Adobe-მ წარმოადგინა ელჟურნალების შექმნის პლათფორმა iPad-ისათვის

ყველამ ალბათ უკვე ნახა ამასწინათ App Store-ში დამატებული ჟურნალი WIRED. ეს პირველი ცნობილი ჟურნალია, რომელმაც აიპადისათვის საკუტარი ვერსია გამოუშვა. პირველ რიგში ის ნიშანდობლივია საინტერესო ფუნქციების რეალიზაციით, მაგალითად ინტერაქტიული რეკლამა, ჩადგმული ვიდეო, სლაიდ-შოუ, მაშტაბირება და ა.შ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=zBIitccr7bw&feature=player_embedded[/youtube]

აღნიშნული ჟურნალი მომზადდა Adobe-ის საგამომცემლო პლათფორმის (Digital Publishing Platform) საშულებით. ეს გახლავთ InDesign CS5-ის სპეციალური კომპონენტი, რომელსაც შეუძლია მულტიმედიის ჩვეულებრივ დაკაბადონებაში ინტეგრაცია და სპეციალურად აიპადისათვის მისი აწყობა.

Adobe Photoshop CS4-ის ტექნიკური განახლება

დღეს Adobe-ს საიტზე გამოჩნდა Photoshop CS4-ისა და Photoshop CS4 Extended-ის ტექნიკური განახლება. ნუმერაცია: 11.0.2. მისი საშუალებით აღმოიფხვრება უსაფრთხოების შეცდომები და აგრეთვე რიგი შეცდომები, დაკავშირებული ფუნჯებთან, სტილებთან და გრადიენტებთან.

სისტემური მოთხოვნები: Adobe Photoshop CS4 ან Photoshop CS4 Extended გადმოწერა (36მბაიტი).

Adobe ხელს კიდებს HTML5-ს

კონფერენციაზე Web 2.0 Expo გამოსვლისას Adobe Systems-ის ხელმძღვანელმა, კევინ ლინჩმა რამოდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ჯერ ერთი, მან შეაფასა ეფლის მოქმედება Flash-თან მიმართებაში. მეორეც, მოხაზა კომპანიის გეგმები HTML-ს მხარდაჭერის საკითხებში.

მისი განცხადებით, HTML5-ზე მათ დიდი გეგმები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ სტანდარტს განიხილავს როგორც Flash-ის კონკურენტს. „Adobe შექმნის პროგრამირების საუკეთესო ხელსაწყოებს მათთვის, ვინც მოისურვებს საკუთარი შიგთავსის HTML5-ში შექმნას. საუბარი არაა HTML5-ისა და Flash-ის დაპირისპირებაზე. ისინი ურთიერთხელსაყრელია ორთავესათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი — ქსელში არჩევანის თავისუფლებაა“.

გაიცანით, Adobe CS5!

პაკეტის Adobe Creative Suite მეხუთე ვერსია ამ გაზაფხულზე გამოვა. როგორც ცნობილი გახდა, ძირითადი სიახლე იქნება Photoshop-ის 64 ბიტიანი ვერსიის დამატება, რომელიც მთლიანად Cocoa-ს გამოყენებით არის დაწერილი.

64-ბიტიანი Photoshop CS5-ი. თავიდან იგეგმებოდა, რომ ამ პროგრამის 64 ბიტიანი ვერსია CS4-ში მოხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი როგორც ყოველთვის Apple-მა აურია, გადაწყვიტა რა უარი ეთქვა Carbon-ის 64 ბიტიანი ვერსიის გამოშვებაზე. პროგრამისტებს მოუწიათ პროგრამის ხელახალი დაწერა, რასაც ორი წელი დასჭირდა.

ახალი ვერსიის ტესტერების განცხადებით ძირითადი სიახლეები პროგრამის ბირთვიშია დამალული. ახალი ფუნქციები არ დამატებია დიდად, სამაგიეროდ უფრო აჩქარდა დიდ ფაილებთან, სამგანზომილებიან ობიექტებთან და ვიდეოსთან მუშაობისას.

უნდა აღინიშნოს გამოსახულებიდან არასაჭირო ობიექტების წაშლის ახალი ალგორითმი, რომელიც ამ პროცედურად გაცილებით უკეთ ასრულებს.

Adobe-ის შეფასებით, რედაქტორის 64 ბიტიანი ვერსია 8-12 პროცენტით უფრო სწრაფია, ვიდრე 32 ბიტიანი.

InDesign CS5. Adobe აგრძელებს გამომცემელთა გადაბირებას იდეით, რომ შიგთავსი შეიქმნას არამარტო დასაბეჭდად, არამედ სხვა ფორმატებისთვისაც. პირველ რიგში ინტერნეტისათვის, ხოლო სადაც ქსელია, იქ Flash-იც არის. CS5-ის შემთხვევაში საუბარია პროექტების Flash-ის ფაილებში გამოქვეყნებაზე.

აღინიშნება, რომ Dreamweaver-ი უფრო ზუსტად ახდენს ვებ-გვერდების დაკაბადონებას და გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენებოდეს იგივე ხელსაწყოები InDesign-ში.

Flash-ი და Dreamweaver CS5-ი. ამ პროგრამების ახალმა ვერსიებმა როგორც იქნა მიიღეს კოდის შეფერადების შესაძლებლობა, თუმცა ცვლილებები სხვა სიბრტყეშია მოქცეული. ვინაიდან Apple-ი არ უშვებს Flash-ს iPhone-ში,  Adobe-მ გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. ახლა პროგრამისტს შეუძლია თავისი პროექტი შეინახოს iPhone-ს აპლიკაციის ფორმატში. ამ დროს ტექნიკურად Flash-ი საჭირო არ არის.

