დღეს სტივ ჯობსი 57 წლის გახდა

Steve Jobs 57
Steve Jobs 57

დღეს სტივ ჯობსი 57 წლის გახდა. და არავითარი „გახდებოდა“. ბევრს არ დავწერ. ყველა ეფლისტმა იცის, უყვარს და პატივს სცემს მას.

დაბადების დღეს გილოცავ, სტივ…

ისტორია: „მთელი ცხოვრება გაზიანი წყალი უნდა გაყიდო?“

როდესაც ეფლის პირველმა პრეზიდენტმა მაიკლ „სკოტი“ სკოტმა დაკარგა სამუშაო ადგილი აწ უკვე ცნობილი „შავი ხუთშაბათის“ დროს, მისი მოვალეობა დროებით იტვირთა მაიკ მარკულამ. მას ეს არ უნდოდა ნადვილად, ამიტომ კუპერტინოში სასწრაფოდ დაიწყეს ახალი პრეზიდენტი მოძიება.

პირველი კანდიდატი გახლდათ IBM-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი, მაგრამ მოლაპარაკება ვერ წარიმართა და შემდეგი კანდიდატი აღმოჩნდა ჯონ სკალი.

ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ აიყვანეს სამსახურში სკალი, ძალიან ბევრია, დაწყებული სტივის ცნობილი ფრაზიდან გაზიანი წყლის გაყიდვის შესახებ და მაკის ეკრანებზე მოხტუნავე პეპსის საცობებით დამთავრებული. მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი არგუმენტი გახდა შემოტავაზებული ხელაფსის ოდენობა: მილიონი დოლარი ტანხმობაზე, მილიონი დოლარი ხელფასი წლიურად, 350 ათასი აქცია და იმდენი პეპსი, რამდენსაც მოერეოდა.

ოფიციალურად ჯონ სკალი თანამდებობაზე დაინიშნა 1983 წლის 8 აპრილს.

ისტორია: სტივ ჯობსი Apple-ის აქციებს ყიდის

როდესაც Apple-მა შეიძინა კომპანია NeXT-ი, სტივ ჯობსმა კომპენსაციის სახით ყველაფერთან ერთად ასევე მიიღო ეფლის აქციების ძალიან დიდი ოფციონი.

სულ ცოტა ხნის შემდეგ ეფლის აქციების მსხვილი პაკეტები საფონდო ბირჟაზე გამოვიდა 15 დოლარად თითო აქციაში. გაჩნდა ჭორები, რომ ეს სტივი იშორებდა თავიდან მის საკუთრებაში არსებულ აქციებს.

თავიდან სტივი უარობდა, მაგრამ მოგვიანებით მან აღიარა, რომ მაშინ მან დაკარგა ეფლისადმი რწმენა და ცდილობდა აქციებისაგან მალე გათავისუფლებას.

არსებობს სხვა თეორიაც: ამ გაყიდვებით ჯობსი ცდილობდა დაეგდო აქციების ფასი, რითაც უფრო სწრაფად მოიშორებდა თავიდან ეფლის იმჟამინდელ პრეზიდენტს ჯილ ამელიოს.

სტივ ჯობსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა 1 ივნისს ჩატრებულ კონფერენციაზე D8 უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

Apple Retail
Apple Retail

ჩინურ კომპანია Foxconn-ში (რომელიც ეფლის დაკვეთით ამზადებს მის პროდუქციას) მომხდარ თვითმკველელობებზე კომენტარის გაკეთებისას მან აღნიშნა, რომ თვითმკვლელობების ხვედრითი წილი უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში. ეფლის მეთაურმა აგრეთვე აცნობაჟურნალისტებს, რომ iPad-ის გამოშვება დაგეგმილი იყო აიფონის პირველ ტაობაზე უფრო ადრე და მუშა სახელი ჰქონდა Safari Pad-ი. სტივმა ფლეშზეც ისაუბრა, მან ფლეში შეადარა ფლოპი დისკწამყვანებს, რომლებიც მისმა კომპანიამ თავის დროზე ბაზარზე პირველმა შემოიყვანა და მანვე პირველმა თქვა უარი მასზე.

სტივი გახსნის WWDC-ს!

