შვედეთში ცეცხლგამძლე iMac აღმოაჩინეს

ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იძირება… არ ვიცი რამდენად არ იძირება, მაგრამ აი ცეცხლში რომ არ იწვის, ეს ფაქტია! ეს დაამტკიცა შვედმა ანდერს ნორმანმა.

ეს აღმოჩენა მან სრულიად შემთხვევით გააკეთა: მის სახლში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგები ფრიად სავალალოა – შენობა თითქმის სრულიად დაიწვა…

iMac in Fire
iMac in Fire
iMac in Fire
iMac in Fire

დაიწვა აგრეთვე მისი iMac-იც, უბრალოდ დადნა…

iMac in Fire
iMac in Fire

„როდესაც შეფსელში ჩავრთე კვების კაბელი, არც კი მქონდა იმედი, რომ ის ჩაირთვებოდა. ახლა წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც დინამიკიდან გავიგონე მისალმების ნაცნობი აკორდი… ეკრანი აინთო და კომპიუტერი მიუერთდა სახლის ქსელს.

მეტიც, მაუსიც გადარჩა. მას ჭიპიც კი უმუშავებდა. მე ჩავტვირთე Firefox-ი და საკმაოდ სწრაფად ვიპოვნე სტატია ჩემს სახლში მომხდარი ხანძრის შესახებ…“

iMac in Fire
iMac in Fire

რა უნდა ვთქვათ – პირდაპირ ფანტასტიკაა და… კიდევ ერთი საბაბი, რომ შევიძინოთ iMac! ;)