სიახლე iPad/iPhone-ის მფლობელებისათვის

გამარჯობა მეგობრებო,

როგორც უკვე შეატყვეთ, ჩემი სამსახურში დაკავებულობის გამო ბლოგისათვის ცოტა დრო მრჩება. მეტიც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე სულ რამოდენიმე ჩანაწერს მოვუყარე თავი. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ჩანაწერიდან ჩვენი (ის ხომ მარტო ჩემი არაა, თქვენიცაა!) ბლოგის მუშაობა აღსდგება და სტატიების გამოსვლის პერიოდულობა მოიმატებს.

მაშასადამე რაზე მინდა ვისაუბრო მე. როგორც სათაურიდან გაიგებდით, თემა ეხება აიპადებსა და აიფონებს, მაგრამ ოდნავ განსხვავებული კუთხით — მათთვის საქართველოში მოქმედმა კომპანიამ „Globalcell“-მა მიკრო-სიმები გამოუშვა მთელი რიგი დამატებითი სერვისებით.

მოდით, ჯერ გავარკვიოთ, თუ ვინ არის კომპანია გლობალსელი და რა შეხება აქვს მას ჩვენს საყვარელი ვაშლოვანის პროდუქციასთან.

კომპანია „გლობალსელი“ არის ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში. „გლობალსელი“ ესტონური მობილური ოპერატორის პარტნიორი კომპანიაა, შესაბამისად, ის თავის აბონენტებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევს პარტნიორი ესტონური კომპანიის დახმარებით, რომელიც მუშაობს  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, როუმინგის პრინციპით და შესაბამისად კომპანიის აბონენტები სარგებლობენ საუკეთესო ევროპული ხარისხით მთელს მსოფლიოში.

ცნობისათვის, ქართულ ბაზარზე „გლობალსელის“ სიმ-ბარათები 2009 წელს შემოვიდა. კარგად მახსოვს, ამ ინფორმაცის მე მაშინ ქართულ ფორუმზე წავაწყდი და ფრიად დავინტერესდი. ცოტა ხანში მიწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება ერთ-ერთი კომპანიის დავალებით და იაფი ზარები ნამდვილად გამომადგებოდა. მერე სამწუხაროდ მივლინება ჯერ გადაიდო, ხოლო საბოლოოდ სულაც გაუქმდა. ჰოდა რაღაცა პერიოდით ეს თემაც ჩაიძირა ჩემს გონებაში.

აქვე დავესესხები „გლობალსელს“ და გეტყვით, რომ 2010 წლის სექტემბრიდან კომპანიამ „ბანკი ქართუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შექმნა ერთობლივი პროდუქტი და აბონენტებს შესთავაზა „ბანკი ქართუს“ VISA Platinum-ის ექსკლუზიური პაკეტი, რომლის მფლობელსაც სიმ-ბარათი სრულიად უფასოდ გადაეცემა და გამოირჩევა უნიკალური მომსახურებით — სიმ-ბარათის ავტობილინგით, ანუ ბალანსის ავტომატური შევსებით სატელეფონო ანგარიშის ზღვრულ ნიშნულზე მიახლოებისას.

კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სერვისი, რომლის მოწოდებაც შეუძლია „გლობალსელს“, არის ის, რომ მისი ბარათებით სარგებლობისას შეგიძლიათ მიიღოთ მობილური ინტერნეტი (GPRS/3G) თითქმის მთელ მსოფლიოში, რაც დამეთანხმებით საქმიანი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია!

კიდევ იმასაც გეტყვით, რომ „გლობალსელის“ ქსელში დღეისათვის 5000-ზე მეტი აბონენტია ჩართული. კი მაგრამ ჩვენ რა, იკითხავს იჭვნეულად მავანი ვაშლოფილი. რა კავშირი აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის კორიანტელს ჩვენთან, ღირსი სტეფანეს ადეპტებთან? მოთმინება მეგრობრებო, მოთმინება. საქმე იმაშია, რომ „გლობალსელმა“ მოამზადა და დააპროგრამა მიკრო სიმ-ბარათები ჩვენთვის საყვარელი აიპადისათვის. რათქმაუნდა ამ ბარათის გამოყენება აიფონშიც შეიძლება, მაგრამ მთავარი, ასე ვთქვათ მუღამი ისაა, რომ ამ ბარათის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სმს-ის გაგზავნა!

უკვე საინტერესოა? :) რაღათქმაუნდა! მოწყობილობით, რომელიც პრინციპულად არაა განკუთვნილი იმისათვის, რომ განახოციელოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა საშტატო ფუნქციონალით, ამიერიდან შესაძლებელი ხდება ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან! ოღონდ ეგაა, რომ აიპადი 3G მოდელი უნდა იყოს (სიმ-ბარათის ჩასადები ჭრილით).

