Apple ნებას რთავს ინტერპრეტირებად კოდს

Apple-მა წყნარად და მშვიდად შეცვალა iPhone SDK-ს გამოყენების წესები და დეველოპერებს უფლება მისცა გამოიყენონს ინტერპრეტირებადი ენები პროგრამირებისას. პუნქტი 3.3.2. ადრე სრულიად გამორიცხავდა ასეთი კოდის გამოყენებას. დეველოპერებისათვის ეს ნიშნავდა ისეთი ხელსაწყოების გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად Adobe Flash-to-iPhone.

მართალია ახალი წესები მთლიანად არ ხსნის პრობლემებს, ვინაიდან ასეთი არასტანდარტული კოდის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეფლის წერილობითი ნებართვით.

ეფლის პროდუქტების სურათებს რამდენიმე თვით ადრე იღებენ

ეფლის ოფიციალურ საიტზე არის განყოფილება “Images for Media”, სადაც ქვეყნდება კომპანიის პროდუქტების ფოტოები მაღალ ხარისხში. ცნობისმოყვარე ადამიანებმა გადაამოწმეს ეს ფოტოები და საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეს.

Macbook Air Sales Web
Macbook Air Sales Web

ჯერ-ერთი, ფოტოს თვისებებში შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელი ფოტოაპარატით არის ის გადაღებული — მითითებულია აპარატი Hasselblad CF528-39 – Rollei Lens Control S. რამდენადაც მივხვდით ეს არის 22 ან 39 მეგაპიქსელიანი აპარატი. მეორეც, შეგვიძლია გავიგოთ ფოტოს გადაღების დროც, ამ სურათზე გამოსახული Macbook Air-ი ოფიციალურ გაყიდვებამდე 4 თვით ადრეა გადაღებული.

Apple — აშშ-ს ინდუსტრიის მატარებელი

Apple ერთადერთი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც გაყიდვების ზრდა აჩვენა 2010 წლის პირველ კვარტალში. მისი წილი წლიდან წლამდე იზრდებოდა და დღეისათვის ის მსოფლიო ბაზრის 3.4%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის მეშვიდე ადგილზეა. HP-ს და DELL-ს მაჩვენებელი მეტი აქვთ, პირველი და მესამე ადგილი შესაბამისად, მაგრამ მათი განვითარება უფრო ნელა ხდება.

მკვლევარები ამ ფაქტს ხსნიან iPhone-ისა და iPad-ის პოპულარობის მატებით. ისევე როგორც iPod-ის შემთხვევაში, ეს პროდუქტებიც თავის გარშემო ქმნიან ცხოვრების წესს: როდესაც Windows-ის მომხმარებელი ყიდულობს ეფლის პორტატულ ტექნიკას, მისი გადასვლა ეფლის კომპიუტერებზე გაცილებით ადვილად ხდება.

Apple უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Microsoft

2010 წლის 26 მაისს, ოთხშაბათს მოხდა ამბავი, რომელიც ერთი მხრივ არაფერზე არ მოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ ნიშანდობლივია როგორც Apple-ისათვის, ასევე მთელი ინდუსტრიისათვის: კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 222 მილიარდი დოლარი, რაც სამი მილიარდით უფრო მეტია, ვიდრე Microsoft-ის კაპიტალიზაცია იმავე დღეს.

აქვე უნდა შევიტანო ერთი დაზუსტება, რომ საბაზრო კაპიტალიზაცია — საკმაოდ ფარდობითი რამ გახლავთ და აჩვენებს კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების საერთო ღირებულებას. ხოლო ვინაიდან აქციების კურსს ახასიათებთ მერყეობა, ამიტომ კაპიტალიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ერთიპორვნულ ფინანსურ მაჩვენებლად.

მიუხედავად ამ ყველაფრისა უკვე ფაქტი, რომ ეფლმა გადაუსწრო მაიკროსოფტს, მრავლისმეტყველია. 12 წლის განმავლობაში სტივ ჯობსის გუნდმა შეძლო ამ ამჩვენებლის 4ჯერ გაზრდა და 150 მილიარდის დამატება.

ისტორია: Apple უშვებს პირველ ნოუთბუკს ტრექპადით

სერია PowerBook 500 მთელი რიგი მიზეზების გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, უცნაური ფასი: 2270-დან 4840-მდე. ასეთი დიდი სხვაობა გამოწვეული იყო შიგთავსის მარავალფეროვნებით.

