Apple ნებას რთავს ინტერპრეტირებად კოდს

Apple-მა წყნარად და მშვიდად შეცვალა iPhone SDK-ს გამოყენების წესები და დეველოპერებს უფლება მისცა გამოიყენონს ინტერპრეტირებადი ენები პროგრამირებისას. პუნქტი 3.3.2. ადრე სრულიად გამორიცხავდა ასეთი კოდის გამოყენებას. დეველოპერებისათვის ეს ნიშნავდა ისეთი ხელსაწყოების გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად Adobe Flash-to-iPhone.

მართალია ახალი წესები მთლიანად არ ხსნის პრობლემებს, ვინაიდან ასეთი არასტანდარტული კოდის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეფლის წერილობითი ნებართვით.

ახალი iPhone SDK-ს საიდუმლოება: რატომ გახდება iPhone iPhone HD?

გამოკვლევამ ცხადყო, რომ ახალი თაობის აიფონში მხარდაჭერილი იქნება მაღალი გარჩევადობის ვიდეოს გადაღება. კოდში აღმოჩენილია ასეთი სტრიქონები:

AVCaptureSessionPreset640x480 AVCaptureSessionPreset1280x720

ტრადიციულად აიფონი ვიდეოს იღებს VGA ხარისხით, გარჩევადობით 640X480. ახლა როგორც ჩანს მოტანილი მაგალითიდან შესაძლებელი იქნება ვიდეოს უფრო მაღალი ხარისხით გადაღება.

გამოვიდა iPhone SDK 3.2 beta 3

წუხელ ღამით გამოვიდა iPhone SDK 3.2-ის მორიგი, მესამე ბეტა ვერსია. როგორც ყოველთვის, გასწორებულია წვრილ-წვრილი შეცდომები და დამატებულია ახალი API. სიახლეებიდან შეგვიძლია გამოვყოთ iPad Simulator-ში დამატებული ხატულა “Gallery” (MobileSlideShow.app) და ეკრანის ფონური ნახატის შეცვლის შესაძლებლობა.

მრავალრიცხოვანმა ინტერნეტ-გამოცემებმა უკვე დაიწყეს ახალი SDK-ს შიგთავსში ქექვა. ჯერ-ჯერობით ნაპოვნია შემდეგი რამ:

  • ნაპოვნია კამერის მრავალრიცხოვანი მოხსენიება, მაგრამ რატომღაც არავის არ მოსდის თავში აზრი, რომ შესაძლოა საუბარი იყოს მიერთებად კამერაზე;
  • ერთ-ერთ ფაილში ნაპოვნია ინფორმაცია ფრონტალურ კამერაზე, ციმციმაზე და ვიდეო-ზარებზე. თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვით რომ ეს ინფორმაცია iPhone-ის შესახებ არ არის.

Apple-მა iPhone SDK-ის ახალი ბეტა-ვერსია გამოუშვა

Apple–მა მობილურ ტელეფონ iPhone–ში და მულტიმედიურ ფლეერ iPod touch–ში გამოყენებული საოპერაციო სისტემა OS X–ისთვის დამატებების შესაქმნელი ინსტრუმენტების ნაკრების (iPhone Software Development Kit, iPhone SDK) მეშვიდე ბეტა–ვერსია გამოუშვა. iPhone SDK–ის ბოლო ანაწყობის იდექსია 9M2199.

კომპანიამ იმავდროულად iPhone–ის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის iPhone Software v2.0 build 5A33 ბეტა–ვერსიაც განაახლა, რომელსაც ბოლო დროს OS X iPhone–ს უწოდებს. AppleInsider–ის ცნობით, განახლებაში გასწორებულია IPSec VPN ანგარიშებთან მუშაობისას წარმოქმნილი რამდენიმე პრობლემა, ხოლო ყველა მითითება .Mac შეცვლილია მომსახურების ახალი სახელწოდებით MobileMe.

iPhone SDK–ის ყველა განახლების ჩამოტვირთვა ხელმისაწვდომია დარეგისტრირებული შექმნელებისთვის. ფაილის ზომა 1,19 გბ–ია.

