თეთრი Macbook განახლდა

უცებ საიდან სადაო და ეფლმა ახალი თეთრი მაკბუქი გამოუშვა! ახალი მოდელი ღჭურვილია 2.4 გჰც-იანი პროცესორით (ადრე 2.26 იყო), ვიდეო ბარათით NVIDIA GeForce 320M (ადრე — NVIDIA GeForce 9400M). ავტონომიური მუშაობის დრო — 10 საათი.

White Macbook Update
White Macbook Update

სხვა დანარჩენი მახასიათებლები უცვლელი დარჩა.

MacBook Air Keyboard

MacBook Air Keyboard ტელეფონის კლავიატურის იერსახეს შეცვლის, MacBook Air–ის კლავიატურის მსგავს, შავ ან ვერცხლისფერ ელფერს მიანიჭებს. დაყენებისას პრობლემები არ შეგექმნებათ.

MacBook Air Keyboard–ს აღმოაჩენთ რეპოზიტორიუმში: planet-iphones.com/repository.

ანალიტიკოსები WWDC-ის მოლოდინში

ქსელში არ წყდება მომავალ WWDC კონფერენციასთან დაკავშირებული ხმაური, მრავლდება ჭორები და კეთდება პროგნოზები.

Piper Jaffray–ის ანალიტიკოსებმა მორიგი მოსაზრება გამოთქვეს. ისინი სთვლიან, რომ არსებობს MacBook და MacBook Pro ნოუთბუქების ახალი მოდელების პრეზენტაციის მაღალი ალბათობა, ასევე ელიან დამატებების ონლაინ–მაღზიის Apple Store–ის და საოპერაციო სისტემის OS X iPhone–ის ახალ ვერსიებს.

Piper Jaffray: WWDC-ზე ახალი MacBook-ის წარდგენის ალბათობა – 60%-ია

Piper Jaffray–ის ანალიტიკოსების პროგნოზით Apple–ის შემქმნელთა კონფერენციაზე, Worldwide Developer Сonference 2008, რომელიც სან–ფრანცისკოში 9–დან 13 ივნისამდე გაიმართება, სტივ ჯობსის მოხსენების ერთ–ერთი საკვანძო საკითხი iPhone–ის ახალი მოდელის წარდგენა იქნება. ტელეფონის ახალი მოდელის გარდა, კომპანიის ხელმძღვანელი წარადგენს დამატებების ონლაინ მაღაზიას App Store–ს და OS X iPhone საოპერაციო სისტემის ახალ ვარსიას, რომელიც Apple–ის მიერ ოფიციალურად გამოუქვეყნებელ ახალ ფუნქციებს შეიცავს (მათ შორის – კონტაქტების სრულტექსტიანი ძებნა, Safari–ში YouTube–ის მხარდაჭერა და სხვ.).

მიუხედავად ამისა, iPhone და მისი ოპერაციული სისტემა არ იქნება ჯობსის მოხსენების ერთადერთი (და შესაძლოა არც ძირითადი) თემა, ვარაუდობენ Piper Jaffray–ის ანალიტიკოსები. მათი პროგნოზით, Apple–ის ხელმძღვანელი საკმარის ყურადღებას დაუთმობს საოპერაციო სისტემა Mac OS X Leopard–ს და შესაძლოა წარადგენს MacBook და/ან MacBook Pro ნოუთბუქების განახლებულ მოდელებს. Piper Jaffray–ში ამის ალბათობას 60%–ით აფასებენ, ხოლო თუკი ეს არ მოხდება WWDC–ზე, მაშინ ზაფხულის ბოლომდე ამგვარი ანონსის ალბათობა 80%–ს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს Apple ეწევა Mac–ის „ექსტენსიურ“ მოდერნიზაციას — ახალი პროცესორები და ოპერატიული მეხსიერების ზრდა – ყოველგვარი „ზეიმის“ გარეშე. არადა MacBook და MacBook Pro ნოუთბუქების სამოდელო ხაზს, უკვე რამდენიმე წელია არანაირი დიზაინერული სიახლე არ შეხებია (ასე მაგალითად, MacBook Pro 2003 წლის PowerBook G4 ასლს წარმოადგენს, MacBook–იც თითქმის არ განსხვავდება პირველი „თეთრი“ iBook G3–ისგან), ამიტომაც ნოუთბუქების რედიზაინის მოლოდინი სავსებით გამართლებულია.