PowerBook 500-მა პირველად მიიღო სტერო-სპიკერები, პირველად აღიჭურვა PCMCIA-ბარათების მიმღები სლოტით, გახდა პირველი ნოუთბუკი ნიკელ-ლითონჰიდრიდიანი აკუმულატორის მფლობელი.

Powerbook Trackpad
Powerbook Trackpad

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სხვა რამ — მას პირველს ჰქონდა სენსორული ტრექპადი. ის ჯერ კიდევ 1988 წელს გამოიგონა ჯორჯ გერფერდმა, მაგრამ ვერცერთმა მწარმოებელმა ვერ გაბედა მასზე გადასვლა.

ვერავინ, ეფლის გარდა.

შემდეგ ჯერზე Apple და Google ერთმანეთს სამგზანზომილებიანი სიტემისათვის დასცხებენ?

ამა წლის სამ მაისს Google-მა შეიძინა კომპანია BumpTop-ი, რომელიც დაკავებულია სამგანზომილებიანი ინტერფეისების შექმნით Windows-ისა და Mac OS X-ისათვის. სავარაუდოდ ამ შენაძენით ინტერნეტ-გიგანტს სურს Android-ისა და Chrome OS-ის ინტერფეისის გადატანა 3D-სივრცეში. თუმცა კუპერტინოც არ კარგავს დროს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში Apple-მა აიღო ორი საინტერესო პატენტი, რომლებიც გვიჩვენებენენ სტივის კომპანიის მუშაობას ამ მიმართულებით.

პირველ პატენტში ეფლი გვთავაზობს პირდაპირ დავუკავშიროთ სამუშაო დაფის ელემენტები მიმდინარე განათების წყაროსთან. პრაქტიკაში ეს ძალიან მარტივია: Apple-ის კომპიუტერები უკვე დიდი ხანია აღჭურვილია განათების სენსორებით, ახლა კომპანიას სურს ასევე სინათლის წყაროს მიმართულების გამოცნობაც. ამაზე დამოკიდებულებით შეიცვლება სამუშაო დაფაზე შუქ-ჩრდილების მიმართულებაც.

Apple-Google Patents
Apple-Google Patents

ზუსტად ასევე ეფლი გვპირდება, რომ შეცვლის ეკრანის საერთო სურათის პარამეტრებს, ფერთაგადაცემის ჩათვლით.

ძირითადი იდეა მაინც იმაშია, რომ კიდევ უფრო შემცირდეს სხვაობა რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. თქვენი საქაღალდეები და დოკუმენტები სამშაო დაფაზე უნდა გახდნენ თქვენი ჩაის ფინჯანის გარგძელება, რომელიც რეალურ მაგიდაზე დგას.

მეორე პატენტში კომპანია აღწერს სამგანზომილებიანი ვიჯეტების ახალ სისტემას, რომელთა წახნაგებზე შეიძლება ინახებოდეს სხვადასხვა ინფორმაცია. მომხმარებელს შეუძლია ატრიალოს ეს ვიჯეტები რეალურ დროში და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

დავამატებ, რომ Mac OS X 10.7 ჯერ არის წარმოდგენილი. იქნება და მაგ ვერსიაში გვაჩვენებს ეფლი ახალ, სამგანზომიელბიან Finder-ს?

Apple-Google Patents
Apple-Google Patents

New York Times: Apple ყიდულობს Intrinsity-ს

სამშაბათს Appleმა დაუდასტურა New York Times-ს პროცესორების კიდევ ერთი მწარმოებლის შეძენის ფაქტი. კუპერტინოს ოჯახს შეემატა პაწია კომპანია Intrinsity.

გარიგება, რომლის ღირებულებაც არ სახელდება, დასრულდა გასული თვის ბოლოს. “ამით მათ თავიანთ საისრეს მეორე ისარი დაამატეს”, ამბობს ანალიტიკოსი ტომ ჰალფილი. მისი შეფასებით, ამდაგვარი შენაძენი ეფლს დაახლოებით 120 მილიონი დაუჯდებოდა. “კუპერტინოსათვის ეს მზესუმზირის ფულია, ხოლო მოგება ამ შენაძენიდან ძალიან დიდი”.

