სიახლე iPad/iPhone-ის მფლობელებისათვის

გამარჯობა მეგობრებო,

როგორც უკვე შეატყვეთ, ჩემი სამსახურში დაკავებულობის გამო ბლოგისათვის ცოტა დრო მრჩება. მეტიც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე სულ რამოდენიმე ჩანაწერს მოვუყარე თავი. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ჩანაწერიდან ჩვენი (ის ხომ მარტო ჩემი არაა, თქვენიცაა!) ბლოგის მუშაობა აღსდგება და სტატიების გამოსვლის პერიოდულობა მოიმატებს.

მაშასადამე რაზე მინდა ვისაუბრო მე. როგორც სათაურიდან გაიგებდით, თემა ეხება აიპადებსა და აიფონებს, მაგრამ ოდნავ განსხვავებული კუთხით — მათთვის საქართველოში მოქმედმა კომპანიამ „Globalcell“-მა მიკრო-სიმები გამოუშვა მთელი რიგი დამატებითი სერვისებით.

მოდით, ჯერ გავარკვიოთ, თუ ვინ არის კომპანია გლობალსელი და რა შეხება აქვს მას ჩვენს საყვარელი ვაშლოვანის პროდუქციასთან.

კომპანია „გლობალსელი“ არის ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში. „გლობალსელი“ ესტონური მობილური ოპერატორის პარტნიორი კომპანიაა, შესაბამისად, ის თავის აბონენტებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევს პარტნიორი ესტონური კომპანიის დახმარებით, რომელიც მუშაობს  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, როუმინგის პრინციპით და შესაბამისად კომპანიის აბონენტები სარგებლობენ საუკეთესო ევროპული ხარისხით მთელს მსოფლიოში.

ცნობისათვის, ქართულ ბაზარზე „გლობალსელის“ სიმ-ბარათები 2009 წელს შემოვიდა. კარგად მახსოვს, ამ ინფორმაცის მე მაშინ ქართულ ფორუმზე წავაწყდი და ფრიად დავინტერესდი. ცოტა ხანში მიწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება ერთ-ერთი კომპანიის დავალებით და იაფი ზარები ნამდვილად გამომადგებოდა. მერე სამწუხაროდ მივლინება ჯერ გადაიდო, ხოლო საბოლოოდ სულაც გაუქმდა. ჰოდა რაღაცა პერიოდით ეს თემაც ჩაიძირა ჩემს გონებაში.

აქვე დავესესხები „გლობალსელს“ და გეტყვით, რომ 2010 წლის სექტემბრიდან კომპანიამ „ბანკი ქართუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შექმნა ერთობლივი პროდუქტი და აბონენტებს შესთავაზა „ბანკი ქართუს“ VISA Platinum-ის ექსკლუზიური პაკეტი, რომლის მფლობელსაც სიმ-ბარათი სრულიად უფასოდ გადაეცემა და გამოირჩევა უნიკალური მომსახურებით — სიმ-ბარათის ავტობილინგით, ანუ ბალანსის ავტომატური შევსებით სატელეფონო ანგარიშის ზღვრულ ნიშნულზე მიახლოებისას.

კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სერვისი, რომლის მოწოდებაც შეუძლია „გლობალსელს“, არის ის, რომ მისი ბარათებით სარგებლობისას შეგიძლიათ მიიღოთ მობილური ინტერნეტი (GPRS/3G) თითქმის მთელ მსოფლიოში, რაც დამეთანხმებით საქმიანი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია!

კიდევ იმასაც გეტყვით, რომ „გლობალსელის“ ქსელში დღეისათვის 5000-ზე მეტი აბონენტია ჩართული. კი მაგრამ ჩვენ რა, იკითხავს იჭვნეულად მავანი ვაშლოფილი. რა კავშირი აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის კორიანტელს ჩვენთან, ღირსი სტეფანეს ადეპტებთან? მოთმინება მეგრობრებო, მოთმინება. საქმე იმაშია, რომ „გლობალსელმა“ მოამზადა და დააპროგრამა მიკრო სიმ-ბარათები ჩვენთვის საყვარელი აიპადისათვის. რათქმაუნდა ამ ბარათის გამოყენება აიფონშიც შეიძლება, მაგრამ მთავარი, ასე ვთქვათ მუღამი ისაა, რომ ამ ბარათის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სმს-ის გაგზავნა!

