Super Mario Bros on Violin

მართალია ჩვენს თემას არ ეხება, მაგრამ ბავშვობაში მარიოს თამაში მიყვარდა ხოლმე. მოდით გავიხსენოთ:

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=N5As159pvDs[/youtube]

თამამშები მაკზე აჩქარდება

ეფლმა გადაწყვიტა უფრო მჭიდროდ ითანამშროლოს თამაშების მწარმოებლებთან, მძიმე, 3D-თამაშების ოპტიმიზაციის მიზნით.

როგორც განაცხადა რობ ბარისმა, ვალვეს ინჟინერმა, ახლა ისინი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ Apple-თან, ATI-სთან და Nvidia-სთან. მთავარი ამოცანაა — თამაშის სიჩქარის გათანაბრება ერთიდაიგივე თამშებში მაკზეც და პისიზეც.

Plants vs. Zombies

აი, რატომ მიყვარს აიპადი მე: ასეთ თამაშებს საათობით ვერ მოწყდები!

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=YP6lIcScVh0[/youtube]

6 თამაში Gameloft-ისაგან

კომპანიამ Gameloft, რომელიც მობილური თამაშების გამოშვებითაა დაკავებული, გვამცნო 6 მორიგი თამაშის გამოშვების შესახებiPhone/iPod touch-ისათვის, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება App Store-ში. ესენია: Brain Challenge, Bubble Bash, Chess & Backgammon Classics, Platinum Solitaire, Platinum Sudoku და Diamond Twister. ყოველ თამასში გამოიყენება iPhone-ის ძირითადი თავისებურება – მულტისენსორული მართვა და აქსელერომეტრი.

კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა თამაში დეტალურად დამუშავდა სპეციალურად iPhone-ისათვის.

თამაშების ფასია: Diamond Twister, Platinum Sudoku, Platinum Solitaire და Bubble Bash – $7,99, ხოლო Brain Challenge და Chess & Backgammon Classics – $9,99.

თამაში Chessmaster 9000 Mac-ისათვის გახდა Universal Binary ფორმატის

კომპანიამ Feral Interactive გამოუშვა პოპულარული საჭადრაკო თამაშის Chessmaster 9000-ის განახლება, შედეგად პროგრამა გახდა უნივერსალურად მოსახმარი მაკის ორივე არქიტექტურაზე — PowerPC და Intel. Chessmaster 1.1.2 (Universal Patch) აგრეთვე აღმოფხვრის ზოგიერთ პრობლემას Intel GMA x3100-სთან, .

კიდევ ერთი სიახლეა ავტომატური განახლების ფუნქცია Sparkle, რომელიც ოპერატიულად გაცნობებთ პროგრამის განახლებბეის შესახებ.

Chessmaster 9000-ის მშაობისათვის საჭიროა პროცესორი 700 მჰც-დან, 256 მბაიტი მეხსიერება, ვიდეობარათი მინიმუმ 16 მბაიტი მეხსიერებით და Mac OS X 10.4 ან უფრო ახალი. თამაშის ფასი — $40.

Chessmaster 1.1.2 (Universal Patch) გადმოტვირთვა შესაძლებელია.

წყარო: Feral Interactive

Age of Empires III: The Asian Dynasties გაყიდვაში უკვე ივლისიდან

კომპანიამ MacSoft განაცხადა Age of Empires III: The Asian Dynasties მაკ ვერსიის გამოსვლის შესახებ.

Age of Empires III: The Asian Dynasties გაჩნდა ახალი ერთმომხმარებლიანი კამპანიები, თამაშის დამატებითი რეჟიმები, ცივილიზაციები და ტექნოლოგიები. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი აზიური ცივილიზაცია — ჩინური, ინდური ან იაპონური, თვითეულ მათგანს თავისი კულტურა და არმია ყავს. სცენარები დაფუძნებულია როგორც ისტორიულ ფაქტებზე, აგრეთვე გამოგონილზე.

თამაშმა მიიღო გაუმჯობესებული გრაფიკა; იგი შექმნილია Universal Binary ფორმატში.

სიახლის ფაისა — $30.

წყარო: MacSoft

THTouch 0.30j

დღეს განახლდა თამაში THTouch – ტეხასური ჰოლდემ პოკერი iPhone–ისთვის. ახალ ვერსიაში მთლიანად შეცვლილია ინტერფეისი: ხატულები, ლოგო–ეკრანი, დახმარების მენიუ, ბანქო, სათამაშო ველი – მოკლედ ყველაფერი, მაგრამ თამაშის პრინციპი და მართვა არ შეცვლილა.

შეგიძლიათ იხილოთ დემო–ვერსია.

მალე Spin the Black iPhone

Spin the Black iPhone — ეს არის წარმტაცი თამაშის, Spin the Black Circle–ის iPhone–ზე მორგებული ვერსია. თამაშისა, რომელშიც ბურთულა უნდა მიაგოროთ ხვრელამდე მსოფლიო მიზიდულობის კანონის გამოყენებით. თამაშში არსებობს დონეების მოსარგები ჩადგმული რედაქტორი. დამატებითი ინფორმაცია თამაშის iPhone–ში გამოჩენის თარიღის თობაზე არ გავრცელებულა.

ჯერჯერობით შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს და ითამაშოთ კომპიუტერში.

Aspyr-მა განაახლა Enemy Territory: QUAKE Wars Mac-ისათვის

კომპანიამ Aspyr Media გამოუშვა თამაშობის Enemy Territory: QUAKE Wars განახლება.

განახლებაში გასწორებულია პრობლემები, რომელბიც ხელს უშლიდნენ სრულეკრანიან და ფანჯრიან რეჟიმებს შორის გადართვაში, აგრეთვე გათვალისწინებულია Dashboard-ის გამიზნული გამოძახების გამორთვა და სხვ.

განახლების გადმოტვირთვა შესაძლებელია აქედან. ფაილის ზომა — 112 მბაიტი.

წყარო: Aspyr Media

Hedgewars მალე iPhone-შიც

Hedgewars–ის შემქმნელთა ჯგუფი, Zodttd–ის გუნდის მხარდაჭერით, ამჟამად ამსრულებს მუშაობას სახელგანთქმულ თამაშზე Hedgewars–ზე iPhone–ისთვის. Hedgewars – ეს არის ბრწყინვალე ქსელური სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია ლეგენდარულ Worms Armageddon–ზე. უნდა მართოთ საყვარელი ზღარბები და მრავალნაირი ექსტრავაგანტური იარაღით, უნდა დაასწროთ და დაანადგუროთ მოწინააღმდეგე. მოთამაშეები რიგრიგობით აკეთებენ სვლებს. ამჟამად თამაში შესაძლებელია Windows და Linux პლათფორმებზე.

ავტორთა განცხადებით, თამაშის iPhone–ში პორტირება დასკვნით სტადიაშია და მალე მომხმარებლები შესძლებენ დატკბნენ მისით და სრულად გამოიყენონ OS X–ის შესაძლებლობები.