iPod Touch — ახალი ვერსიის მიმოხილვა

მეგობრებო, როგორც დაგპირდით, გთავაზობთ iPod Touch-ის მიმოხილვას ჩვენს ბლოგში. სატესტო ვერსია როგორც ყოველთვის ოპერატიულად მოგვაწოდა კომპანიამ iphones.ge, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში. დიდი მადლობა მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს!

მაშ ასე, შევუდგეთ მიმოხილვას.

პირადად ჩემთვი iPod touch-ი არის იგივე აიფონი, ოღონდ მობილური კავშირის გარეშე. თუმცა ეფლის სმარტფონთან მისი მსგავსება საკმაოდ დიდია. ახალი მოდელი კიდევ უფრო დაუახლოვდა აიფონს პარამეტრებით.

როგორც ცნობილია, მე-4 თაობის iPod touch-ის პრეზენტაცია მოხდა მ.წ. 1 სექტემბერს, სპეციალურ მუსიკალურ ღონისძიებაზე. ახალი მოდელი მთელი რიგი პარამეტრებით ნამდვილად საინტერესო რამაა. და რომ არა უკვე არსებული ახალი აიფონი, აუცილებლად შევიძენდი მას.

ყუთიდან ამოღების შემდეგ (უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც შეფუთვა ძალიან მაღალ დონეზეა) აშკარად შევამჩნევთ, რომ ახალი მოდელი კიდევ უფრო თხელი გახდა და ასე ვთქვათ უფრო „ოთხკუთხედიც“. კორპუსის უკანა ნაწილი ფოლადისგანაა დამზადებული. ერთი მხრივ არაჩვეულებრივად ლამაზია, მეორე მხრივ — საკმაოდ სწრაფად იფარება ცხიმიანი ნათითურებით. ძირითადში დიზიანი ისევ ისეთივეა.

თუ დამკვრელს პირდაპირ შეხედავთ, ვერ დაინახავთ მართვის ღილაკებს, რომლებიც უკანა კედელზეა ისე განტავსებული, რომ არ ჩანს. მთავარი სიახლე გახლავთ VGA-კამერა წინა მხრიდან, მეორე კამერა დამკვრელის უკანა კედელზეა დატანებული.

კორპუსის ქვედა ნაწილში განთავსებულია ყურსაცვამების შესაერთებელი და კომპიუტერთან სინქრონიზაციის (რომელიც ამავდროულად ელკვებისათვის გამოიყენება) კონექტორი. კორპუსი ძალიან მაღალ დონეზეა აწყობილი. მისი ზომებია: 111 x 58.9 x 7.2 მმ, წონა — 101 გრ.

ერთ-ერთი დიდი სიახლე არის აგრეთვე ახალი ეკრანი. პრინციპში არც ძველი ეკრანი იყო ცუდი, მაგრამ ახლა ის განსაკუთრებით მიმზიდველია — 960 x 640 პიქსელზე, ნუ მოკლედ Retina-დისპლეი. შედეგად გამოსახულება ზემკაფიოა და არაჩვეულებრივი.

ახალ მოდელში პროცესორც გამოიცვალა — ახლა მასში აყენია იგივე A4, რაც აქვს ახალ აიფონს. შედეგად წარმადობამ მოიმატა, თანაც მაგრად, ყველა ოპერაცია ძალიან სწრაფად სრულდება.

iOS 4.1-მა მოიტანა ის სიახლეები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ FaceTime-ით. მე როგორც იქნა შევძელი და ჩემი აიფონ 4-ის შეძენის შემდეგ პირველად ავამუშავე ეს ფუნქცია. არაჩვეულებრივად ამუშავდა. სიგნალი გადაეცემა კარგად, შეყოვენებეი არ არის. გამოსახულება ძალიან მაღალი ხარისხისაა.

უკანა კედელზე განთავსებულმა კამერამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ერთი მხრივ იღებს HD-ვიდეოს, თანაც საკმაოდ კარგად. მეორე მხრივ ფოტოგადაღებისას გამოდის შედარებით დაბალი ხარისხის (აიფონ 4-თან შედარებით).

iOS 4.1-ის კიდევ ერთი ფუნქცია — სერვისი Game Center, საშუალებას გაძლევთ ადვილად დაუკავშირდეთ მეგობრებს და ერთად ითამაშოთ სხვადასხვა თამაშები.

რაც შეეხება ამ ახალი მოწყობილობის ძირითად ფუნქციას, მუსიკალურ დამკვრელს, ის შეუდარებელია! ხმის ხარისხი ძალიან მაღალია, კომპლექტში შემავალი ყურსაცვამები პრინციპში დამაკმაყოფილებელ ხარისხს იძლევა, თუმცა შეგიძლიათ მიუერთოდ სხვა უფრო ძვირად ღირებული ყურსაცვამებიც.

