iTunes 9.1.1-ის ორი ვერსია

iTunes-ში ACC-ში კოდირების ამასწინდელი რეალიზაცია მრავალი პრობლემის სათავე გახდა, როდესაც მედიათეკის თითქმის ნახევარი ხელახლა კოდირდებოდა, როდესაც კომპიუტერს უერთდებოდა პორტატული მოწყობილობა.

ამის ახსნა შემდეგშია: თურმე არსეობობს iTunes-ის ორი 9.1.1. ვერსია — 9.1.1 (11) და 9.1.1 (12), მოკლედ ეფლის დეველოპერებსაც მოსდით იაღლიშები :)

Two iTunes
Two iTunes

პიველი მათგანი ურევს, ხოლო მეორე უკვე გასწორებული ვარიანტია.

ასე რომ თუ თქვენ პირველი ვერსია გაქვთ, დაუყოვნებლივ გაასწორეთ შეცდომა და გადმოწერეთ უახლესი ვერსია:

https://www.apple.com/itunes/

მალე — iTunes 9.1

iPad-ის გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უკვე ძლიერდება ჭორები iTunes-ის ახალი ვერსიის გამოსვლასთან დაკავშირებით: საიტზე MacRumors ორშაბათს გამოჩნდა ინფორმაცია iTunes 9.1-ის ახალი ფუნქციების შესახებ.

ანონიმური, მაგრამ როგორც ყოველთვის საიმედო წყარო ამტკიცებს, რომ განყოფილება „Audiobooks“ 9.1 ვერსიაში რადიკალურად გაფართოვდება და დაერქმევა სახელი „Books“. ასევე მოსალოდნელია სიახლეები Genius Mixes-ში — მომხმარებლები მიიღებენ წვდომას დამატებით პარამეტრებთან.

და ბოლოს — ბოლო დრომდე მხოლოდ iPad Sfuffle-ზე ხელმისწვდომი მუსიკის ACC 128 Kbps-ში გარდაქმნის ფუნქცია ყველა სხვა მოწყობილობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

iTunes 8.2 და Jailbreak

ამ ღამით Apple-მა გამოუშვა iTunes-ის განახლება, ვერსია 8.2. მრავალ გაუმჯობესებათა და iPhone OS 3.0-ის მხარდაჭერის შორის აგრეთვე სრულად შეიცვალა „ტელეფონებთან ურთიერთქმედების მეთოდი“. ამ მომენტისათვის ახალი iTunes-ი არაკორექტულად მუშაობს ციხიდან გაქცეულ აიფონებთან.

გირჩევთ ჯერ-ჯერობით თავი შეიკავოთ განხლებისაგან.

iTunes 8.1.1

გამოვიდა iTunes-ის მორიგი ვერსია, 8.1.1.

  • დამატებულია HD-ფილმების ქირაობა (მხოლოდ აშშ);
  • გასწორებულია შეცდომები;
  • გასწორებულია IPod Shuffle Voiceover-ის შეცდომა;
  • გასწორებულია ზოგიერთი შეცდომა, რომლებიც დაკავშირებულია iPhone-ის და IPod Touch-ის სინქრონიზაციასთან.

iTunes-ში გაჩნდა განყოფილება AppStore

ინტერნეტ-მაღაზიაში Apple iTunes Store უკვე ხელმისაწვდომია პროგრამები iPhone/iPod touch.-ისათვის ამ მომენტისათვის განთავსებულია 500 მეტი პროგრამა, აქედან მეოთხედი უფასოა. მათ შორისაა, მაგალითად, მყისიერი შეტყობინებების პროგრამა AOL AIM და პროგრამა Apple Remote Application, რომელიც თქვენს ტელეფონს მაკის კომპიუტერის დისტანციურ პულტად აქცევს.

ყველა პროგრამა დაყოფილია კატეგორიებად: Business, Entertainment, Finance, Games, Healthcare & Fitness, Lifestyle, Music, Navigation, News, Photography, Productivity, Reference, Sports, Travel, Utilities, Weather. პროგრამის საშუალო ფასი 3-დან 10 დოლარამდე მერყეობს, თუმცა არის უფრო ძვირადღირებულებიც, რამდენიმე ათეულ დოლარად. აღსანიშნავია, რომ პროგრამების გასაშვებად საჭიროა iTunes 7.7 და iPhone Software 2.