წყარო: MacNN

MacBook მიიღებს დისპლეის LED-განათებას

2009 წელს Apple–ის ყველა ნოუთბუქი, დისპლეის შუქდიოდიანი განათებით გამოვა, იტყობინება ტაივანის გაზეთი Economic Daily News. კომპანია Kenmos Technology–მ, რომელმაც Apple–ის ნოუთბუქებისთვის LED–განათების მიწოდება 2007 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს მათი მიწოდება ხუთჯერ – 1,5 მილიონ ერთეულამდე გაზარდა, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია, მათგან რამდენი მიაწოდა Apple–ს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში, Apple–ის პროდუქციის ეკოლოგიური უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ღია წერილში, სტივ ჯობსი დაგვპირდა, რომ კომპანია ყველა თავის ნოუთბუქს დისპლეის შუქდიოდიან განათებაზე გადაიყვანდა. ზოგიერთი ინფორმაციით, Apple აპირებს მნიშვნელოვნად გარდაქმნას MacBook, რომელსაც iBook G3–იდან მოყოლებული არ განუცდია რევოლუციური ცვლილებები, კერძოდ, კომპიუტერი შეიმოსება ალუმინის კორპუსით. შესაძლოა იმავდროულად MacBook მიიღებს დისპლეის განათევის LED-მოდულს.

წყარო: MacRumors

აშშ-ში გაყიდული 1000$-ზე ძვირიანი სამი ნოუთბუქიდან ორი Apple-ია

9to5mac იტყობინება, რომ სწორედ ეს ფაქტი გამოვლინდა კომპანია NPD–ს ბოლო გამოკვლევის შედეგად.

მართალია 1000$–ზე ძვირიანი ნოუთბუქების ბაზარზე მაკების საერთო წილი მხოლოდ 14%–ია, ცხადია, რომ უახლოეს მომავალში Apple–ის წილი გაიზრდება და თანაც საკმაოდ სწრაფი ტემპით.

სხვა ქვეყნებშიც ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. სამაგიდე კომპიუტერების გაყიდვის ტემპიც იზრდება, Windows Vista ჩაყენებული კომპიუტერების გაყიდვების ტემპი მცირდება, საგანმანათლებლო სექტორში Apple–მა უკვე გადაასწრო Dell–ს, დისტრიბუცია მუშაობს საუკეთესოდ ბოლო 15 წლის განმავლობაში.

MacBook-ის განახლება მე-3 კვარტალში მოხდება?

გამომცემლობა Commercial Times აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ Apple-ის პორტატული კომპიუტერების სამოდელო რიგი შეიძლება შეიცვალოს ამ წლის მე-3 კვარტალში.

აღნიშნული გაზეთის ინფორმაციით, კომპანიებმა AU Optronics Corp. და Chi Mei Optoelectronics Corp., რომლებიც ტაივანზე თხევადკრისტალური პანელების უმსხვილესი მწარმოებლები არიან, Apple-ისგან მიიღეს შეკვეთა 3 მლნ. მატრიცის წარმოებაზე MacBook-ისათვის. მოწოდება უნდა დაიწყოს 2008 წლის მე-3 კვარტალში.

MacBook-ის ბოლო განახლება მოხდა ამ წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც წარმოდგენილი იქნა ახალი მოდელები Intel Core 2 Duo პროცესორებით Penryn-ბირთვით. ციტა ხნის წინ ქსელში გაჩნდა ჭორები MacBook-ის დიზაინის შეცვლის შესახებ — პლასტიკური კორპუსი შეიძლება შეიცვალოს ალუმინისაზე, ისეთზე, როგორიც აქვს iMac-ს.

წყარო: Marketwatch

U-Charge — ცალკე დამმუხტი მოწყობილობა Apple-ის ნოუთბუქებისათვის

Apple-ის კომპიუტერების აქსესუარებისა და დამატებითი კომპონენტების ცნობილმა მწარმოებელმა, კომპანია FastMac–მა, Mac–ის ნოუთბუქების ბატარეებისთვის ახალი დამმუხტი მოწყობილობის გამოშვების თაობაზე განაცხადა. მოწყობილობის სახელწოდებაა U-Charge.

U-Charge–ის განმასხვავებელ ნიშანს ბატარეების პირდაპირ დამმუხტი მოწყობილობიდან, ნოუთბუქის გარეშე დამუხტვა წარმოადგენს. FastMac–ის სიტყვებით, სიახლე თავსებადია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოშვებულ Apple–ის თითქმის ყველა ნოუთბუქთან — PowerBook G3 Bronze Keyboard და Pismo, PowerBook G4 Aluminium, iBook 12’’ G3/G4 500 მგჰც–დან, MacBook და MacBook Pro. კომპანია პირობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში გამოუშვებს მოწყობილობის კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც განკუთვნილი იქნება PowerBook G4 Titanium, iBook G3 Clamshell და iBook G3/G4 14’’–თვის.

U-Charge ფასია — $69,95.

წყარო: FastMac