უკვე საინტერესოა? :) რაღათქმაუნდა! მოწყობილობით, რომელიც პრინციპულად არაა განკუთვნილი იმისათვის, რომ განახოციელოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა საშტატო ფუნქციონალით, ამიერიდან შესაძლებელი ხდება ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან! ოღონდ ეგაა, რომ აიპადი 3G მოდელი უნდა იყოს (სიმ-ბარათის ჩასადები ჭრილით).

ყველა ოპერაცია სრულდება სპეციალური მენიუდან, რომელიც განთავსებულია Setting-ების მენიუში. როგორც კი ჩადებთ ბარათს აიპადში, ეს მენიუ დაემატება მყისეურად და შესაძლებლობა გეძლევათ ჩაატაროთ ოპერაციები!

მე ავიღე ერთი ბარათი. ახლა ვტესტავ. სამწუხაროდ აიპადის უქონლობის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ ამ სერვისის სრულყოფილ ტესტირებას, იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა ხანში ეს დასანანი ხარვეზიც (ჩემი უაიპადობა :-]) გამოსწორდება. მაშინ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებასაც შევძლებ.

ახლა ვის შეილება დასჭირდეს ეს სერვისი, იკითხავს კვლავ მავანი? ძალიანაც ბევრ ადამიანს, ვუპასუხებ მე. ჩემთვის ყურმოკრული ინფორმაცია არაა ნამდვილად, თუ დაახლოებით რამდენი ათასი აიპადია რეალიზებული საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ მის ფასს, ლოგიკურია, რომ ძირითადად შეძლებულ ადამიანებს აქვთ ეს მოწყობილობა. ხოლო სადაც შეძლებაა (ღმერთმა ყველას მოგცეთ), იქ საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობაც სადღაც ახლო დააბიჯებს. ჰოდა წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ სადმე შუაგულ ევროპაში იმყოფებით, თან გაქვთ თქვენი საყვარელი აიპადი და მასში მოთავსებული „გლობალსელის“ მიკრო სიმ-ბარათი. ერთ მოწყობილობაში ექცევა მულტიმედია ტაბლეტი და ტელეფონი ყველაფერი ერთად, ზედმეტი მავთულებისა და წვალების გარეშე! განა ეს კარგი არ არის?

მე მგონი, რომ კარგია!

iPad დადებითად მოქმედებს eReader-ების ფასების ვარდნაზე

ელწიგნების მწარმოებელმა მრავალმა კომპანიამ სკეპტიკურად შეაფასა აიპადის გამოსვლა თავის დროზე. თურმე ისინი მწარედ ცდებოდნენ. აიპადის არანორმაულური პოპულარობა აიძლებს კონკურენტებს გადახედონ თავიანთ სამომავლო გეგმებს.

ყველაზე მოქნილები მაინც Amazon-ი და Barnes & Noble-ი აღმოჩნდნენ. პირველმა თავისი კინდლის (6 გოჯიანი ეკრანით) ფასი დაწია 190 დოლარამდე. მეორე კომპანიამ არათუ დაწია ფასი თავის Nook 3G-ზე 260-იდან 200 დოლარამდე, არამედ აგრეთვე გამოუშვა ახალი მოდელი 3G-ს გარეშე სულ რაღაც 149 დოლარად. ასეთმა ფასმა მოწყობილოსათვის რომელსაც ორი ეკრანი აქვს (მელნიანი და დამატებითი სენსორული) შეიძლება ბევერი დააინეტრესოს. რაღა დაგიმალოთ და მეც დავინტერესდი. YouTube-ზეც ვნახე მიმოხილვები. მაგრამ ცოტათი დამაფიქრა მოწყობილობის ოდნავმა სიზანტემ რეგირების საკითხში.

როგორც არ უნდა იყოს, აიპადმა დადებითი ზეგავლენა იქონია ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხში.

გაყიდულია 3 მილიონი iPad

სამშაბათს Apple-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან უკვე გაყიდა 3 მილიონი ცალი iPad-ი. ეს მოხდა გაყიდვების დაწყებიდან მეოთხმოცე დღეს და როგორც ჩანს გაყიდვების ტემპები მატულობს.

ანალიკიტოკეების ვარაუდი გამართლა და კვარტალში 3 მილიონი გაყიდვა შესრულდა. ახლა ვნახოთ შესრულდება თუ არა მათი მოლოდინი ამ წლის განმავლობაში 3.5-10 მილიონი აიპადის გაყისვასთან დაკავშირებით. ქვედა ზღვარი უკვე თითქმის მიღწეულია.

iPad-ის წარმოება თვეში 1,2 მლნ. ერთეულია

DigiTimes-ი გვატყობინებს, რომ ამჟამად კონტრაქტორები თვეში ეფლის დაკვეთით ამზადებენ 1,2 მლნ. ერთეულ iPad-ს, ხოლო წლის ბოლოსათვის ეს ციფრი ალბათ 2,5 მლნ.-მდე აიწევს.

