ხრიკები Safari 5-ის ჩანართებზე

ამასწინათ გამოსულ Safari 5-ში გაჩნდა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობა. ჯერ-ერთი, კლავიშთა კომბონაციაზე cmd+z დაჭერით გაიხსნება ბოლოს დახურული ჩანართი. ძალიან მოსახერხებელია, ჩანართის შემთხვევით დახურვისას.

მეორეც, გირჩევთ დააყელოთ გაფართოება SafariRestore, რომლის დანიშნულებაა — Safari-ის ბოლო სესიის აღდგენა. დავუშვათ გაშვებული გქონდათ 10 ჩანართი და მოგიწიათ საფარის დახურვა გადატვირთვის მიზნით. საფარის ხელახლა გაშვების შემდეგ დაინახავთ არა ცარიელ გვერდს, არამედ იმ 10 ჩანართს ხელახლა.

Safari Extentions

ვინ თქვა ბევრი დრო დასჭირდებაო საფარისათვის ახალი გაფართოებების დაწერა? აგერ, ა შეიქნა რესურსი, სადაც თავმოყრილია ბევრი საინტერესო და საჭირო გაფართოება:

http://safariextensions.tumblr.com/

მე უკვე ორი დავაყენე ჩემთან:

GMail ანგარიშის შემოწმება და ბლოგში სტატიების დასამატებელი გაფართოებები.

Safari 5

საინტერესოა, რომ 7 ივნისის პრეზენტაციის ერთ-ერთ მთავარ სიახლეზე — მეხუთე ვერსიის ბრაუზერზე Safari  — სტივ ჯობს უბრალოდ დრო აღარ დარჩა. არადა ამ ახალ ვერსიაში სიახლეები თავზე საყრელია.

„Safari აგრეძლებს პირველი პოზიციების შენარჩუნებას წარმადობაში, ინოვაციებში და სტანდარტების ხმარდაჭერაში“, აცხადებს ფილ შილერი, ეფლის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დარგში. „დღეს Safari მუშაობს 200 მილიონ მოწყობილობაზე მთელ მსოფლიოში, ხოლო მისი ღია ძრავა, WebKit-ი — ნახევარ მილიარდ აპარატზე“.

ძირითად სიახლეებს შორის გახლავთ: Safari Reader-ის ფუნქცია, უფრო მეტი წამრადობა, ძებნის ახალი ძრავი, Bing-ი, HTML5-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერა, ასევე ახალი პროგრამა Safari Developer Program, რომლის ფარგლებშიც დეველოპერები შეძლებენ ბრაუზერისათვის ახალი გაფართოებების წერას. Apple-ის მონაცემების თანახმად, კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისათვის ეს გაფართოებები იმუშავებენ ბრაუზერისაგან დამოუკიდებელ მეხსიერების სივრცეში, რაც ნიშნავს, რომ ცალკეული გაფართოების სტაბილურობა ვერაფრით ვერ იმოქმედებს ბრაიზერზე.

მაშ ასე, რა არის Safari Reader-ი. როდესაც ტვირთავთ ვებ-გვერდს და Safari 5 აღმოაჩენს მასზე ტექსტის მთლიან ნაწილს, მისამართის მელში გამოჩნდება ახალი ხატულა. მასზე დაწკაპუნებით მიიღებთ თქვენს ვებ-სტატიას „ცალკე ფანჯარაში უცხო ელემენტების გარეშე“, ანუ რეკლამის და ა.შ.

Safari 5
Safari 5

Safari 5 კიდევ უფრო სწრაფი მუშაობა მიღწეულია სამი გზით. ჯერ ერთი, გაიზარდა JavaScript-ის დამუშავების დრო 25 პროცენტით. მეორე — გაუმჯობესდა კეშირების სისტემა — ბრაუზერი კეშში იწერს მონაცემთა მეტ ტიპებს. და მესამეც — Safari 5-ში დაემატა DNS-ის წინსმწრები ამოკრეფა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ხსნით რომლეიმე გვერდს, Safari ავტომატურად გაირბენს ამ გვერდზე არსებიულ ბმულებზე და მოახდენს მისამართების ძებნას. შედეგად, საკმარისია რომელიმე ბმულზე დააწკაპუნოთ, რომ Safari უკვე დაიწყებს მისი მონაცემების ჩამოტვირთვას.

