უკვდავების მოკლე ისტორია

ეს იუმორისტული მოთხრობა ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე. ფრიად სახალისო რამ არის და საკმაოდ ზუსტად აღწერს დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს. გადავწყვიტე გადამეთარგმნა და თქვენთვის შემომეთავაზებინა, როგორც სახალისო საკითხავი ჩვენს არცთუ ისე დალხენილ პირობებში. მკითხველს ვთხოვ ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგება ამ ნაწარმოებს — ეს უბრალოდ ხუმრობაა. Continue reading “უკვდავების მოკლე ისტორია”

CES: მოკლე ისტორია — 1967-2012

დღეს ლას-ვეგასში გაიხსნა ლეგენდარული გამოფენა CES (Consumer Electronic Show), რომელიც უკვე ორმოცდამეექვსედ ტარდება. ჩვენი ბლოგი გამოფენის მიმდიანრეობასთან ერთად ყოველდღიურად მოგაწვდით ახალ ამბებს წარმოდგენილი სიახლეების შესახებ. მანამდე კი მოდით მცირე ექსკურსია მოვახდინოთ ამ გამოფენის ისტორიაში, გამოფენისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოფენაა მსოფლიოში.

Continue reading “CES: მოკლე ისტორია — 1967-2012”

SunnyPage — ცხადად ქცეული სიზმარი

სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია არაფერი არ გამკვირვებია და არ გამხარებია საინფორმაციო სფეროში. კი ბატონო, გამოდის ახალი პროცესორები, უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება ემატება კომპიუტერს, უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკები გამოჩნდა. მერე რა? ეს ყველაფერი უბრალოდ რკინის გროვაა საინტერესო და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. კი მაგრამ, მეტყვით თქვენ მე, განა ბაზარი გაძეძგილი არ არის ათობით ათასი ყველანაირი დანიშნულების აპლიკაციით? არის, მაგრამ მას ერთი აპლიკაცია აკლდა დღემდე და მე ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. თუ რაზეა საუბარი, ამაზე ქვევით მოგითხრობთ.

Continue reading “SunnyPage — ცხადად ქცეული სიზმარი”

Blackberry PlayBook OS 2.0 — მიმოხილვა

კომპანიამ Research in Motion, რომელსაც ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, ცოტა ხნის წინ  წარმოადგინა საკუთარი პლანშეტის საოპერაციო სისტემის ახალი, მეორე ვერსია. სამწუხაროა, რომ განახლებამ ამდენი ხანი დაიგვიანა, თანაც ცვლილებები მიზერულია და თანაც — მოთხოვნილება დაბალი. Continue reading “Blackberry PlayBook OS 2.0 — მიმოხილვა”

PocketBook 912 Pro — განხილვა

ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გმირი გახლავთ ელექტრონული წიგნი PocketBook Pro 912. ზომებით ის ცოტათი დიდია, ვიდრე iPad, ხოლო წონით — 17 გრამით ნაკლები. ჯიბეში რათქმაუნდა ვერ ჩაიდებთ, მაგრამ ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს. ამ მიმოხილვაში შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავღწერო ეს მოწყობილობა.

Continue reading “PocketBook 912 Pro — განხილვა”

PocketBook Basic 611 — მიმოხილვა

ელ. მელნიანი წიგნებისადმი ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დავიწყებ იმით, რომ აგერ უკვე მეშვიდე თვეა, რაც დიდი სიამოვნებით ვსარგებლობ Sony PRS-650-ით, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ. სანამ ამ მოდელზე გავაკეთებდი ჩემს საბოლოო არჩევანს, ბევრი სხვა მოდელი გადავსინჯე. მათ შორის Amazon Kindle და Nook. პირველი დავიწუნე იმ მიზეზით, რომ არ გააჩნია ePUB-ფორმატის მხარდაჭერა, ხოლო მეორე გარეგანი სახის გამო (სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ Sony-ს შეძენის შემდეგ რამდენიმე კვირაში ახალი Nook გამოვიდა, ძალიან იაფი და ძალიან ხარისხიანი, თუმცა მე მაინც არ ვნანობ შემს შენაძენს). მაგრამ აი გავიდა რამდენიმე თვე, მე ახალი სამსახური მაქვს, რომელშიც ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ამ საქმის შემადგენელი ნაწილია განვიხილო ელ. წიგნების ახალი მოდელები. Continue reading “PocketBook Basic 611 — მიმოხილვა”