წყარო: Apple

Apple-მა გამოუშვა iTunes 7.7 Mac OS X-ისა და Windows-ისათვის

Apple-მა გამოუშვა iTunes-ის ახალი ვერსია, 7.7, რომელიც საჭიროა მთელი რიგი სიახლეების გასააქტიურებლად, — iPhone 3G, iPhone OS X-ის ახალი ვერსია, ინტერნეტ-მაღაზია AppStore და სერვისი MobileMe, რომელმაც .Mac-ი შეცვალა.

აღნიშნული სიახლების მხარდაჭერის გარდა, iTunes 7.7-ის სიახლეებს შორისაა iPhone/iPod touch -ის საშუალებით მაკის კომპიუტერის დისტანციური მართვის შესაძლებლობა სპეციალური პროგრამით, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია AppStore-დან.

განახლების დაყენება შესაძლებელია Apple Software Update-ის მეშვეობით Mac OS X და Windows სისტემებისათვის.

წყარო: Apple

iTunes-იდან 5 მილიარდი სიმღერა ჩამოიტვირთა

ამჟამად iTunes–ში 8 მილიონი მუსიკალური ნაწარმოები და ვიდეობაზრის სიახლეა წარმოდგენილი. ბოლო დროს Apple–ის პარტნიორები გახდნენ ცნობილი კინოსტუდიები: 20th Century Fox, The Walt Disney Studios, Warner Bros., Sony Pictures Entertainment, Metro-Goldwyn-Mayer, Lionsgate და New Line Cinema.

ბოლო გამოკვლევებით დადგინდა, რომ iTunes გახდა აშშ–ში მუსიკის უმსხვილესი გამყიდველი.

iTunesShut 4.7.2 – „ძილის“ ტაიმერი iTunes-ისთვის

პროგრამა მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკის, ან ვიდეოს ქვეშ დაძინება. მცირე ზომის, უფასო უტილიტა საშუალებას იძლევა მიეთითოს დროის მონაკვეთი, რომლის შემდეგაც აღწარმოება შეწყდება, ხოლო თქვენი მაკი გაითიშება, ან დაიძინებს. შეიძლება როგორც გათიშვის დროის, ასევე სიმღერების რაოდენობის მითითება.

შესაძლებლობები:

  • გათიშვამდე საჭირო დროის მონაკვეთის, ან დარჩენილი სიმღერების მითითების შესაძლებლობა;
  • ხმამაღლობის თანდათანობითი შემცირების შესაძლებლობა;
  • მოქმედების შერჩევა მაკისთვის (ძილი, გათიშვა, ხელახლა ჩატვირთვა და ა.შ.).

Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს iTunes-ის მომდევნო განახლებისთვის

ბლოგი NYTimes Technology აღნიშნავს, რომ Apple აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ცნობილ მუსიკალურ ბრენდებთან, iTunes Store–ში ახალი კონტენტის დამატების თაობაზე. ამავე წყაროს ცნობით, Apple უკვე ივნისში აპირებს iTunes Store–ის განახლებების გაშვებას, შესაძლოა WWDC კონფერენციის დროსაც კი, რომლის გახსნა 9 ივნისს იგეგმება. თუმცა ეს ძნელად დასაჯერებელია, რამეთუ მოლაპარაკებები სულ ახლახანს დაიწყო, ხოლო ივნისამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. თუმცა Apple–ს მაინც სურს ზარების მელოდიების ბიბლიოთეკის გაფართოება და მასში ე.წ. “Answer Tones”–ის ჩართვა. Answer Tones – არის თვითნაკეთი ხმოვანი ფაილები, რომლების ზარად დაყენებაც არის შესაძლებელი.

შესაძლო ხელმოწერილი კონტრაქტის მეორე ნაწილი, iTunes–ის მუსიკალური კომპოზიციების 3G ქსელით გავრცელების შესაძლებლობაზე მიუთითებს, რომელიც უსადენო კავშირის შესაძლებლობების გაფართოებასა და აბონენტების მომსახურების მაღალ ხარისხის უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად iTunes Store–ში სიმღერების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ wi-fi ქსელის საშუალებით, ხოლო ნელი EDGE ქსელი სრულყოფილ ჩამოტვირთვაზე გარკვეულ შეზღუდვებს ქმნის.

თავისთავად, თუკი მუსიკის გაყიდვა 3G ქსელით განხორციელდება, ისინი დღევანდელზე ძვირი ეღირება. სიამოვნება, როგორც ამბობენ, ფული ღირს. 3G ქსელის გაჩენასთნ ერთად iTunes Store–დან ჩამოტვირთვების რაოდენობა სავარაუდოდ უნდა გაიზარდოს.