Safari 5
Safari 5

უნდა ავღნიშნოთ აგრეთვე, რომ Safari 5 ახლა უკვე იყენებს გრაფიკული ბარათის რესურებს ფანჯრებისა და ჩანართების კიდევ უფრო სწრაფად საჩვენებლად.

HTML 5. Safari მხარს უჭერს ამ ვერსიის მრავალ ახალ ფუნქციას, ადგილმდებარეობის განსაზღვრის, ვიდეოს სრულეკრანიანი რეჟიმის, ვიდეოს სუბტიტრების, გვერდის სტრუქტურის ელემენტების, HTML 5 AJAX-ისტორიის და სხვა მრავალი ფუქნციის ჩათვლით.

ორიოდე ეკრანული სურათი წარმადობის საჩვენებლად/

ასე იყო…

Safari 5
Safari 5

…და ასე გახდა…

Safari 5
Safari 5

სხვა ცვლილებებიდან აღსანიშნავია: Bing-ის საძიები სისტემის დამატება, ინტელექტუალური მისამართების ველი (ველში ტექსტის შეტანისას ხდება ვებ-გვერდების მონახულების ისტორიის გადამოწმება და სათაურების შედარება), პარამეტრი „ჩანართები“ საშულებას გვაძლევს ავტომატურად გავხსნათ გვერდები ახალ ჩანართებზე და არა ახალ ფანჯრებში.

სისტემური მოთხოვნები: Mac OS X 10.5.8 და უფრო ახალი; Windows XP SP2 და უფრო ახალი.

ვრცელდება უფასოდ.

გადმოქაჩეთ.

ორშაბათს ახალი Safari 5?

ფრანგული რესურსი MacGeneration-ი ზოგიერთ დეველოპერზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ მალე გამოვა ეფლის ბრაუზერის ახალი ვერსია, მეხუთე. საიტის ინფორმაციით ეს მოხდება ხვალ, WWDC-ზე. სიახლეებს შორისაა:

  • ახალი ფუქნცია Reader ვებ-საიტების უფრო მოხერხებულად სანახავად.
  • JavaScript-ის წარმადობა მომატებულია 25%-ით.
  • საძიებო სისტემების სიაში დამატებულია Bing-ი.
  • გაუმჯობესებულია HTML5-ის მხარდაჭერა — GeoLocation, Fullscreen, HTML5-ვიდეო, WebSocket, AJAX history, Forms Validation და სხვა.
  • ახალი პანელი Timeline Panel დეველოპერებისათვის.

ამის გარდა დამატებულია ახალი ფუქნცია Private-ი, გაუმჯობესებული უსაფრთხოებით და ოპტიმიზირებული ინტერფეისით. გაუჯობესდება აგრეთვე ბრაუზერის Windows-ვერსიაც.

Safari მიიღებს გაფართოებების მხარდაჭერას?

ჯონ გრუბერმა, რომელიც ცნობილია ზუსტი პროგნოზებით Apple-ის სამყაროდან, ამჯერად თავისი მზერა მიაპყრო Safari-ს.

„ყოველდღიურ ბრაუზერად ვიყენებ WebKit-ის ღამეულ ანაწყობებს, მაგრამ Chrome-ი კარგია და მე მინდა მას მეორე შანსი მივცე.

Safari-ს უკვე კარგა ხანია სჭირდება ბოლო სესიის განმავლობაში დახურული გვერდების ხელახალი გახსნის ფუნქცია. ეს სიგიჟეა, რომ ბრაუზერი ისევე იქცევა, როგორც შორეულ 1993 წელს Mosaic-ი. მე ვიცი, რომ არსებობს ბრძანება „ბოლო სეანსის ფანჯრების ხელახალი გახსნა“, მაგრამ მე მინდა რომ ეს ავტომატურად ხდებოდეს. სხვათაშორის, საფარიში დღემდე არ არის ბრძანება „ბოლოს დახურული ჩანართის გახსნა“.