HP TouchPad-ის მიმოხილვა

სიმართლე გითხრათ, ამ მიმოხილვის დაწერას გაცილებით ადრე ვაპირებდი, მაგრამ ზამთრის სასტიკმა გაციებამ ცოტათი შემაყოვნა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, გაცილებით. ეს ისე, ლირიკა. დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. HP-ის ტაბლეტით საკმაო ხანია დაინტერესებული ვარ. ინტერესის ძირითადი ესკალაცია ჩემში გამოწვია ერთმა მეგობარმა, დავით ივერიელმა, რომელიც ჯერ ერთი, უძველეს მაკისტთა ჯგუფს მიეკუთვნება საქართველოში და მეორეც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც webOS-ით მოიხიბლა და მისი ფანი გახდა. საკმაო ხანი დიდი სკეპტიციზმით ვუყურებდი ამ webOS-ს. Apple-ის iOS-ით განებივრებულს, Android-ის მოუქნელობით დაღლილს, არ მიმაჩნდა, რომ ეს საოპერაციო სისტემა ზოგადად და ეს ტაბლეტი კონკრტულად ჩემში რაიმე ინტერესს აღძრავდა. ამ თემაზე ჩემსა და დავითს შორის არაერთი შეჯახება მოხდა, „სისხლიც“ ბევრი დაიღვარა, თუმცა პოზიციების შენარჩუნებით ორივე მხრიდან. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჩვენს GO! ბლოგში არ დავიწყე მუშაობა და რეალურად არ მომეცა საშუალება ხელით შევხებოდი ამ მოწყობილობას, ასე ვთქვათ, შემეგრძნო მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტები.

Continue reading “HP TouchPad-ის მიმოხილვა”

Blackberry PlayBook-ის დეტალური მიმოხილვა

ამ გაზაფხულზე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გაყიდვაში გამოჩნდა BlackBerry PlayBook. უნდა ითქვას, რომ ამ პლანშეტისადმი დიდი ყურადღება მიპყრობილი იყო ჯერ კიდევ გასული წლიდან, როდესაც მოხდა მისი ოფიციალური ანონსი. კომპანიის Research-In-Motion (RIM), ბიზნეს-გარემოში პოპულარული სმარტფონების, BlackBerry-ს მწარმოებლის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში დაპირებებით გვავსებდნენ, გადაჰქონდათ ტაბლეტის გამოშვების თარიღი, ცვლიდნენ ფასს და ა.შ. და აი, ბოლო-ბოლო მოწყობილობა გამოჩნდა გაყიდვაში. მე შევძელი ერთი ეგზემპლარის მიღება ტესტირებისათვის და ახლა მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს. Continue reading “Blackberry PlayBook-ის დეტალური მიმოხილვა”

Timeline — ახალი პროფილი Facebook-ში

დღიდან Facebook-ის გაჩენისა, პროფილის გვერდი საშუალებას გაძლევდათ მოგეყოლათ საკუთარი თავის შესახებ გერშემო მოყოფთათვის. აქ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვაინტერესებს, გვაღელვებს, მოგვწონს, ან რაც ჩვენთვის საინტერესოა, დაწყებული წაკითხული სტატიის შესახებ შთაბეჭდილებებით, დასრულებული ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების ფოტოსურათებით.

Continue reading “Timeline — ახალი პროფილი Facebook-ში”