დასკვნა: iPod Touch 4G — საუკეთესო მულტიმედია მოწყობილობაა ბაზარზე. ის ერთნაირად კარგად ასრულებს მუსიკალური დამკვრელის, ვიდეო დამკვრელის, სათამაშო კონსოლის და ჯიბის კომპიუტერის ფუქნციებს.

მიკროკოდი 3.2 iPhone/iTouch-ისთვის არ გამოვა

დღეს ყველა დეველოპერისათვის ხელმისაწვდომი გახდა iPhone SDK 3.2-ს საჯარო ვერსია. ამასთან ერთად Dev Cemter-იდან მოაშორეს SDK-ს ძველი ვერსია (3.1.3). ბევრს ეგონა, რომ ეს იქნებოდა iPhone/iTouch-ისათვის 3.2 მიკროკოდის გამოსვლის მომასწავებელი. მაგრამ ეს შეცდომა აღმოჩნდა.

ჯერ ერთი, ახალ SDK-ში არ დაემატა “პატარა” მოწყობილობების მხარდაჭერა.

მეორეც, Dev Center-ში ნათქვამია, რომ: «iPhone OS 3.2 does not support iPhone and iPod touch devices. It runs only on iPad». თარგმანი მე მგონი საჭირო არ არის.

ვფიქრობთ, რომ 3.2 ვერსია iPhone/iTouch-ისათვის საერთოდ არ გამოვა – მათთვის პირდაპირ გამოუშვებენ მეოთხე ვერსიას ზაფხულში, როდესაც iPhone/iTouch-ის ახალი ვერსია გამოვა გაყიდვაში (ეს მოხდება 28 ივნისს WWDC-ზე).

Apple-მა გამოუშვა iPod touch 2.0 Software Update

Apple-მა გამოუშვა iPod touch-ის — iPhone-ის მსგავსი მუსიკალური დამკვრელის — iPod touch 2.0 Software Update განახლება. ტელეფონის განახლებისგან განსხვავებით, iPod touch 2.0 Software Update განახლება უფასოდ არ ვრცელდება, რაც Apple-ის განცხადებით განპირობებულია ამერიკული კანონმდებლობის თავისებურებით.

განახლების მსურველებმა უნდა გადაიხადონ $9,95 на ამ გვერდზე Apple iTunes Store-ში.

წყარო: Apple

iPod touch შესაძლოა დეფიციტად იქცეს

ციფრული ფლეერის iPod touch–ის ზოგიერთი მოდელის მარაგი იწურება. ამის შესაძლო მიზეზად სპეციალისტები 3G iPhone–ზე ფასების $199–მდე შემცირებას ასახელებენ. უკვე დღეს, ქსელში შეკვეთის შემთხვევაში 8–გიგაბაიტიანი iPod touch–ის მოწოდება 1-2 დღეს აგვიანებს, ხოლო ზოგიერთი ინტერნეტ–მაღაზია 16-გიგაბაიტიან მოდელებს აღარ ყიდის.

8–გიგაბაიტიანი ფლეერების დეფიციტის მიზეზი, შესაძლოა სასწავლო დაწესებულებებში Apple–ის მიერ ჩატარებული პრომო–აქცია იყოს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ Apple–მა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს iPod touch–ს და მისი ფასი შეამციროს. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად iPod–ის გაყიდვების ყოველწლიური 2%–იანი ზრდისა, ამა წლის ივნისში გაყიდვების მოცულობის შემცირება შეიმჩნეოდა.

მეორე კვარტალში ფლეერების გაყიდვებმა 9,5 მილიონ ერთეულს მიაღწია.

Cybersaurus — 3D-შუტერი iPhone-ისთვის და iPod Touch-ისთვის

CyberSaurus – ეს არის ახალი 3D სათამაშო შემქმნელ DarXun–ისგან, რომელიც სამგანზომილებიანი შუტერისა და სათავგადასავლო ჟანრის ნაზავს წარმოადგენს. თქვენს განკარგულებაშია 11 წარმტაცი დონე, რომლებიც 6 პლანეტაზე უნდა გაიაროთ. ბრწყინვალე აუდიოთანხლება, რეალისტური 3D-ძრავი, ლამაზი ეფექტები – აი რა გელოდებათ CyberSaurus–ში.

გასაოცარია, მაგრამ თამაში რეპოზიტორიუმშია და AppStore–ით არ ვრცელდება. თამაში ფასიანია (9.99$), მაგრამ დემო–ვერსიის გამოცდაც შეგიძლიათ. წარმატებები!