ყველა ოპერაცია სრულდება სპეციალური მენიუდან, რომელიც განთავსებულია Setting-ების მენიუში. როგორც კი ჩადებთ ბარათს აიპადში, ეს მენიუ დაემატება მყისეურად და შესაძლებლობა გეძლევათ ჩაატაროთ ოპერაციები!

მე ავიღე ერთი ბარათი. ახლა ვტესტავ. სამწუხაროდ აიპადის უქონლობის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ ამ სერვისის სრულყოფილ ტესტირებას, იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა ხანში ეს დასანანი ხარვეზიც (ჩემი უაიპადობა :-]) გამოსწორდება. მაშინ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებასაც შევძლებ.

ახლა ვის შეილება დასჭირდეს ეს სერვისი, იკითხავს კვლავ მავანი? ძალიანაც ბევრ ადამიანს, ვუპასუხებ მე. ჩემთვის ყურმოკრული ინფორმაცია არაა ნამდვილად, თუ დაახლოებით რამდენი ათასი აიპადია რეალიზებული საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ მის ფასს, ლოგიკურია, რომ ძირითადად შეძლებულ ადამიანებს აქვთ ეს მოწყობილობა. ხოლო სადაც შეძლებაა (ღმერთმა ყველას მოგცეთ), იქ საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობაც სადღაც ახლო დააბიჯებს. ჰოდა წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ სადმე შუაგულ ევროპაში იმყოფებით, თან გაქვთ თქვენი საყვარელი აიპადი და მასში მოთავსებული „გლობალსელის“ მიკრო სიმ-ბარათი. ერთ მოწყობილობაში ექცევა მულტიმედია ტაბლეტი და ტელეფონი ყველაფერი ერთად, ზედმეტი მავთულებისა და წვალების გარეშე! განა ეს კარგი არ არის?

მე მგონი, რომ კარგია!

iPhone-ზე შესაძლებელია Facebook-ის ვიდეოს ყურება

ერთბაშად ორი საინტერესო სიახლე სეერიდან „იცით თუ არა, რომ…“ მაშ ასე, იცით თუ არა, რომ დღეისათვის პირქიგნაკში დარეგისტრირებულია 55 მილიონი მომხმარებელი, რომელიც აქტიურად იყენებს iPhone-ს? ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში სადღაც 100 მილიონი მოწყობილობაა, რომელიც მუშაობს iOS-ზე.

ახლა პრაქტიკული სიახლე. ამ დღეებში ფეისბუკმა განაახლა თავისი კლიენტი პროგრამა აიფონისათვის და დაამატა ფოტოების უფრო მაღალ გარჩევადობაში ატვირთვის ფუქნცია და დიდი ხნის ნანატრი ვიდეოს ყურების შესაძებლობა.

ცუკერბერგს არ მოსწონს iPhone

მარკ ცუკენბერგმა, Facebook-ის შემქნელმა დაიჩივლა ტვიტერში iPhone 3GS-თან დაკავშირებით. ნეტავ რა არ მოეწონა მას ამ ტელეფონში. რამდენადაც ეს უცნაურად არ უნდა ჟღერდეს — ეს აკუმულატორია.

Mark Zuckerberg & iPhone
Mark Zuckerberg & iPhone

როგორც გაირკვა, მარკმა ამასწინათ გადადო თავისი Blackberry და ერთი კვირით გადაწყვიტა აიფონის გამოყენება. ამის მიზეზი გახდა Blackberry-ზე qwerty-კლავიატურის არსებობა, რომელიც თითებს ძალიან სტკენს მარკს. მიუხედავად მისი წუწუნისა აიფონის აკუმულატორთან დაკავშირებით, მარკს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აუცილებლად შეიძინოს iPhone 4-ი, თუ მანამდე რაიმეს არ შეიძენს ანდოიდიანს.

Mark Zuckerberg & iPhone
Mark Zuckerberg & iPhone

AT&T და iPhone — რიგი დაიკავეთ!

როგორც ცნობილია, აშშ-ს ტერიტორიაზე iPhone-ის ექსკლუზიური რეალიზატორი კვლავაც AT&T-ი იქნება. დღეს მან გამოაქვეყნა განცხადება Apple-ის მოწოყობილობის ყიდვასთან დაკავშირებით.

