უჩვეულო შეხვედერები Apple Store-ში

თუ დავუჯერებთ სედრიკ ლინიეს, შაბათს სტივ ჯობსი პირადად ეწვია ერთ-ერთ თავის მაღაზიას.

პრინციპში ამაში არაფერი საოცარი არც არის. სტივი ახლოს ცხოვრობს Apple Store-ს ერთ-ერთ მაღაზიასთან, ის იქ ხშირად შედის. ალბათ ამჯერადაც ასე იყო.

Steve Jobs in Apple Store
Steve Jobs in Apple Store
Steve Jobs in Apple Store
Steve Jobs in Apple Store

სტივ ჯობსმა უარყო ბრაზილიაში Apple Store-ის გახსნის იდეა

სტივ ჯობსს მიმართა რიო დე ჟანეიროს ისოტრიული ცენტრის ხელმძღვანელმა ვაშინგტონ ფაჟარდომ (Washington Fajardo). მან შესთავაზა ეფლის მეთაურს საფირმო მარაზიის გახსნა ან ქალაქის საპორტო ნაწილში, ან — უშუალოდ ისტორიულ ზონაში. ამავდროულად Apple-ს ჰპირდებიან მთავრობის ყველანაირ მხარდაჭერას და შეღავათებს, მაგრამ ჯობსი ფეხს არ იცვლის: არავითარი საფორმო მაღაზია ბრაზილიაში არ იქნება.

მისი განმარტებით ქვეყანაში „გიჟური“ („super crazy“ ორიგინალში) გადასახადებია, რაც ბრაზილიას არასასურველ ადგილად აქცევს Apple-ის ინვესტიციებისათვის.

P.S. საქართველო ხომ ყველაზე მზარდი და სასურველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის (ზომბოყუთში ამბობენ ასე :D)? ნეტავ ჩვენთთან რა აფერხებს ასეთი მაღაზიის გახსნას? ;)

დააჭერინე ხელში!

ვებ-საიტმა MacRumors გამოაქვეყნა ეფლის მაღაზიების თანამშრომლებისათვის განკუთვნილი შიდა ინსტრუქციის ფრაგმენტი. როგორც უკვე ცნობილია, ტელეფონის ახალი მოდელი ვერ გააქტიურდება მყიდველის მიერ დამოუკიდებლად — ეს ოპერაცია შესრულდება მაღაზიის მუშაკთა მიერ და Apple-ის გაანგარიშებით, ერთი ტელეფონის აქტივაციას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება.

რომ ამ დროის განმავლობაში მყიდველმა არ მოიწყინოს, Apple-მა დაავალდებულა გამყიდველებს ტელეფონის კოლოფიდან ამოღების შემდეგ ცოტა ხანი „ხელში დააჭერინონ“ მყიდველს იგი, რათა მყიდველი დატკბეს ამ მომენტით და მხოლოდ ამის მერე დაიწყონ აქტივაცია.

წყარო: MacRumors

BeatMaker უკვე AppStore-ში

Intua–მ შექმნა მეტად სასარგებლო დამატება BeatMaker, რომელიც ახალი თობის მობილურ მუსიკალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და პირდაპირ iPhone/ipod touch–ში მუსიკის შესაქმნელად გამოიყენება. BeatMaker შეიცავს პროგრამულ ბითბოქსებს, სემფლებს და მუსიკალური ფრაგმენტების დასადებ ბილიკებს. ეს და სხვა შესაძლებლობები BeatMaker–ს, მობილურ მოწყობილობაში მუსიკის შესაქმნელ, უნიკალურ, მრავალფუნქციურ ინსტრუმენტად აქცევს. მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება.

პროგრამას გააჩნია დიდი რაოდენობით აუდიოეფეტები, შეყოვნების და სინქრონიზაციის უნარიანი ორი დამოუკიდებელი არხი, 3 ექუალაიზერი, და პოპულარული Bit-Crusher. შეგიძლიათ მიუთითოთ აღწარმოების რიტმი, დააყენოთ შესაბამისი სიხშირეები, ან აღადგინოთ ძველი, დაზიანებული სიმღერები.