და კიდევ სხვა დიდი საკითხი, რომელიც არ არის საფარიში — გაფართოებების ნორმალური სისტემა. აი Apple-ს რომ უწევდეს უახლოეს ხანებშ რაიმე კონფერენციის ჩატარება, სადაც ის შეძლებდა ამდაგვარი სიახლის ჩვენებას…“

მხოლოდ იმის დამატება გვრჩება, რომ Apple-მა ორჯერ გამოიყენა WWDC Safari-ს ახალი ვერსიების წარსადგენად: 2007 წელს ეს იყო Safari 3-ის პირველი ბეტა, ხოლო 2009 წელს — Safari 4-ის ფინალური ვერსია.

სტივის მიმოწერა: HTML5 და Safari

სტივი განაგრძობს მიმოწერას ეფლის კლიენტებთან (ერთი ჩვენი წერილი არა აქვს რატომღაც წაკითხული :( ) — ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოხვდა შეკითხვა Safari-ში HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის შესახებ:

როდისთვის აპირებს Apple-ი HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას Safari-ში, გეოლოკაციის API-ს ჩათვლით?

ჯობსის პასუხი როგორც ყოველთვის ლაკონური იყო:

— მალე.

ამ ეტაპზე Safari-ში HTML5-იდან მხარდაუჭერელ შესაძლებლობებს შორისაა Geolocation API, Drag and Drop, Form Features, Inline SVG და ა.შ. ამ დროს Google Chrome-ს ამის მხარდაჭერრა უკვე აქვს. ზუსტად ამიტომაც სტივის ლაკონური პასუხი არა ბანალური თავის არიდებაა პასუხისაგან, არამედ იმის მაჩვენებელი, რომ კომპანია მართლა მუშაობს ამ საკითხის გამოსწორებაზე.

Copy-Paste და რამდენიმე ნაკადად გადმოქაჩვა

მარტივი ხრიკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ თქვენი ბრაუზერის Safari ჩამოტვირთების მმართველის შესაძლებლობები. კერძოდ, თუ გჭირდებათ ერთდროულად რამდინემა ფაილის გადმოტვირთვა, საკმარისია ერთდროულად მონიშნოთ რამდენიმე ბმული ერთდროულად. შედეგად დაიწყება თითოეული მათგანის გადმოტვირთვა:

Multiple Downloads in Safari
Multiple Downloads in Safari

Safari-ის წილმა ერთი წლის განმავლობაში მესამედით მოიმატა

კომპანიამ Net Applications გამოაქვეყნა ბოლო მონაცემები ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხლება ოს-ებს და ბრაუზერებს. ამ მონაცემების მიხედვით Mac-ის საბაზრო წილი შეადგენდა 7,94%-ს.

თუმცა აბსოლუტირად ობიექტურს ამ მონაცემებს ვერ დავარქმევთ, ვინაიდან ისინი დაფუძნებულია კომპიუტერების ვებ-გვერდების დათვალიერებისათვის გამოყენების სტატისტსიკაზე, მეტნაკლები წარმოდგენა მაინც შეგვექმნება ბაზრის ტენდეციებზე.

კომაპნიის განცხადებით, მომხმარებელთა 73% сიყენებს ვებ-ბრაუზერს Microsoft Internet Explorer, მეორე ადგილზეა Mozilla Firefox (19%), ხოლო მესამეზე – Apple Safari с 6,3%. შარშან აგვისტოში Safari წილი მესამედით ნაკლები იყო — 4,71%.

წყარო: NetApplications

Apple-მა გამოუშვა Safari 3.1.2

Apple-მა გამოუშვა ვებ-ბრაუზერის Safari განახლება რომელიც აღმოფხვრის უსაფრთხოების ზოგიერთ პრობლემებს.

ბრაუზერის ახალ ვერსიაში, Safari 3.1.2, გასწორებულია უზუსტობები, რომლებსაც მივყავდით ზოგიერთი წყაროს გაშვებისას. აგრეთვე გასწორებულია უწესროგობა, რომელიც ჰაკერს საშუალებას აძლევდა შეექმნა BMP ან GIF, ფაილი და მისი საშუალებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით მიეღო წვდომა კონფიდენციალურ მონაცემებთან.

Safari 3.1.2 გამოვიდა ორ ვერსიაში — Mac OS X 10.4.11 Tiger და Microsoft Windows XP და Vista. ამის გარდა, ბრაუზერის ეს ვერსია ჩართულია Mac OS X 10.5.4 განახლებებში.

წყარო: Apple