iOS 4-ის Jailbreak, მალე?..

ამ მომენტისათვის შესაძლებელია iOS 4-ის ციხიდან გაქცევა iPhone 3G და iPhone 3GS ტელეფონებზე, მაგრამ მხოლოდ მაკ-კომპიუტერზე.

თუ რა სიახლეებია ამ ახალ ოს-ში ჩვენ მალე შემოგთავაზებთ გაშლილ მიმოხილვას ამ საკითხის გარშემო.

iPad 3.2-ის ციხიდან გაქცევა: ვაყენებთ გატეხილ ipa-ფაილებს ;)

მაშ ასე! შეიარაღდით სამარჯვით Spirit და ციხიდან გააქციეთ iPad.

iPad Jailbreak
iPad Jailbreak

iPad Jailbreak
iPad Jailbreak

ipa-ფორმატის აპლიკაციების დასაყენებლად ჩვენ დაგვჭირდება ფაილი mobileinstallation-ი, ამისათვის გავუშვათ cydia და დავამატოთ cydia.hackulo.us:

iPad Jailbreak
iPad Jailbreak

ავირჩიოთ პროგრამა AppSync 3.2 ვერსისათვის და დავაყენოთ:

iPad Jailbreak
iPad Jailbreak
iPad Jailbreak
iPad Jailbreak
iPad Jailbreak
iPad Jailbreak
iPad Jailbreak
iPad Jailbreak

დავამატოთ საჭირო აპლიკაცია iTunes-ში, დავასინქრნიზიროთ და ეგაა!

iPad Jailbreak: სახელმძღვანელო

ბიჯი 1 ჩამოტვირთოთ Spirit Jailbreak: https://spiritjb.com

ბიჯი 2 განვაახლოთ iTunes ბილო ვერსიამდე (9.1.1): https://www.apple.com/itunes/download/

ბიჯი 3 გავუშვათ Spirit Jailbreak.

ყურადღება! Windows 7-ის მომხმარებლებო: უცილებელია Spirit-ის გაშვება Windows 98-თან თავსებადობის რეჟიმში.

ბიჯი 4 მივუერთოთ iPad 3G ან iPad WiFi კომპიუტერს USB კაბელით. მიერთებისას, Spirit-ი ამოიცნობს მოწყობილობას. ვაჭერთ ღილაკზე Jailbreak.

ბიჯი 5 Spirit-ი მოახდენს აიპადის Jailbreak-ს.

ბოლოს გამოჩნდება შეტყობინება, რომ პროცესი დასრულდა წამრატებით. ვაჭერთ ღილაკზე Exit.

ყურადღება!!! მე არ ვაგებ პასუხს, თქვენი მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში. ყოველივე ზემოაღნიშნულს თქვენ აკეთებთ საკუთარი ნება-სურვილით. ;)

Spirit: Untethered Jailbreak მზადაა!

განსაკუთრებული მომენტები:

  • პროგრამას შეუძლია მიუბმელი ჯეილის გაკეთება iPhone 3G/3GS, iPod Touch და iPad-ისათვის მიკროკოდი: 3.1.2, 3.1.3 და 3.2;
  • Spirit-ი მუშაობს iTunes-ის ყველა ვერსიაზე (9.1.1-ის ჩათვლით);
  • თქვენი მოწყობილობა უნდა იყოს გააქტიურებული სანამ გაუშვებთ Spirit-ს.
  • Spirit-ი არ  არის ანლოქი, მხოლოდ ჯეილბრეიქი;
  • თუ თქვენი მოწყობილობა განბლოკილია სხვა მეთოდით, ჯერ უნდა გაუკეთოთ Restore.

გადმოქაჩეთ სამარჯვიhttps://spiritjb.com/ — საიტზე არის როგორ Mac, ასევე Win ვერსია.

iPad უკვე გატეხეს! ვაშა!

Dev Team-ის ერთ-ერთმა წევრმა, ჰაკერმა MuscleNerd შეძლო მიეღო წვდომა iPad OS-ის root-მომხმარებელზე. ნახა რა ეს Cydia-ს ავტორმა, ჯეი ფრიმენმა, თქვა რომ მისი პროგრამის პორტირება აიპედზე არ იქნება რთული საქმე. მაგრამ ჯერ დევტიმელებმა უნდა გამოაქვეყნონ პლანშეტის ჯეილბრეიქი.

iPad Jailed
iPad Jailed

გილოცავთ მეგობრებო, მალე გვექნება ქართული კლავიატურაც და ინტერფეისიც!

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=dgHNayVtHkQ&feature=player_embedded[/youtube]

GeoHot: ახალი ციხიდან გაცევა!

ორიოდე საათის წინ GeoHot-მა გაგვახარა სასიამოვნო სიახლით — „შეუზღუდავი“ ციხიდან გაცევა იქნება! და შესაძლოა iPad-ისთვისაც.

გადაწყვეტა იქნება სრულიად პროგრამული და ისეთივე მატივი, როგორც blackra1n. მხარდაჭერილი იქნება ყველა მოდელი, რომელთა ჯეილიც ახლა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული სახით: iPhone 3GS, iPod Touch 2G MC და iPod Touch 3G.

გამოსვლის თარიღი არ დაზუსტებულა.

The Empire Strikes Back

Apple-ს საერთოდ უყვარს კონკურენტების „გამწარება“ ხოლმე. მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ Palm-თან ბრძოლის ისტორია. კონფლიქტის არსი იმაში იყო, რომ Palm-მა შექმნა ტელეფონი, რომელიც კომპიუტერთან მიერთებისას სინქრონიზაციის მიზნით თავს „ასაღებდა“ iPod-ად. შედეგად შესაძლებელი ხდებოდა Palm Pre-ს სინქრონიზაცია iTunes-თან. მედია დამკვრელის ყოველ განახლებაში Apple-ი ბლოკავს ამ საშუალებას, თუმცა მოგვიანებით Palm-ი ისევ გვერდს უვლის დაბლოკვის ამ მექანიზმს. აი გუშინ კი გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-მა მოულოდნელი დარტყმა მიაყენა ჯეილბრეიკის მეთოდს. შესაძლოა, რომ კარგა ხნითაც კი.

