა, რომელიც შეცდომებს არ შეიცავს, ეს პროგრამირების პირველი აქსიომაა). რა დროს დასჭირდება ამას? არავინ იცის. მნიშვნელოვანი მომენტი, ეხება თუ არა ეს პრობლემა ძველ მოდელებს 2G, 3G და ადრეულ 3GS-ებს? რამდენადაც მივხვდი, არა. ვინაიდან მიკროკოდის განახლებით იმ კონკრეტული ჩიპის გადაპროგრამირება არცთუ ისე ადვილია, ეს ქარხნული პროცესია. თუმცა Apple-საგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.

Apple არ გამორიცხავს მომავალში განბლოკილი iPhone-ების გაყიდვას

Apple-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმოთი კუკი (Timothy Cook) გახდა Goldman Sachs Investment Symposium-ის ღონისძიების მონაწილე, სადაც მან უპასუხა ინვესტორების, ანალიტიკოსების და ჟურნალისტების შეკითხვებს.

პასუხად კითხვაზე, თუ რატომ იქნა არჩეული iPhone-ის გაყიდვის ექსკლუზიური მოდელი, კუკმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ოპერატორთან მუშაობა გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა, ვინაიდან ამ შემთხვვეაში საჭირო გახდებოდა თითოეულ მათგან კომპრომისის გამოძებნა, ხოლო აშშ-ში — მოწყობილობის დამატებით CDMA-ვერსიის გამოშვება. მიუხედავად ამისა, კუკმა არ გამორიცხა მომავალში iPhone-ის გაყიდვის ბიზნეს-მოდელის შეცვლა, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ Apple-ის მიზანია — მსოფლიოში საუკეთესო მოდელების გამოშვება და არა iPhone-ის გაყიდვის კონკრეტულ მოდელთან მიბმა.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა Apple-ი სამომხარებლო ბაზარზე ექპანსიას, ტიმოთი კუკმა აღნიშნა, რომ ასეთი ვარიანტი გამორიცხული არაა, თუმცა კომპანია ფრიად ფრთხილად უდგება ასეთ საკითხებს.

კუკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ iPod-ების გაყიდვების შემცირება დაკავშირებულია ეკონომიკურ სიტუაციასთან და არა ბაზრის გაჯერებით.

შეხვედრის აუდიოჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია აქ.

წყარო: Apple

ოფიციალურად „განბლოკილი“ iPhone-ი მაინც დაბლოკილია

მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ შეიძინონ საფრანგეთში განბლოკილი Apple iPhone-ი, იმედგაცრუება ელით, გვატყობინებს iPhone Atlas-ი. Orange – iPhone-ის მსოფლიოში ერთადერთი რეალიზატორია, რომელთანაც შეიძლება ოფიციალურად განბლოკილი ტელეფონის შეძენა. ასეთი მოწყობილობის ფასია 749 ევრო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ ფასად Orange-ის განცხადებით მომხმარებელი შეიძენს iPhone-ს, რომელიც იმუშავებს ნებისმიერ ოპერატორთან, რეალურად „ნებისმიერი“ ოპერატორების სია შემოიფარგლება მხოლოდ საფრანგეთში მოქმედი ოპერატორებით. ოპერატორების რაოდენობის შეზღუდვით, Apple-მა და Orange-მა იპოვნა გამოსავალი, რომელიც არც ადგილობრივ კანონმდებოლას არ ეწინააღმდეგება და არც ოპერატორებს არ დააზარალებს.

წყარო: iPhone Atlas

ფრანგების 20%-მა შეიძინა განბლოკილი iPhone-ი

საფრანგეთში iPhone-ის მყიდველების 20%-ზე მეტმა შეიძინა განბლიკილი აიფონი. ორწლიანი კონტრაქტით Orange-თან iPhone ღირსა 399 ევრო, ხოლო კონკრეტულ ოპერტორთან მივმის გარეშე — 749 ევრო. საფრანგეთში გაყიდვები დაიწყო 28 ნოემბერს.

განბლოკილი iPhone-ი გერმანიაში აღარ იყიდება

გერმანულმა სასამართლომ გააუქმა დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა Apple iPhone-ის კონტრაქტის გარეშე გაყიდვას, გვატყობინებს BBC.

შეგახენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია T-Mobile-ი რამოდენიმე დღის განმავლობაში ყიდდა განბლოკილ ტელეფონებს. ასეთი ტელეფონის ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერი ოპერატორის ქსელში, მაგრამ შესაბამისი ფასით — 999 ევრო, რაც 600 ევროთი მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ვერსია.

T-Mobile-მა აგრეთვე განაცხადა, რომ კონტრაქტის გასვლის შემდეგ, iPhone-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება თავისი ტელეფონის განბლოკვა.

ამგვარად, გერმანიაში განბლოკილი iPhone-ის ყიდვა უკვე შეუძლებელია. სამაგიეროდ შესაძლებელია საფრანგეთში — უფრო იაფადაც კი.