თუ ეს მონაცემები სწორია, მაშინ ისინი მოწმობენ გაყიდვების ძალიან დიდ დონეზე, რომელიც ანალიტიკოსების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი აჭარბებს.

პირველ ხანებში თვეში იწრამოებოდა 700 ათასი ცალი აიპადი.

iPad კლავს ნეთბუქების ბაზარს

ანალიტიკურმა კომპანიამ Forrester Research წარმოადგინა მოხსენება, რომლის მიხედვითაც პლანშეტური კომპიუტერები უკეთ გაიყიდება, ვიდრე ნეთბუქები 2012 წლის ბოლოსათვის.

უფრო მეტიც, გრძელვადიანი პროგნოზით 2015 წლისათვის ტაბლეტი დაიკავებს ბაზრის 23%-ს.

iPhone 4-ის აპლიკაციები iPad-ზე

აპლიკაციები, რომლებიც დაიწერება iPhone 4-ისათვის, აიპადზე გაცილებით უკეთ გამოჩნდება, ვიდრე ახლანდელი აპლიკაციები. ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ახალ ტელეფონს ახალი ეკრანი აქვს.

3,5 დუიმი დიაგონალზე მისი გარჩევადობაა 960х640 წერტილი, ეს კიდევ თითქმის უტოლდება აიპადის გარჩევადობას, რომლის პარამეტრებია 1024х728 წერტილი.

iPad Size
iPad Size

10 000 აპლიკაცია iPad-ისათვის

iTunes App Store-ში ამჟამად უკვე 10 000 აპლიკაციაა აიპადისათვის და ეს სულ რარაც 10 კვირაში მოწყობილობის გამოსვლიდან.

როგორც გვატყობინებენ, აიპადის აპლიკაციების კატალოგი შეიცავს 2100 თამაშს, ხოლო დანარჩენი — სხვადასხვა ტიპის პროგრამებია.

დაახლოებით 78% ამ სიიდან ფასიანია, ხოლო აპრილში ეს რიცხვი 80%-ზე მეტი იყო. მაშინ აპლიკაციების საერთო რაოდენობა 3000 არ აღემატებოდა.

როგორც გამოირკვა, აიპადისათვის პროგრამულ უზურნველყოფას უფრო აქტიურად წერენ, ვიდრე აიფონისათვის. როდესაც გაეშვა App Store 2008 წელს, საჭირო გახდა 5 თვე, რომ პროგრამული უზურნველყოფის რაოდენობას 10 000 ნიშნული გადაელახა.

Android Market-ს საერთოდ 11 თვე დასჭირდა 10 000 ნიშნულის გადასალახად.

iPhone ვერ იქნება iPad-ის მოდემი

პრინციპში ეს სიახლე არცაა, არამედ საჯარო განცხადება — თქვენ ვერასდიდებით ვერ შეძლებთ აიფონის აიპადისათვის მოდემად გამოყენებას.

და ეს ოპერატორების ბრალი არაა, არამედ Apple-ისა. გაურკვეველი მიზეზის გამო iPhone-ი მხარს უჭერს ინტერნეტის გაცემას მხოლოდ USB-ისა და Bluetooth-ის მეშვეობით.

iPad-საც გამორთული აქვს Bluetooth-კავშირი მოდემისათვის.

6,2 მლნ. iPad 2010 წელს

სკეპტიკოსებმა დროა ცხარე ცრემლებით იტირონ. აიპადის გაყიდვები 2 მილიონს გადაცდა სულ 2 თვეში და ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო ზღვარი. ანალიტიკური სააგენტო Gene Munsuer-ი ვარაუდობს წლის ბოლომდე 6,2 მლნ. ეგზემპლარის რეალიზაციას.

ტაბლეტის ანონსის შემდეგ სააგენტომ განაცხადა, რომ ეფლი შეძლებდა 4 მლნ. პლანშეტის რეალიზაციას 2010 წელს. ამ პროგნისზის 50% უკვე გაყიდულია. თუმცა არსებობს შემაფერხებელი მომენტი —  აიპადი კვლავაც ყველგან დეფიციტია და ეფლი ვერ აუდის შეკვეთების მიღებას.