ჯერ მოდით მკაფიოდ გავიაზროთ თუ რა სხვაობაა unlock-სა და jailbreak-ს შორის.

Unlock – ეს არის iPhone-ის რომელიმე ოპერატორზე დამოკიდებულების მოხსნა. კერძოდ, აშშ-ში ტელეფონი იყიდება მხოლოდ AT&T-ში, ამიტომაც ის ხისტად არის მიბმული ამ ოპერატორის ქსელზე – ამით ოპერატორი იკრებს ახალ ხელმომწერებს და კლიენტთა ბაზას აფართოებს. ამის გარდა არსებობს ოფიციალურად განბლოკილი მოდელებიც, რომელბიც არაა მიბმული არცერთ ოპერატორზე – ასეთები იყიდება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში (ბელგია, ჩეხეთი, საბერძნეთი, რუსეთი). ტელეფონის IMEI-ს მიხედვით Apple-ი თვალყურს ადევნებს, თუ რომელი ტელეფონი როგორ გაიყიდა და როდესაც აკეთებთ მიკროკოდის განახლებას, iTunes-ი ახდენს განბლოკილობის შემოწმებას. თუ ის ოფიცილაურად განბლოკილია, მასზე მიკროკოდი დგება უპრობლემოდ, ხოლო თუ „ჰაკერულადაა“ განბლოკილი, მაშინ ტელეფონი იბლოკება და მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება (სპეციალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება შემდგომში მისთვის სიცოცხლის დაბრუნება).

ციხიდან გაქცევა (Jailbreak) – ეს სხვა პროცედურაა. როდესაც თქვენ გაქვთ ტელეფონის ჯეილბრეიკის გარეშე, მასზე შეგიძლიათ მხოლოდ ოფიციალური პროგრამების დაყენება App Store-დან, ხოლო ციხიდან გაქცევის პროცედურის ჩატარების შემდგომ შესაძლებელი ხდება იმ პროგრამების დაყენებაც, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხვდნენ App Store-ში.

ამის გარდა ჯეილბრეიკის პროცედურის ჩატარების შემდგომ შესაძებლი ხდება ისეთი პროგრამების დაყენებაც, რომლებიც ახდენენ ტელეფონის განბლოკვას, ანუ ოპერატორზე დამოკიდებულებას ხსნიან. კიდევ ერთი, ბევრისათვის ფრიად მნიშვნელოვანი – შესაძლებლობა, რომ ტელეფონზე დააყენოთ App Store-ში გასაყიდათ გამოტანილი პროგრამების დაკრეკილი ვერსიები. ამ შესაძლებლობის გამო ძალიან ზარალდებიან iPhone-ს პროგრამული უზურნველყოფის მწარმოებლები. სწორედ ამიტომაც Apple-მა გადაწყვიტა ამ „ხვრელის“ ამოვსება.

რა მოხდა? Apple-მა დახურა „ხვრელი“, რომლითაც სარგებლობდნენ „ჰაეკრები“ ტელეფონის ციხიდან გაქცევის პროცედურის ჩასატარებლად. ტელეფონში არის სპეციალური ჩიპი შიგ ჩაკერებული პროგრამული უზურუნველყოფით. მის კოდში კი არის შეცდომა სახელწოდებით 24kpwn – მისი გამოყენებით ხდებოდა ჯეილბრეიკის განხორციელება, ფაილურ სისტემასთან წვდომა. iPhone 3GS-ის ახალ პარტიებში, რომლის გაყიდვაც მაღაზიებში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ზემოთ აღნიშNული შეცდომა გასწორებულია. შესაბამისად მათი ციხიდან გაქცევის არანაირი საშუალება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ნიშნავს კი ეს ჯეილბრეიკის და განბლოკვის აღსასრულს? ალბათ არა. რაც ერთმა პროგრამისტმა დაწერა, მეორე ყოველთვის გატეხავს. ეს აქსიომაა. უბრალოდ ჰაკერებს დასჭირდებათ რაღაც დრო, რომ სხვა შეცდომა იპოვნონ კოდში (არ არსებობს პროგრამა, რომელიც შეცდომებს არ შეიცავს, ეს პროგრამირების პირველი აქსიომაა). რა დროს დასჭირდება ამას? არავინ იცის. მნიშვნელოვანი მომენტი, ეხება თუ არა ეს პრობლემა ძველ მოდელებს 2G, 3G და ადრეულ 3GS-ებს? რამდენადაც მივხვდი, არა. ვინაიდან მიკროკოდის განახლებით იმ კონკრეტული ჩიპის გადაპროგრამირება არცთუ ისე ადვილია, ეს ქარხნული პროცესია. თუმცა Apple-საგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.

iTunes 8.2 და Jailbreak

ამ ღამით Apple-მა გამოუშვა iTunes-ის განახლება, ვერსია 8.2. მრავალ გაუმჯობესებათა და iPhone OS 3.0-ის მხარდაჭერის შორის აგრეთვე სრულად შეიცვალა „ტელეფონებთან ურთიერთქმედების მეთოდი“. ამ მომენტისათვის ახალი iTunes-ი არაკორექტულად მუშაობს ციხიდან გაქცეულ აიფონებთან.

გირჩევთ ჯერ-ჯერობით თავი შეიკავოთ განხლებისაგან.