Mini-Bridge. CS5-ის ყველა პროგრამაში დაემატა ფუნქცია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “Mini-Bridge”. ის საშუალებას მოგვცემს წინასწარ დავათვალიეროთ ფაილი, სამუშაო გარემოდან გაუსვლელად.

Adobe აგრძელებს მუშაობას Flash-ზე iPhone-ისათვის

Flash-ის iPhone-ვერსია ჯერ კიდევ შექმნის ადრეულ სტადიაზეა, გვამცნო Adobe-ის აღამსრულებელმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა (Shantanu Narayen). როგორც ცნობილია, Apple-ი არ არის გულანთებული iPhone-ში Flash-ის დანერგვით, ვინაიდან ეს ჩადგმა მეხსირებას ფრიად „სჭამს“, რაც ნეგატიურად აისახება მოწყობილობის ავტონომიურად მუშაობის დროზე.

„ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, — განაცხადა ნარაიენმა კონფერენციაზე, რომლეიც Adobe-ის ფინანსურ შედეგებს შეეხებოდა. — ჩვენ უკვე გვაქვს ვერსია, რომელიც ემულატორში მუშაობს.

წყარო: Seeking Alpha

Adobe-მა დაიწყო Flash-დამკვრელის შექმნა iPhone-ისათვის

ამის შესახებ განაცხადა Adobe Inc. დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა ინვესტორებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ iPhone SDK-ს გამოსვლასთან ერთად, კომპანიას გაეხსნა ხელები და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს iPhone-ისათვის ფლეშ-დამკვრელის შექმნას.

მან აგრეთვე აღნიშნა: „ჩვენ გვესმის Flash-ტექნოლოგიის მხარდაჭერის აუცილებლობა Apple-ისაგან, მხოლოდ ამის საშუალებით შეძლებენ მომხმარებლები ინტერნეტში სრულფასოვან მოგზაურობას. Flash-ი უნდა გახდეს თანამედროვე Web-რესურსების ძირითადი ელემენტი.”

Adobe-მა გამოუშვა Camera Raw 4.4 და Lightroom 1.4

Adobe-მა გამოუშვა პროფესიონალ ფოტოგრაფთა მოსახმარი პაკეტის Lightroom -ის და Photoshop-ის ჩანადგამის Camera Raw-ს ახალი ვერსიები.განახლებებს Camera Raw 4.4 და Lightroom 1.4 გააჩნიათ ცხრა ახალი კამერის მხარდაჭერა:

  • Canon EOS 450D (Digital Rebel XSi/EOS Kiss X2);
  • Fujifilm S100FS;
  • Nikon D60;
  • Olympus SP-570 UZ;
  • Pentax K20D;
  • Pentax K200D;
  • Sony A200;
  • Sony A300;
  • Sony A350.

წყარო: Adobe Systems

Adobe-ი Macworld-ზე წარმოგვიდგენს Photoshop Elements 6 for Mac

Adobe-მა წარმოადგინა რასტრული გრაფიკის პოპულარული რედაქტორის ახალი ვერსია, — Photoshop Elements 6 for Mac.

Photoshop Elements 6 for Mac-ის მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მუშაობის სამი რეჟიმიდან ერთ-ერთი, ხოლო ახალბედებს შეუძლიათ გამოიყენონ Guided Edit ოსტატი.

„მოხარულები ვიქნებით წარმოვადგინოთ ახალი ვერსია Macworld-ზე, – განაცხადა Adobe-ის ხელოვნების პროდუქტების მიმართულების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ლოიაკონომ (John Loiacono). – ამ ვერსიაში ჩვენ მიზნათ დავისახეთ გაგვეადვილებინა ყოველდღიური და ჩვეულებრივი ამოცანების შესრულება. Photoshop Elements 6 for Mac-ი შესაძლებლობას გაძლევთ მოაწესრიგოთ და სწრაფად მოიძიოთ ფოტოები, განახორციელოთ რედაქტირების მძლავრი ოპერაციები და მრავალი სხვა“.

გაყიდვაში Photoshop Elements 6 for Mac გამოვა მ.წ. მეორე კვარტალში $90-ად.

წყარო: Adobe Systems

Adobe-მა განაცხადა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის Leopard-თან თავსებადობაზე

Adobe-მა განაცხადა, რომ მისი პროდუქტების უდიდესი ნაწილი თავსებადია ახალ ოპერაციულ სისტემასთან, თუმცა ზოგიერთი პროგრამა ჯერ კიდევ საჭიროებს განახლებას, რომლებიც გამოვა დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით.

კომპანიის განცხადებით, Creative Suite-ის ნაკრების უდიდესი ნაწილი – Photoshop CS3, Illustrator CS3, GoLive CS3, Dreamweaver CS3, Fireworks CS3, Flash CS3, InCopy/InDesign CS3 და Contribute CS3 — მთლიანად თავსებადია Leopard-თან. ამავდროულად, Adobe Acrobat 8 Professional, Adobe Premiere Pro CS3, After Effects CS3 Professional, Encore CS3 და Soundbooth CS3 საჭიროებს განახლებას.

„Adobe-ი და Apple-ი რამოდენიმე თვე მუშაობდნენ Leopard-ის და CS3-ის თავსებადობაზე და ჩვენ მოხარულნი ვართ გაცნობოთ ჩვენი პროდუქტების მხრიდან ოპერაციული სისტემის მხარდაჭერაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტები შეძლებენ გამოიყენონ Creative Suite 3-ის ყველა უპირატესობა Mac OS X Leopard-ში Intel და PowerPC პროცესორებზე“, – ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში.

წყარო: Adobe Systems