რიგები iPhone-ზე

როგორც უკვე იცით, ხვალ, პარასკევს იწყება iPhone-ის გაყიდვა. მთელი მსოფლიო შეიშალა უკვე, ხალხი რიგებს წინდაწინ იკავებს.

აი, ნახეთ რა ხდება ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განთავსებულ Apple-ის მაღაზიასთან. ორმა სოფლელმა ჯეელმა წინდაწინ გადაწყვიტა რიგის დაკავება. მაღაზიასთან დაიდგეს გასასშლელი სკამები, მოიმარაგეს გამაგრილებელი სასმელები და ბანანები. ერთ-ერთმა მათგანმა პირველ დღეს „სამი დალიე“-ს ჰანგებზე უკვე მოასწრო კარგად გამობრუჟუნება და მოუთხრო რეპორტიორებს, რომ თურმე მეგობარი გოგონა არ ჰყოლია (ნეტა რა გასაკვირია)! თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული სუბიექტები სულაც არ ჰგვანან ვაშის მოყვარულ ესთეტებს. მაგრამ რას ვიზამთ, iPhone-ი განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრზე!

ბლოგის ახალი დეკორაცია

სალამი მეგობრებო!

როგორც ხედავთ, ჩემს ბლოგს ახალი ე.წ. „Theme“, ანუ დეკორაცია აქვს. მართალია მე სპილომ გადამიარა ხელოვნების „ორგანოებზე“, მაგრამ ქსელში კეთილ ხალხს რა გამოლევს! გუშინ ვათვალიერებდი დეკორაციებს და საბოლოოდ ამ ვარიანტზე შევჩერდი! იმედია თქვენც მოგეწონებათ. თანაც ბლოგი ხომ ნაწილობრივ მაკინტოშს ეხება? ხოდა სრულიად მისაღები იქნება, ჩემი აზრით.

მოკლედ, ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს!

მოგესალმებით!

მოკლედ, დიდი ხანია ვაპირებ ჩემი ბლოგი ვაწარმოო. მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი და ხან რამ. გაუთავებელი პროექტები, თათბირები, ქეიფი და დროსტარება!

მაგრამ დღეს ჩემს თავს ვუთხარი, დელფიუს, გეყოფა! ბოლოსდაბოლოს დაიწყე ეს ბლოგია თუ რაღაცა!

მოკლედ, აჰა დავიწყე.

რა გვექნება აქ ჩვენ?

საწყისს ეტაპზე ორი ძირითადი თემა:

  • Delphi და Apple Macintosh-ი. პირველი იმიტომ, რომ პროგრამირების ეს გარსი ძალიან მომწონს, ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ ნამდვილად!
  • მეორე თემა ჩემთვის ახალი ხილია!  ვაშლი! ფანტასტიური, მარტივი, ლამაზი, მოსახერხებელი! ვაგროვებ თანხებს და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თვეში შევიძენ ამ შესანიშნავ კომპიუტერს!

ჯერ-ჯერობით სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა. შევეცდები, ყოველდღიურად შევავსო ბლოგი თქვენთვის საინეტერესო მასალით!