რეპოზიტორიუმი: iphone3dgames.com

Apple-მა გამოუშვა განახლება 1.1.4 iPhone/iPod touch-ისათვის

Apple-მა გამოუშვა განახლება 1.1.4 iPhone-ისა და iPod Touch-ისათვის. თანმხლებ დოკუმენტაციაში არაფერია თქმული, გარდა “Bug fixes”-ისა, რაც ნიშნავს, რომ ეს განახლება არ უმატებს ტელეფონს ახალ ფუნქციებს, არამედ უბრალოდ ასწორებს 1.1.3-ის შეცდომებს. შეგახსენებთ, რომ Apple-მა განახლება 1.1.3 გამოუშვა იანვარში. ეს განახლება უმატებდა ტელეფონს რამდენიმე ახალ შესაძლებლობას, როგორიცაა WebClips, Maps-ში მდებარეობის განსაზღვრა და მტშ-ების მასიური დაგზავნა.

Apple-ი აპირებს SDK-ს ანონს უახლეს ხანში, ასე რომ, სრულიად შესაძლებელია რომ ეს განახლება დაამატებს უცხო კომპანიების პროგრამების მხარდაჭერას.

Apple-ი ინეტრესდება თამაშებით

Apple-მა შეიტანა აშშ-ს საპატენტო სამსახურში განაცხადი, რომელშიც სთხოვს მათ გააფართოონ მისი სავაჭრო ნიშნის მოქმედების გაფართოებას ვიდეოთამაშების და სხვადასხვა სათამაშოების ხარჯზე.

განაცხადში, კერძოდ მითითებულია სათამაშოები, სხვადასხვა სახის ხელის მოწყობილობები ელექრონული თამაშებისათვის ვიდეოთამაშების ცალკეული მანქანები, სხვა თამაშები ტელევიზორისათვის და სხვ.

Apple-ი პერიოდულად იჩენს აქტიურობასკომპიუტერული თამაშების ბაზარზე. ამჟამად თამაშები ხელმისაწვდომია Mac-კომპიუტერებისათვის, iPod nano, iPod classic და iPod touch დამკვრელებისატვის, ტელეფონისთვის iPhone. გამორიცული არაა, რომ მომავალში Apple-ი დაამატებს თამაშების გაშვების შესაძლებლობას Apple TV-ზე (ამისათვის მხოლოდ შიდა პროგრამის განახლება იქნება საჭირო).

წყარო: iPodNN

Apple დააკლებს iPhone 16 გბ და iPod touch 32 გბ-ს ფასს

9to5mac.com-ი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გვატყობინებს იმის შესახებ, რომ ორი თვის განმავლობაში Apple-ი საგრძნობლად დააკლებს ფასს iPhone-ზე და iPod touch-ზე.

web-საიტის წყაროს მტკიცებით, არაუგვიანეს აპრილისა, 16 გბაიტიანი iPhone-ის და iPod touch-ის 32 გბაიტი და 16 გბაიტი მოდელების ფასი შემცირედება $100 – $399, $399 და $299 შესაბამისად. აგრეთვე ნათვამია, რომ iPod touch-ის უმცროსი მოდელი, 8 გბაიტით, საერთოდ გაქრება გაყიდვიდან. უნდა აღინიშნოს, რომ 8-გბაიტიანი iPhone-ის შესახებ 9to5mac.com-ის წყარო არაფერს ამბობს.

ფასების ამდაგვარი კლება დაეხმარება Apple-ს მიაღწიოს დაგეგმილს — 10 მლნ. გაყიდული ტელეფონი წლის ბოლომდე. ამის გარდა თვის ბოლოსთვის გამოდის SDK iPhone-ისათვის, ხოლო ზოგიერთი web-საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თვის ბოლოს Apple-ი ჩაატარებს ღინისძიებას პრესისათვის.

წყარო: 9to5mac.com

Apple იძულებულია აიღოს iPod touch-ის განახლებაში თანხა

$20, რომლის გადახდაც უწევთ iPod touch-ის მფლობელებს firmware-ის 1.1.3 ვერსიამდე განახლებისათვის, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნაა, ამთკიცებს კომპანია Needham and Company-ს ანალიტიკოსი ჩარლს ვულფი (Charles Wolf). განახლება iPod touch-ში ამატებს პროგრამებს, რომლებიც უკვე არის iPhone-ში, — ისეთი, როგორიცაა Mail, Maps და Weather, რაც, რათქმაუნდა დაგვაფიქრებს, რატომ იღებს Apple-ი ფულს იმაში რაც ასეთი ადვილი გასაკეთებელია?

„მოწყობილობის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესებისას თანხის აღება (თუ გამოყენებაში ფული არ იხდევინება) – საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნაა, — ამბობს ვულფი.

პირველი ასეთი შემთხვევა მოხდა გასულ წელს, როდესაც Apple-მა განაცხადა Mac OS X-ის 2 დოლარიანი განახლების შესახებ, რომელიც AirPort Extreme-ში ამატებდა 802.11n რეჟიმს.

წყარო: MacNN