iPhone SDK — beta 6

ცოტა ხნის წინ Apple–მა გამოუშვა რამდენიმე განახლება Mac OS X–ისთვის, დღეს კი კომპანიამ iPhone SDK–ის მორიგი, უკვე მეექვსე, ბეტა ვერსია წარმოადგინა. ცვლილებები:

  • გასწორებულია მრავალი გაუმართაობა
  • ახალი ოპერაციული სისტემა iPhone OS
  • მხოლოდ Mac OS X 10.5.3–ისთვის

ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ საიტიდან http://developer.apple.com, მასზე რეგისტრაციის შემდეგ. ზომა — 1.19Gb

SDK Beta 6-ში აღმოჩენილია 3G-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ Apple ახალ iPhone–ში მესამე თობის ქსელების მხარდაჭერას ჩანერგავს. როგორც სჩანს კომპანიამ გადაწყვიტა 3G iPhone–ის ბოლო მონასმები გააკეთოს. გუშინ Apple–მა პროგრამა SDK–ს პაკეტი 9M2192–მდე განაახლა, დაამატა შეტყობინებები 3G–ტექნოლოგიის გამოყენების თობაზე:

* “Disabling 3G will end your phone call. Are you sure you want to disable 3G?” * “Enabling 3G will end your phone call. Are you sure you want to enable 3G?”

ახალი iPhone სულ უფრო გვიახლოვდება. დარჩით ჩვენთან და ნალოდინევი სიახლის ირგვლივ ყველა მოვლენის საქმის კურსში იქნებით.

Apple-მა გამოუშვა Aperture SDK

Apple-მა გამოუშვა Aperture-ის SDK-ს ფინალური ვერსია.

Aperture SDK პროგრამისტებს მისცემს შესაძლებლობას შექმნან სხვადასხვა სახის მოდულები, გააფართოვონ პაკეტის ფუნქციონირება.

კომპანია გვპირდება, უახლეს ხანებში მოდულების რაოდენობა გაიზრდება.

წყარო: Apple

Apple-მა განაახლა iPhone SDK

Apple-მა გამოუშვა iPhone SDK-ს წინასწარი ვერსიის განახლება.

iPhone SDK-ს ახალ ვერსიაში დაემატა Interface Builder-ი, რომელიც განკუთვნილია iPhone-ის პროგრამების ინტერფეისის შესაქმნელად (Cocoa Touch interfaces).

პაკეტის ახალი ვერსია, ანაწყობის ნომერი build 9A2151, ხელმისაწვდომია დარეგისტრირებული პროგრამისტებისათვის iPhone Dev Center-იდან. ფაილის ზომა — 1,36 გბაიტი.

წყარო: iLounge

Adobe-მა დაიწყო Flash-დამკვრელის შექმნა iPhone-ისათვის

ამის შესახებ განაცხადა Adobe Inc. დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა ინვესტორებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ iPhone SDK-ს გამოსვლასთან ერთად, კომპანიას გაეხსნა ხელები და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს iPhone-ისათვის ფლეშ-დამკვრელის შექმნას.

მან აგრეთვე აღნიშნა: „ჩვენ გვესმის Flash-ტექნოლოგიის მხარდაჭერის აუცილებლობა Apple-ისაგან, მხოლოდ ამის საშუალებით შეძლებენ მომხმარებლები ინტერნეტში სრულფასოვან მოგზაურობას. Flash-ი უნდა გახდეს თანამედროვე Web-რესურსების ძირითადი ელემენტი.”

iPhone SDK მუშაობს PowerPC-ზე

მიუხედავად იმისა, რომ iPhone SDK-ს სისტემურ მოთხოვნებში მკაფიოდ მოთხოვნილია Mac-კომპიუტერი Intel-ის პროცესორით, პროგრამისტმა მაიკ რანდლმა (Mike Rundle) მოახერხა მისი გაშვება iBook-ზე PowerPC G4 1,33 გჰც პროცესორით.

iPhone SDK-ს PowerPC-Mac პლათფორმაზე გაშვების პროცედურა აღწერილია ამ გვერდზე.

„ერთადერთი მომენტი — გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პროცესორის არქიტექტურა არ შეესაბამება მოთხოვნილს, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. აგრეთვე უცნობია, იმოქმედებნ თუ არა Apple-ის სერტიფიკატები“, — წერს ავტორი.

წყარო: 3by9.com