წყარო: BBC

ჭორები საქარხნო განახლების 1.1.2 განბლოკვის შესახებ

გამოჩნდა ინფორმაცია iPhone 1.1.2.-ის განბლოკვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ განახლება 1.1.2 ჯერ კიდევ არ გამტყდარა. ადრე iPhone-ის განახლებებს ტეხავდნენ ჩამტვირთველი პროგრამის შეცდომის წყალობით (ვერსია 3.x), რაც იძლეოდა შესაძლებლობას შეგვეცვალა Apple-ის კრიპტოგრაფიული გასაღები და შეგვესრულებინა ნებისმიერი კოდი. Apple-ს ასეთი მდგომარეობა ძალიან არ მოეწონა, იგი „მიაწვა“ კომპანიას Infineon (რომლის ლოგიკაზეც არის აწყობილი iPhone-ი) და მასაც სხვა რა უნდა ექნა, აღმოფხვრა შეცდომა და გამოუშვა ახალი ჩამტვირთავი (ინდექსით 4).

ახალი ჭორები დაკავშირებულია ორი ექსპლოიტის აღმოჩენასთან ჩამტვირთავის წყაროში. თუ გამოვტოვებთ ტექნიკურ დეტალებს, ჰაკერებმა კვლავ იპოვნეს ხერხი კრიპტოგრაფიული გასაღების შესაცვლელად. ახალი ამბავი გამოჩნდა 1 დეკემბერს, ამიტომაც ჯერ-ჯერობით რაიმე სიახლე არ გვაქვს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჰაკერები სულ მალე გაგვახარებენ ახალი გადაწყვეტილებებით.

განბლოკილი iPhone-ი საფრანგეთში ღირს ნაკლები, ვიდრე გერმანიაში

სააგენტო France-Presse გვატყობინებს,რომ Apple-ის ფრანგულმა პარტნიორმა, კომპანიამ Orange, დაიწყო ტელეფონის გაყიდვები.

სულ მყიდველებს სთავაზობენ სამ ვარიანტს. პირველი (ღირებულება — 399 ევრო) გულისხმობს ხანგძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებას Orange-თან ერთ-ერთი სპეციალური სატარიფო გეგმით. მეორე (549 ევრო) გულისხმობს Orange-ის ნებისმიერი სატარიფო გეგემის არჩევას. დაბოლოს, 749 ევროდ შესაძლებელია განბლოკილი ტელეფონის შეძენა, რომელიც ნებისმიერი ოპერატორის ქსელში იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ გერმანული ოპერატორი T-Mobile-ი განბლოკილ ტელეფონს ყიდის 999 ევროდ.

თავიდან iPhone-ი გაიყიდება მხოლოდ 12 საცალო მაღაზიაში, თუმცა უკვე ეხლა წინასწარი შეკვეთა გააკეთა უკვე 50 ათასმა ადამიანმა.

წყარო: MacNN

Apple: 250 ათასი iPhone განბლოკვისთვის შეიძინეს

პირველ სრულ კვარტალში iPhone-ის რეწალიზაციამ Apple-ს მოუტანა შაერთო შემოსავლის 1,9%. სულ აღნიშნულ პერიოდში გაყიდულია 1,119 მლნ. ტელეფონი, ხოლო გაყიდვების დაწყებიდან – 1,4 მლნ.

Apple-ი ძალიან კმაყოფილია iPhone-ების გაყიდვის სტატისტიკით სექტემბერში ფასის $399 დაგდების შემდეგ. კომპანიის შეფასებით, ასდოლარიანი კრედიტების უმეტესი ნაწილი ათვისებული იქნება მომხმარებლების მიერ კალენდარული წლის ბოლომდე.

Apple-ის მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 250 ათასი. iPhone-ი გაიყიდა იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც სურდათ ტელეფონის განბლოკვა სხვა ქსელში ჩართვის მიზნით, თან მათი უდიდესი ნაწილი გაიყიდა ფასების კლების შემდგომ. ის, თუ საიდან აქვს კომპანიას ასეთი ინფორმაცია, უცნობია, თუმცა კუპერტინომ ალბათ იცის AT&T-ში კონტრაქტების აქტივაციის მონაცემები.

Apple-მა დაადასტურა 2008 წლიდან iPhone-ის აზიურ ბაზარზე გაშვების სურვილი, აგრეთვე გვამცნო იმის შესახებ, რომ კომპანია SalesForce-თან ერთად მუშაობს ტელეფონის კორპორატიულ ბაზარზე გატანაზე.

წყარო: Apple

Apple-ი გვაფრთხილებს: iPhone-ის განბლოკვა გამოიწვევს მის დაზიანებას

Apple-მა განაცხადა, რომ მრავალ პროგრამას, რომლებიც განკუთვნილია iPhone-ის განბლოკვისათვის, შეუძლიათ დააზიანონ ტელეფონი, ხოლო ბოლო განახლების დაყენების შემდეგ მწყობრიდანაც კი გამოიყვანონ იგი. კომპანიამ განაცხადა, რომ შემდეგი განახლება, რომელიც გააფართოვებს ფუნქციანულობას (მათ შორის – iTunes Wi-Fi Music Store-ის მხარდაჭერა), კვირის ბოლომდე გამოვა.

„Apple-ი დაბეჯითებით გირჩევთ არ დააყენოთ არაავტორიზირებული პროგრამული უზურნველყოფა“, – ნათქვამია Apple-ის პრეს-რელიზში. – „მომხმარებლები, რომელბიც ახდენენ iPhone-ის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებას, არღვევენ სალიცენზიო შეთანხმებას და ვერ ისარგებლებენ საგარანტიო მომსახურებით“.

კომპანია განსაკუთრებულად აღნიშნავს, iPhone-ის მუშაობის დარღვევა განბლოკვის შედეგად არ წარმოადგენს საგარანტიო შემთხვევას.

წყარო: Apple