ყველა ფილმის, წიგნის და სიმღერის სიუჟეტი iPhone-ზე რომ იყოს მორგებული

დეტექტივი: გამომძიებელმა უნდა გამოიცნოს, პერსონაჟებიდან ვის არა აქვს აიფონი, არამედ ანდროიდი.

პოლიციური რომანი: პოლიციელი კარგავს მეწყვილეს და მის აიფონზე დაიფიცებს, რომ შურს იძიებს.

სასიყვარულო რომანი: გოგოას აქვს აიფონი და ბიჭსაც აქვს აიფონი.

მძაფრსიუჟეტიანი სასიყვარულო რომანი: ბიჭს აქვს აიფონი, გოგოს ჯერ არა. ბოლოს ბიჭი ჩუქნის აიფონს.

ფანტასტიური რომანი: გოგოს აქვს აიფონი 5, ბიჭს — აიფონ 6.

კიბერპანკი: ორივეს აქვს აიფონ 7.

ალტერნატიული ისტორია: ყველას ანდროიდები აქვთ.

კომედია: გოგოს აქვს აიფონი, ხოლო ბიჭი უმტკიცებს, რომ ანდროიდი ჯობია. ბოლოს გამოჩნდება თეთრ-აიფონიანი უფლისწული.

ტრაგედია: ნაწარმოების გმირს უფუჭდება აიფონი.

ანტიკური ტრაგედია: ნაწარმოების გმირს უფუჭდება აიფონი 3G.

საბავშვო-სათავგადასავლო რომანი: ბავშვები უთვალთვალებენ ტიპს და გამოარკვევენ, რომ მას ანდროიდი აქვს.

ფენტეზი: აიფონებს მეტროში არიგებენ უფასოდ.

სერიალი: აიფონი, აიფონი-2, აიფონი-3, აიფონი-4, აიფონი-5, აიფონი თითქმის არჩანს, აიფონის დაბრუნება.

ფანტასტიური ბოევიკი: აიფონი ტერმინატორის წინააღმდეგ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ტერმინატორი ანდროიდია.

პოსტაპოკალიპსი: სამყაროში აიფონის მხოლოდ ერთი დამტენი დარჩა, მთავარი გმირი მოიპოვებს მას ყველასთვის, მაგრამ ანდროიდისგან იღუპება.

რევოლუციური პროზა: სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე ფიცს დებენ მოკბეჩილი ვაშლის დროშა ააფრიალონ თბილისის თავზე.

ქალაქური სიმღერა: რამიშვილის ხმით მღერის „მზე აყვავებულ აიფონებს დაჰხარის“.

შანსონი: „ანდროიდებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში აიფონები ზიან“.

ანეკდოტი: ერთი კაცი მივლინებაში წავია და აიფონი სახლში დარჩა.

ანდერგრაუნდი: მთავარ გმირს ნოკია აქვს.

ქართული ზღაპარი: ხუთკუნჭულა ამარცხებს ანდროიდს, ცოლად მოყავს მზეთუნახაი და მზითვში აიფონი მოყვება.

სამეცნიერო-ფანტასტიური რომანი: „ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს აიფონები?“ მთავარი გმირი მფლობელთა დაუკითხავად უცვლის ანდროიდის მფლობელებს ტელეფონს აიფონზე.

განახლება, მოგვაწოდა ლუკა ონიანმა:

რომანტიული დრამა: ანდროიდს და ვინდოზა მობაილს შეუყვარდებათ აიფონი. 

თრილერი: ანდროიდები ძარცვავენ ბანკს. პოლიციელი ვინდოზა მობაილები მათ ვერ აჩერებენ, იმიტომ რომ აპპ საპორტი არ აქვთ. საქმეს აგენტი აიფონი ჩაიბარებს. 

მისტიკა: ანდროიდებს ღამე ხმა ესმით რომ ისინი სინამდვილეში ვინდოზა მობაილები არიან. ფსიქოლოგიური ტერორისგან მათ აიფონი გადაარჩენს, როცა სისტემას სტოკ ანდროიდამდე დაუყვანს, მოაშორებს რა სამსუნგის ბრჭყვიალა აპლიკაციებს. 