შეგიძლიათ ძალიან სწრაფად შექმნათ მუსიკალური კომპოზიცია და მყისიერად დააექსპორტოთ აუდიოფაილის სახით. AppStore–ში გამოჩენამდე, შემქმნელები აპირებენ დამატების რამდენიმე სასარგებლო შესაძლებლობით აღჭურვას. პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

Apple Store სიდნეიში უკვე 18 ივნისს

Apple-მა განაცხადა, რომ Apple Store-ის სიდნეიში ოფიციალური გახსნა მოხდება 19 ივნისს, ზუსტად 17 საათზე სიდნეის დროით. ეს მაღაზია პირველი იქნება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაპირზე.

და მხოლოდ სამი კვირის მერე ავსტრალიაში წარმოდგენილი იქნება მე-2 თაობის iPhone-ები.

AppStore — ბოლო სიახლეები

AppleInsider-მა გამოაქვეყნა ზოგიერთი ინფორმაცია AppStore-ის შესახებ. ინფორმაცია ეხება ძირითადად პროგრამის შემქმნელებს, რომლებიც განათავსებენ თავიანთ პროდუქტს ამ სერვერზე. აი, რა ითქვა:

  • პროგრამის მაქიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 გბაიტს;
  • ფასიანი პროგრამის ღირებულება შეიძლება იყოს 0.99$ – 999$ შორის;
  • თამაშების პოპულარობა შესაბამისი იქნება ევროპული და ამერიკული სტანდარტებისა;
  • თამაშებთან და პროგრამებთან წვდომის რეგინალური დაბლოკვა;
  • ეროტიკული თამაშების და პროგრამების გაყიდვის აკრძალვა;

App Store-ზე დამატებების საშუალო ფასი $2.29-ია, ხოლო 71% უფასოდ ვრცელდება

Piper Jaffray–ის ანალიტიკოსებმა WWDC კონფერენციაზე პატარა გამოკითხვა ჩაატარეს და საინტერესო შედეგები მიიღეს:

  • შემქმნელების 50% მხოლოდ iPhone/iPod Touch–ის გადაწყვეტილებებს ამზადებს;
  • 15% GPS–ისთვის სოფტზე მუშაობს;
  • 10% გასართობ დამატებებს ქმნის;
  • 15% კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობს;
  • 70% სხვა ტელეფონებისთვისაც ქმნის პროგრამებს;
  • AppStore–ზე დამატების საშუალო ფასი $2.29–ია;
  • პროგრამების 71% მთლიანად უფასო იქნება.

Apple Store-მაღაზიების არადოკუმენტირებული სერვისი

…ამასობაში ისტორია ავადსახსენებელი განახლების 1.1.1, რომელმაც ათასობით iPhone-ი გამოიყვანა მწყობრიდან, ემზადება მოულოდნელი გარძელებისათვის: The Unofficial Apple Weblog-ის განცხადებით, Apple Store-ის ამერიკულ მაღაზიებში შესაძლებელი გახდა „უსიცოცხლო“ ტელეფონის გაცოცხლება. ამისათვის საჭიროა მიხვიდეთ Genius Bar-ის ლოკალურ სადგამთან, ჩააბაროთ ტელეფონი ერთ-ერთ „გენიოსს“ და დაელოდოთ, ვიდრე იგი საწყობში არ გაუჩინარდება მხოლოდ იმისათვის, რომ მცირე დროში დაბრუნდეს სრულიად აღდგენილი მოწყობილობით. სამწუხაროდ, უცნობია, თუ რომელი ტიპის iPhone-ები ჩააბარეს კონსულტანტებს – ჩვეულებრივები თუ განბლოკილები.

Apple Store-ის განცხადება iPhone-ების შესახებ

Apple Store-ის მაღაზიებში გამოჩნდა აი ასეთი განცხადება. მოკლედ რომ ვთქვათ, მასში წერია, რომ განბლოკვის პროგრამებმა შეიძლება დააზიანონ ტელეფონის შიდა პუ და მობილური შეწყვეტს ნორმალურ მუშაობას. შემოწმებულია პრაქტიკულად – Apple-ი აღარ ხუმრობს…