სავარძელზე მოხტუნავე ბილი

თქვენ რომ ჟურნალისტი იყოთ და ესაუბრებოდეთ ბილ გეითს, Microsoft-ის დაფუძნებელსა და ოდესღაც აღმასრულებელ დირექტორს, რა საკითხებზე გაესაუბრებოდით?

CBS-ის 1984 წლის ინტერვიუში ჟურნალისტმა კონი ჩუნმა მილიარდერს შეეკითხა, შეუძლია თუ არა მას… სავარძელზე გადახტომა. რაზეც ბილმა უპასუხა, რომ შეუძლია, თუმცა ეს დამოკიდებულია სავარძლის საზურგის სიმაღლეზე. თუ რა გამოვიდა საბოლოოდ, თვითონ ნახეთ:

და თქვენ შეგიძლიათ ასე? ;)

საოპერაციო სისტემა, როგორც ქალაქი

OS_Cities_0

სხვადასხვა საოპერაციო სისტემის ანალოგიების მიხედვით შედარება კომპიუტერულ ფოლკლორში ახალი თემა არ არის. ამიტომ ამ, ერთგვარად სახუმარო სტატიით ჩემს ბლოგშიც გავხსნა ახალი რუბრიკა. სადაც ვისაუბრებთ IT-სფეროზე, როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე ნებისმიერ ჭრილში, როგორსაც ჩავთვლით საჭიროდ ;)

Continue reading “საოპერაციო სისტემა, როგორც ქალაქი”