დაუზუსტებელი ინფორმაციით Intrinsity მუშაობდა Apple-თან ერთად ახალ პროცესორზე  A4. ზუსტად მათი ტექნოლოგიების დამსახურებაა პროცესორის 1 გჰც-მდე გაქაჩვა ელკვების დიდი მატების გარეშე.

ალბათ ეფლს იმდენად მოეწონა ამ კომპანიის მუშაობის შედეგები, რომ გადაწყვიტა აღარავისათვის არ გაეყო მათი თავი.

Apple Inc. (34), მივულოცოთ ეფლს, ის დღეს იუბილარია!

მოკლედ, დღეს მართალია 1 აპრილია, ტყუილების დღე, მაგრამ რა ვქნათ, სწორედ დღესა აქვს ეფლს დაბ. დღე! 1976 წლის 1 პარილს დაფუძნდა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი კომპანია და მას მერე უკვე მრავალი წელია გულს გვიხარებს თავისი მართლაც რომ საუკეთესო პროდუქციით! ვულოცავ ყველა ვაშლოფილს ამ დღეს!

Apple Birthday
Apple Birthday

Apple იყიდის Samsung-ისაგან iPad-ის სამ მილიონ ეკრანს

Apple-მა გააფართოვა IPS-მატრიცების მომწოდებლების სია ორამდე: The Korea Times-ის ინფორმაციით, ახალი მომწოდებელი იქნება Samsung-ი, რომელთანაც უკვე დაიდო ხელშეკრულება 250 მილიონ დოლარზე. ხელშეკრულების საგანია — სამი მილიონი 9,7 გოჯიანი ეკრანების მოწოდება. ეს iPad-ის ყველაზე ძვირი ნაწილია — აიფონის მატრიცაზე მხოლოდ ორჯერ დიდია და ხუთჯერ უფრო ძვირი ღირს: 80 დოლარი.

ერთი წლით ადრე ეფლმა დადო ხელშეკრულება LG Display Co.-სთან, მაშნ საუბარი იყო ხუთწლიან ურთიერთობაზე  და 500 მილიონ დოლარზე, რომელიც მალე კიდევ 300 მილიონით გაზარდეს.

მაგრამ ეს არაა მთავარი — სამსუნგის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის განცხადებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასევე ეფლის ახალი თაობის აიფონების ეკრანების მიწოდებაზე.

კარგი ინფორმაცია Intel-ისათვის და ცუდი Apple-ისათვის?

როგორც გვატყობინებს DigiTimes-ი, კომპანია Intel-ი მოულოდნელად აღმოჩნდა საკუთარი მობილური პროცესორების Core i3, i5 და i7 დეფიციტის წინაშე. ამის მიზეზი გახდა ტაივანური კომპანია Acer-ი, რომელმაც მიიღო გაყიდვების კარგი პროგნოზი და დიდი შეკვეთა განათავსა.

ამის მერე Intel-ს მეტი რა დარჩენოდა, რომ გადაეხედა თავისი წარმოების გრაფიკზე პარტნიორებისათვის: პირველ რიგში მიწოდება მოხდება მხოლოდ საკვანძო შემკვეთებისათვის, ხოლო დანარჩენები გადაიწევენ მეორე პლანზე.

და რა შუაშია Apple-ი? სინამდვილეში კუპერტინოსთან ამ სიახლეს პირადპირი კავშირი აქვს. უახლოეს ხანში უნდა მოხდეს Macbook Pro-ს განახლება, რომელშიც, ჭორების თანახმად იქნება ახალი პროცესორები. Apple-ს აქამდეც ჰქონია ხოლმე პრობლემები პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო თუ Intel-ისაგან მოწოდება შემცირდება, კუპეტინოს ნამდვილად შეექმნება პრობლემები.

უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის თამაში Intel-ის მიმართ ზღვულ დონეზეა. კუპერტინომ მხარი დაუჭირა Nvidia-ს, ხოლო ამის შემდეგ საერთოდ თავისი პროცესორი გამოუშვა. ამ ქმედებების შემდეგ არის ყველა პირობა იმისათვის, რომ Intel-მა აღარ ჩათვალოს Apple-ი „პირველი კატეგორიის მეგობრად“, ეს კიდევ უკვე ძალიან ცუდია.