7 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე სან-ფრანცისკოში გაიხსნება დეველოპერთა კონფრენცია WWDC. წელს ბევრ სურპრიზებს უნდა ველოდეთ ამ კონფერენციაზე: ახალი iPhone-ი, ახალი iTunes-ი, iPhone OS 4-ი აიპადისათვის, დაბოლოს Mac OS X 10.7-ის ჩვენება… რაც მთავარია, დადასტურდა, რომ სტივი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას კონფრენეციაში, მეტიც, ის მას გახსნის.

Steve Jobs WWDC 2010
Steve Jobs WWDC 2010

„Apple-ი გახსნის ყოველწლიურ კონფერნციას სტივ ჯობსის გამოსვლით ორშაბათს, 7 ივნისს, ადგილობრივი დროით 10 საათზე. წელს კონფერენციაზე დასასწრები ხუთი ათასივე ბილეთი სულ რვა დღეში გაიყიდა“.

ერთ-ერთმა სულწასულმა მისწერა სტივის წერილი: „Google-ი გიტევთ, აქვს კი რაიმე ისეთი Apple-ს, რომ ჩაძიროს კონკურენტი?“, რაზეც სტივმა უპასუხა: „თქვენ იმედგაცრულებული არ დარჩებით“.

სტივის ციტატები

რევოლუცია — ეს პირველ რიგში თავისუფლებაა. თავისუფლება პროგრამებისაგან, რომლებიც გპარავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას. თავისუფლება პროგრამებისაგან, რომლებიც ბრიდავენ აკუმულატორს. თავისუფლება პორნოსაგან. დიახ, თავისუფლება. დრო იცვლება და ზოგიერთი ჩამჟავებული „ვინდოზავრი“ უკვე გრძნობს — მათი სამყარო წარსულში იძირება. ასეა ეს.

Steve Jobs's Quotes
Steve Jobs's Quotes

სტივის მიმოწერა: iPad და ბეჭდვა

მორიგი ამონარიდი სტივის იმოწერიდან მომხმარებლებთან. ამჯერად კითხვა ეხება აიპადიდან ბეჭდვის განხორციელებას პრინტერზე. როგორც ყოველთვის ეფლის აღმასრულებელი დირექტორი ფრიად ლაკონურია პასუხებში:

რატომ არ არის iPad-ში ბეჭდვის ფუნქცია?

— იქნება.

სააპრილო ჭორებმა iPhone OS 4.0-ში ბეჭდვის არსებობის შესახებ ოფიციალური დასტური მიიღეს ეფლის ხელმძღვალენისაგან.

სტივის მიმოწერა: HTML5 და Safari

სტივი განაგრძობს მიმოწერას ეფლის კლიენტებთან (ერთი ჩვენი წერილი არა აქვს რატომღაც წაკითხული :( ) — ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოხვდა შეკითხვა Safari-ში HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის შესახებ:

როდისთვის აპირებს Apple-ი HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას Safari-ში, გეოლოკაციის API-ს ჩათვლით?

ჯობსის პასუხი როგორც ყოველთვის ლაკონური იყო:

— მალე.

ამ ეტაპზე Safari-ში HTML5-იდან მხარდაუჭერელ შესაძლებლობებს შორისაა Geolocation API, Drag and Drop, Form Features, Inline SVG და ა.შ. ამ დროს Google Chrome-ს ამის მხარდაჭერრა უკვე აქვს. ზუსტად ამიტომაც სტივის ლაკონური პასუხი არა ბანალური თავის არიდებაა პასუხისაგან, არამედ იმის მაჩვენებელი, რომ კომპანია მართლა მუშაობს ამ საკითხის გამოსწორებაზე.

სტივ ჯობსი ბრუნდება All Things Digital-ზე!

საიტის Valleywag ცნობებით, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა მისცა წინასწარი თანხმობა The Wall Street Journal-ის მერ მოწყობილ ყოველწლიურ კონფერენციაში D8: All Things Digital, რომელიც გაიმართება პირველიდან სამ ივნისამდე პალო-ვერდეში, კალიფორნიის რესპუბლიკაში.

თეორიულად ჯობსის გამოჩენა ამ ღონისძიებაზე ფართო მასებს მისცემს საშუალებას არა მარტო კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, არამედ გაარკვიონ ზოგიერთი კომპანიასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა Apple-ისა და Adobe-ს კონფლიქტი.