ანტიჰოლივუდური, ანტიჰეფიენდური ჟანრი: აიფონი იხსნის სამყაროს ბოროტი ვინმობაილისგან, ბრძოლაში დაშავდება და რესტორის დროს, აინტუნსთან არასწორი სინქის გამო, მეხსიერებას დაკარგავს (ანდროიდები დააზიანებენ ბექაფს) :)))))

უტოპიური-ფანტასტიკა: მომავალში ყველა დევაისი სტანდარტული ჰარდით გამოვა, ყველა OS-ს აქვს ამ ჰარდის საპორტი, რის გამოც ყველა დევაისზე შეიძლება იმ სისტემის დაყენება რომელიც იუზერს სურს, თანაც დუალ და ტრიპლ ბუთით

საოპერაციო სისტემა, როგორც ქალაქი

OS_Cities_0

სხვადასხვა საოპერაციო სისტემის ანალოგიების მიხედვით შედარება კომპიუტერულ ფოლკლორში ახალი თემა არ არის. ამიტომ ამ, ერთგვარად სახუმარო სტატიით ჩემს ბლოგშიც გავხსნა ახალი რუბრიკა. სადაც ვისაუბრებთ IT-სფეროზე, როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე ნებისმიერ ჭრილში, როგორსაც ჩავთვლით საჭიროდ ;)

Continue reading “საოპერაციო სისტემა, როგორც ქალაქი”

iPhone 4-ის სასაცილო რეკლამა

Apple-ი დიდ ყურადღებას უთმობს სარეკლამო რგოლების შექმნას თავისი პროდუქტებისათვის. განსაკუთრებით საინტერესო სანახავია ის რგოლები, სადაც ეფლის მაღალჩინოსანი თანამშრომლები ემოციურად ყვებინა ახალ iPhone 4-ზე.

მაგრამ ზოგიერთმა ჩათვალა, რომ ასეთი მიდგომა ზედმეტად სერიოზულია და ღირს ცოტათი გახუმრება.

მოდით ვნახოთ ახალი აიფონის ალტერნატიული სარეკლამო რგოლი:

Gizmodo-ს იუმორი

პოპულარული რესურსის Gizmodo-ს რედაქციამ გადაწყვიტა ცოტათი გაეხუმრა Apple-ის და Google-ის გენერალურ დირექტორებზე.

Gizmodo Humor
Gizmodo Humor

დანარჩენი იხილეთ აქ.

კასტომიზაცია სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაში

კასტომიზაცია სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაში:

მომხმარებელი: „მე მჭირდება სირინოზის ბრინჯაოს ქანდაკება!“
Linux: „აჰა თქვენ ბრინჯაოს კუბი 1x1x1 კვეთით და ქლიბი”
Gentoo: „აჰა ქთვენ სპილენძი, კალა და სადნობი ღუმელი“
FreeBSD: „აჰა თქვენ წერაქვი, და ფანრიანი ჩაფხუტი. სპილენძის მაღარო იმ მხარესაა“
Ubuntu: „აჰა თქვენ სირინოზის ქანდაკება“
მომხმარებელი: „მაგრამ აქ მარტო კუდია!
Ubuntu: „შეიტანეთ გეთაყვა apt-get install სირინოზის სხეული, apt-get install სირინოზის თავი, apt-get install სირინოზის ხელები…“
MacOS: „აჰა თქვენ ლამაზი შიშველი გოგონები“
მომხმარებელი: „ვაა, რა მაგარია! შეიძლება ხელით შევეხო?
MacOS: „გადაიხადეთ 200 ევრო და გააქტიურეთ ფუნცია „შიშველი გოგონების ხელით შეხება““
Windows: „არა. მე მგონია, რომ თქვენ გჭირდებათ მარქსის თუჯის ქანდაკება“