AT&T-იმ შეწყვიტა iPhone 3G-ის გაყიდვა. ოფიციალურად

ამიერიდან ეჭვები იმის შესახებ, თუ რა იქნება წარმოდგენილი 7 ივნისს, საბოლოოდ გაფანტულია. ადრე წარმოშობილი ჭორები, რომ ვითომდა iPhone 3G-ი უკვე მოხსნილია წარმოებიდან, ირიბად დაადასტურა AT&T-იმ.

ეს გახლავთ შიდაკორპორატიული შეტყობინება, რომელიც გუშინ გავრცელდა თანამშრომლებს შორის:

ამ მომენტიდან iPhone 3G-ი აღარ გვაქვს. გთხოვთ შესთავაზოთ კლიენტებს iPhone 3GS 16GB და 32GB. კ: როდის მივიღებთ iPhone 3G 8GB-ს ხელახლა საწყობში? პ: ამ მომენტში არ ვიცით.

Apple iPhone 3G ხელმისაწვდომი აღარ არის

WWDC-ის კონფერენციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე (სადაც წესით ახალი აიფონები უნდა ვიხილოთ), მრავალი ქვეყნის მყიდველები აღნიშნავენ, რომ გაყიდვიდან გაქრა iPhone 3G. ავსტრალიელი მომხმარებელი გვატყობინებს, რომ კოდმოხსნილი ტელეფონები მათთან დეფიციტია. iPhone 3G-ს გაუკეთდა აღნიშვნა “დროებით მიუწვდომელია”. ანალოგიური სიტუაციაა მობ. ოპერატორთან O2 დიდ ბრიტანეთში. დაბოლოს ზოგიერთი მონაცემების თანახმად AT&T-იც აღარ იღებს ამ მოდელს გაყიდვისათვის.

iPhone 3G Soldout
iPhone 3G Soldout

ყველაფერი ეს ძალიან გვაგონებს შარშანდელ სიტუაციას, როდესაც გაყიდვაში გამოდიოდა iPhone 3GS-ი და iPhone 3G-ის ფასმა დაიწია. სავარაუდოდ ახლაც ასე მოხდება — გამოვა ახალი მოდელი, ხოლო iPhone 3GS-ის ფასი დაიწევს 99 დოლარამდე.

Mac OS X იპყრობს კორპორატიულ ბაზარს

კომპანია Apple-ი აკრძელებს თავისი წილის გაზრდას კორპორატიულ ბაზარზე. თანახმად ანალიტიკოსის ბენ გრეის (Ben Gray) მონაცემებისა, Mac OS X-ის კორპორატიულ ბაზარზე წილი 2007 წელთან სედარებით გაიზარდა თითქმის ოთჯერ. წინა წელს კომპანიის პროდუქტების (კომპიუტერები იგულისხმება) წილი შეადგენდა 1,2%, ეხლა ის უდრის 4,5%.

ანალოგიური მონაცემები მოჰყავს კომპანიას ChangeWave Research-ს სმარტფონებთან მიმართებაში – გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ კომპანიის მომხმარებელთა 17% უპირატესობას ანიჭებს iPhone 3G-ს.

კომპანიების რიცხვი, რომლებიც აპირებენ Apple-ის პროდუქტების შეძენას, 17%-ს მიაღწია.

AT&T-ის ბევრ მაღაზიაში iPhone 3G რამდენიმე საათში გათავდა

AT&T-ის ბევრმა მაღაზიამ iPhone 3G უკვე 11 ივლისის საღამოსთვის სრულიად გაყიდა. ვებ-საიტის MacNN ინფორმაციით, ოპერატორის სალონებში დაიწყო განაცხადების მიღება: მყიდველს სთავაზობენ გადაიხადოს iPhone 3G,-ს ღირებულება და მცირე ხნის შემდეგ (3—5 დღე) ის მიიღებს ტელეფონს.

წყარო: MacNN

სტივენ ვოზნიაკი iPhone 3G-ის შესახებ

Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივენ ვოზნიაკმა, უკვე მოასწრო ახალი ტელეფონის მოსინჯვა და თავისი აზრი გამოთქვა მის შესახებ.

„ცოტათი მოიმატა ვებ-გვერდების ჩატვირთვის სიჩქარემ. მომეწონა ჩადგმული GPS. მაგრამ ჩემი მრავალი ნაცნობი ჯერ არ აპირებს ახალ მოდელზე გადასვლას. ახალი ყოველთვის არ არის ძველზე უკეთესი. ახალი მოდელი ძველსას ძირითადად სჯობია Microsoft Exchange-სერვერებთან მუშაობის შესაძლებლობით.”

თვითონ ვოზნიაკი იმედს იტოვებს, რომ iPhone-ის ახალი მოდელი დაეხმარება Apple-ს მობილური ტელეფონების ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში.

ბელგიური ოპერატორი Mobistar ადასტურებს, რომ iPhone-ის გაყიდვები ამ ქვეყანაში დაიწყება 11 ივლისს

ვებ-საიტმა iFixit ყველა ღონე იხმარეს, რათა პირველები ყოფილიყვნენ, ვინც გამოაქვეყნებდა დაშლილი iPhone-ის სურათებს. ამისათვის ისინი კალიფორნიიდან გადაფრინდნენ ახალ ზელანდიაში, რომ შეეძნათ ახალი ტელეფონი.

პირველი რაც ყველაზე თვალშისაცემია, — ტეელფონის კომპლექტაციაში შემაპირისპირებელი სადგურის არ არსებობა.

უნდა აღინიშნოს, რომ გარეგანი მსგავსების მიუხედავად, iPhone 3G-ს აბსოლუტურად განსხვავებული შიდა კონსტრუქცია აქვს. აი ესეც სურათები.

ყველა სურათი იხილეთ აქ.

წყარო: iFixit

iPhone 3G-ის გაყიდვები ბელგიაში სუბსიდირებული არ იქნება

ბელგიური ოპერატორი Mobistar ადასტურებს, რომ iPhone-ის გაყიდვები ამ ქვეყანაში დაიწყება 11 ივლისს. შეგახსენებთ, ტელეფონის დებიუტი ბელგიაში შეიძლება გადატანილი ყოფილიყო უფრო გვიანდელ თარიღზე.

წყარო: iPodNN

Vodafone გამოაცხადებს iPhone 3G-ის ფასებს ახალი ზელანდიისათვის

Vodafone-მა გამოაქვეყნა ფასები 3G iPhone-ზე ახალ ზელანდიაში (არ ვიცი ვის გამოადგება, მაგრამ მაინც იყოს).მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ 8 გბაიტინი მოდელი $150-ად ხელშეკრულების გაფორმებით 2 წლით. ტელეფონების რაოდენობა შეზღუდულია.

თუ ჭორებს დავუჯერებთ, ინტერენტი ძალიან ძვირი იქნება $35/თვეში 200 მბაიტისათვის. ეს უკვე ნამეტანია, მეგობრებო! მაგთიშიც კი უფრო იაფი გამოდის!