ოფისების კარებები გაიღება 24 ივნისს ზუსტად დილის 7 საათზე. AT&T-ი მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, რომ არ დაუკავონ რიგი ამხანაგებსა და მეგობრებს, ხოლო ახალდ მოსულები რიგის ბოლოში უნდა ჩადგენენ. თვითონ რიგის სიგანე ერთ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს (შეადარეთ თბილისში ნებისმეირ რიგშიხ ალხი როგორ დგას). ერთ პიროვნებაზე მხოლოდ ერთი აპარატტი გაიყიდება. ძველ აბონენტებს შეეძლებათ ერთი აპარატის შეძენა თავის ნომერზე.

Line Starts Here
Line Starts Here

iOS 4-ის Jailbreak, მალე?..

ამ მომენტისათვის შესაძლებელია iOS 4-ის ციხიდან გაქცევა iPhone 3G და iPhone 3GS ტელეფონებზე, მაგრამ მხოლოდ მაკ-კომპიუტერზე.

თუ რა სიახლეებია ამ ახალ ოს-ში ჩვენ მალე შემოგთავაზებთ გაშლილ მიმოხილვას ამ საკითხის გარშემო.

WWDC 2010-ის ბანერებზე აქცენტი გადატანილია iPhone OS 4-ზე

Apple-მა დაიწყო ბანერებისა და პლაკატების გამოკიდვა. მთავარი ბანერი განთავსებულია შენობის შიგნით და ზედ აწერია „The center of the app universe“ (აპლიკაციების სამყაროს ცენტრი). პარასკევს პაპარაცებმა გადაიღეს ახალი ფოტოები მოსკონე ცენტრიდან. სარეკლამო მასალები გვარწმუნებს იმაში, რომ წელს მთელი ღონისძიება კონცეტრირებული იქნება iPhone OS-ის გარშემო.

WWDC iPhone
WWDC iPhone
WWDC iPhone
WWDC iPhone

დანარჩენი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ.

iPhone ვერ იქნება iPad-ის მოდემი

პრინციპში ეს სიახლე არცაა, არამედ საჯარო განცხადება — თქვენ ვერასდიდებით ვერ შეძლებთ აიფონის აიპადისათვის მოდემად გამოყენებას.

და ეს ოპერატორების ბრალი არაა, არამედ Apple-ისა. გაურკვეველი მიზეზის გამო iPhone-ი მხარს უჭერს ინტერნეტის გაცემას მხოლოდ USB-ისა და Bluetooth-ის მეშვეობით.

iPad-საც გამორთული აქვს Bluetooth-კავშირი მოდემისათვის.

GSM-iPhone 4G — ჩინელებს არ სძინავთ

Gizmodo-ს პორტალზე iPhone 4G-ის პირველი გამოჩენისთანავე მრავალს გაუჩნდა კითხვა, თუ რა იყო ეს: ხარისხიანი ჩინური ნაკეთობა, თუ ეფლის მიერ გადმოგდებული სატყუარა, პუბლიკის „გასახურებლად“? ახლა გასაგებია, რომ კუპერტინოს ჩარევის გარეშე ეს ტელეფონი საერთოდ ვერ იხილავდა დღის შუქს. მაგრამ სანამ ჩვენ ვმარჩიელობდით, ჩინელები მუშაობდნენ. წარმოგიდგენთ GPS-PHONES.

China iPhone
China iPhone
China iPhone
China iPhone
China iPhone
China iPhone
China iPhone
China iPhone

როგორც ხედავთ ტელეფონს გააჩნია ფრონატლური კამერა, ტვ-ანტენა, ჯავას მხარდაჭერა, mini-USB და ციმციმაც კი.

„სიახლეს“ კი უნდა რომ ძალიან წააგავდეს ნამდვილ პროტოტიპს, მაინც გააჩნია გერგანი განსხვაბები.

iPhone OS უსწრებს Android-ს. ჯერ-ჯერობით

აიფონის მორიგი წამრატება: ბოლო მონაცემების მიხედვით არა მარტო ჯობნის თავის უახლეს კონკურენტს, Android OS-ს, არამედ ზრდის თავის წილს ბაზარზე 30,4%-იდან 32,8%-მდე. ანდროიდი ჯერ დიდად ჩამორჩება.

ანდროიდის წილმა მოიმატა 5,3%-იდან 6,2%-მდე. ცოტაა, მაგრამ მისი ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე აიფონისა.

iPhone HD — ახლა უკვე პორტუგალიიდან

მოკლედ, WWDC-ის მოლოდინში ეს ახალი აიფონი (ნადვილია კი?) პლანეტის ხან ერთ კუთხეში ამოყოფს თავს, ხან — მეორეში. სულ არ გამიკვირდება, რომ ხვალ სახლიდან გამოსულს სადმე მეტრო „ნაძალადევის“ შესასვლელთან ვიპოვნო შემთხვევით :D