Neverball 1.1

განახლდა Neverball. ავტორმა დაამატა თამასში ის, რასაც ბევრი მოითხოვდა – თამაშის პარამეტრების მორგება.

ახლა უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ თამაშის რეჟიმი: ვერტიკალური და ჰორიზონტალური.

რეპო: BigBoss’s App and Things, (Games, 8.2 მბაიტი)

MyBattery 1.1

განახლდა პროგრამა MyBattery, რომელიც აჩვენებს iPhone-ის აკუმულატორის დამუხტვის დონეს. ახალ ვერსიაში დამატებულია:

  • ფონის, შრიფტის გაფრთხილების ფანჯრის ფერის
  • დეტალური ინფორმაციის ჩვენება
  • დამუხტვის ხატულის დამალვა
  • ინფორმაციის ჩვენება დამუხტვისას
  • განახლების დროის ჩვენება (5-დან 60 წამამდე)
  • ავტოგანახლების ტაიმერის გამორთვა
  • ცალკეული პარამეტრების აღდგენა

რეპო: https://modmyifone.com/installer.xml

Neverball 1.0

რამოდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე ვისაიბრეთ ამ თამაშზე და აი, ის უკვე გამოჩნდა Installer-ში. თამაში დროს შეგიძლიათ აბრუნოთ კამერა და შეცვალოთ ხედი 3-დან ერთერთი რეჟიმის ამორჩევით – Top Left for Chase View, Top Middle for Lazy View და Top Right for Manual View.

თამაში არის დონის შენახვის, მისი გამეორების და შემდეგზე გადასვლის შესაძლებლობა. Neverball – ზოგადად monkey ball-ის კლონია. თამაში ძალიან მოსახერხებელია მართვაში.

Maverick Software AppStore-ში 4 თამაშს განათავსებს

გლენდა ადამსმა კომპანიიდან Maverick Software გამოაქვეყნა თამაშები iPhone/iPod Touch-ისათვის, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება AppStore-ში.

Comet Cowboy – საინტერესო თამაშია, რომლის მართვაც აქსელომეტრის საშუალებით ხდება. მოქმედება ხდება კოსმოსში, სადაც ტქვენ ხელთ უნდა იგდოთ კომეტები. თამაშის რამდენიმე დონე, ავტომატური შენახვა, შესანიშნავი გრაფიკა – ეს Comet Cowboy-ია. ფასი $4.99

Yulan Mahjong Solitaire – კლასიკური ჩინური თამაში მაჯონგი. შესაძლებელია დაფის გადიდება. ფასი $4.99

Snowglobe გადააქცევს iPhone-ს თოვლიან სფეროდ. ტელეფონის შეჯანჯღარებით თოვლი უფრო ინტენსიურად წამოვა. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფოტო თქვენი ალბომიდან და მოათავსოთ სფეროში. შესაძლებელია სფეროს ზომების, ფანტელების ზომის და მათი რაოდენობის მორგება. ფასი – $0.99

Blip Solitaire – კლასიკური თამაშის Pong მორიგი ვარიანტი. პლათფორმა გადაადგილდება წრიულად. თამაში უფასოა.

Shaky Summit

შესაძლოა გახსოვთ ასეთი თამაში, Revolt – შესანიშნავი შუტერი iPhone-ისათვის, რომელიც შექმნა კანადურმა კომპანიამ IUGO mobile entertainment.

დღეს წარმოდგენილი იქნა კიდევ ერთი ფრიად საინტერესო პროექტი სახელად Shaky Summit – მსუბუქი სტრატეგია, სადაც მართავთ არა ერთ, არამედ რამდენიმე პერსონაჟს. Shaky Summit აუცილებლად მოეწონებათ მომხარებლებს მარტივი ინტერფეისით და ორიგინალური დიზაინით.

TourDeFrance 0.2

განახლდა გზამკვლევი „ტურ დე ფრანსის“ ველორბოლების 0.2 ვერსიამდე, განხორციელდა რამდენიმე ცვლილება. პირველი, რაც თვალში საცემია, ეს ახალი ხატულაა. პროგრამის გაშვების შემდეგ გამოდის ორი პარამეტრი: ფრანგული/ინგლისური ენის არჩევა და ცვლილებების სია. შესაძლებელი გახდა ინტერნეტ შედეგების ნახვა.

აგრეთვე დამატებულია ახალი გუნდები და მონაწილეები. რბოლების კალენდარი ლურჯი ფერის გახდა.

რეპო: iSpazio: https://repo.ispazio.net

Trism 0.7.8

რემდენიმე თვის წინ გამოვიდა ამ თამაშის დემო-ვერსია.

ახლა ეს თამაში ხელმისაწვდომია ალფა-ვერსიის სახით და მისი ჩამოტვირთვაც შესაძლებელია. თქვენ გელოდებათ მრავალი ახალი დონე და სტაბილური მუშაობა.

ამის გარდა, ეს თამაში ზეგიდან ხელმისაწვდომი იქნება App Store-ში 4.99$ ფასად.

რეპო: ModMyiFone

AppleTap 1.4

დღეს განახლდა Apple–ის პროდუქტების გზამკვლევი. პროგრამის ახალი ვერსია AppleTap 1.4 შეცვლილია:

  • ახალი ხატულა
  • ჩანართ Featured–ში გაჩნდა დამატებითი ინფორმაცია მდგომარეობის შესახებ
  • Apple–ის გვერდზე დაემატა ახალი პარამეტრი Guided Tour, პროდუქტისა და YouTube მომსახურების
  • ვიდეომიმოხილვა
  • განყოფილება Pictures–ში დაემატა რამდენიმე გამოსახულება
  • ყველა აპარატისთვის 3 გამოსახულება
  • დაემატა მითითებული წლის მიხედვით გამოგონებების ნახვა
  • Google search კვლავინდებურად ერთ სიტყვაზე მუშაობს

რეპოზიტორიუმი: https://modmyifone.com/installer.xml

PowerTool

PowerTool – ეს არის springboard–ის და მთლიანად ტელეფონის გადასატვირთი კიდევ ერთი დამატება. პროგრამის გაშვების შემდეგ იხილავთ რამდენიმე პარამეტრს: Set Language – iPhone–ის გადატვირთვა დაბლოკილ ეკრანში გადაყვანის გარეშე,Restart SpringBoard – SpringBoard–ის გადატვირთვა მისი დაბლოკილ ეკრანში გადაყვანით, Reboot – ეკრანის ლოგოდან ჩატვირთვა.

დამატების ტესტირებისას დეფექტები არ გამოვლენილა. PowerTool–ს წააწყდებით რეპოზიტორიუმში iSpazio (Community Sources)

MyBattery

MyBattery – ეს არის მცირე ზომის დამატება, რომელიც აკუმულატორის დამუხტულობას გიჩვენებთ. მონაცემები პროცენტული შეფარდებით აისახება, განახლება ყოველ 10 წამში ხდება. ზოგჯერ ეს ინფორმაცია მეტად სასარგებლოა, არის შემთხვევები, როდესაც ეკუმულატორში დარჩენილი ენერგიის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა დაგჭირდებათ.

რეპოზიტორიუმი: https://modmyifone.com/installer.xml