Windows 8 დეველოპერებისათვის: იმედი ბოლოს კვდება? [ნაწილი 2]

ჩინებული ახალი სამყარო

Windows-ის სემდეგ ვერსიაში იქნება პროგრამული კოდის შესრულების ორი გარემო — .Net-ის ახალი ვერსია (ჯერ-ჯერობით აღინიშნება ნომრით 4.5) და კლასიკური C++ გარემო (ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის COM, ან მისი ერთგვარი წარმოებული), ახალი სახელწოდებით WinRT. ასევე ვინდოუსის ახალ ვერსიაში გამოჩნდება ჩადგმული ბიბლიოთეკა სამომხმარებლო ინტეფეისების შექმნისათვის — DirectUI — რომელიც დაფუძნებულია Direct2D და DirectWrite API-ზე, რომლებიც უკვე წარმოდგენილია Windows 7-ში. Silverlight-ის ახალი ვერსია (კოდური სახელწოდება Jupiter), როგორც ჩანს, იმუშავებს DirectUI-ს დახმარებით. WinRT-ს და DirectUI-ს პირდაპირ .Net-იდან იქნება ხელმისაწვდომი.

WinRT წარმოადგენს თანამედროვე API-ს მრავალი ფუნქციისათვის, რომლებიც ადრე Win32 API-ს წარმოადგენდა. უხეშად რომ ვთქვათ, WinRT — ეს არის ახალი Win32, რომელიც დაპროექტებულია თანამედროვე C++-იდან გამოყენებისათვის და აგრეთვე იმისათვის, რომ ლამაზად ჩაჯდეს .Net-ის კონცეფციაში. რათქმაუნდა ნაკლებ სავარაუდოა, რომ WinRT მთლიანად შეცვლის Win32-ს, რომელიც იმდენად დიდია, რომ ადვილად არ ექვემდებარება მოდერნიზაციას, მაგრამ შემდგომ ვერსიებში ეს სრულიად შესაძლებელია. WinRT-ს პოზიცია ყოველი ახალი ანწყობის შემდეგ სულ უფრო მყარდება. Continue reading

Posted in Uncategorized | 2 Comments

ცოცხალი კაბა

ალბათ მალე, სულ მალე ასეთი ტანისამოსი ძვეულებრივი რამ გახდება:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=wODQVVVsqcg[/youtube]

Posted in Uncategorized | Leave a comment

Browser War

Posted in Uncategorized | 5 Comments

Windows 8 დეველოპერებისათვის: იმედი ბოლოს კვდება? [ნაწილი 1]

ცოტა ხნის წინ Microsoft-მა დაშოკა Windows-დეველოპერები: პლათფორმა .Net-ი, რომელსაც კომპანია რეკლამას უკეთებდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღარ იქნება გამოყენებული Windows 8-ში ახალი ინტერფეისის შესაქმნელად. ამის მაგივრად დეველოპერებმა უნდა გამოიყენონ HTML5 და JavaScript-ი.

ბევრმა საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, რომლეზეც პასუხი ჯერ არ ჩანს: „როგორ შევძლებ ჩემი გამოცდილების გამოყენებას ახალი აპლიკაციების შექმნისას?“ მაიკროსოფტი სდუმს და არ ჩქარობს გვაცნობოს რაიმე BUILD-კონფერენციამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება.

მაგრამ ალბათ ყველაფერი ასე მძიმედ არ არის, როგორც ბევრი ფიქრობს. Windows 8-ის ადრეულ ი ანაწყობები უკვე გაიპარა ინტერნეტში და საკმაო დრო დაიხარჯა იმისათვის, რომ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს იგი. რა უნდა ვთქვათ, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს Windows 8-ზე დეველოპინგი არა თუ საშინელებაა, არამედ როგორც იქნა შეძლებს ააცილოს დეველოპერებს მრავალი გამაღიზიანებელი წინააღმდეგობა მათ გზაზე. თუ მაიკროსოფტს გამოუვა ყველაფერი დაგეგმილი, ვინდოუსის შემდეგი ვერსია იმდენადვე მნიშვნელოვანი გახდება, როგორი მნიშვნელოვანიც უნდა გამხდარიყო Windows Longhorn-ი. Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

4 წელი… თითქოს გუშინ იყო…

ჰო, 4 წელი გავიდა. 1461 დღე და კიდევ რამდნიმე საათი, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 1540 ჩანაწერი, ანუ პრაქტიკულად დღეში ერთი სტატია მაინც. იყო ამ წლების განმავლობაში ბევრი ფიქრი, ჭოჭმანი — საჭიროა, თუ არა ამ ბლოგის არსებობა. სჭირდება თუ არა ვინმეს ის. თურმე საჭირო ყოფილა, თურმე ხალხი კითხულობს, ბევრი არა, მაგრამ კითხულობს. და მათგან წამოსული ენერგეტიკა მაძლევდა ძალას მეწერა, მეთარგმნა, მეფიქრა…

და აი, 4 წლის თავზე მე ისევ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: საჭიროა კი ეს ბლოგი?

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ბლოგო…

შენი დოქტორი დელფიუსი.

Posted in Uncategorized | 5 Comments

OpenOffice.org vs LibreOffice: დარჩება მხოლოდ ერთი!

კომპანია Oracle-ის მიერ SUN-ის შეძენის შემდეგ OpenOffice.org-ის დამოუკიდებელმა დეველოპერებმა შექმნეა პროექტის ფორკი — LibreOffice. თავიდან ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ პროდუქტი სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნებოდა, თუმცა ამ პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, Document Foundation, შეძლო თავის მხარეზე დეველოპერების გადმობირება. ოდნავ მოგვიანებით ორაკლმა პირობა დადო, რომ OpenOffice.org-ს გადასცემდა საზოგადოებას. კომპანიამ პირობა შეასრულა.

უფლება OpenOffice.org-ის საწყისს კოდზე გადაეცა Apache Software Foundation-ს, ისევე როგორც პროექტთან დაკავშირებული ყველა ინტელექტუალური საკუთრება. ფონდი დატანხმდა კოდის მიღებაზე, თუმცა ეს გადაწყვეტლება სპეციალურმა კომიტეტმა უნდა დაამკიცოს.

დასაწყისისათვის საოფისე პაკეტი მოხვდება Apache-ის ინკუბატორში (ეს ამ ორგანიზაციის სტანდარტული პრაქტიკაა) კოდის ლეგალურობის შემოწმებისა და პროექტის გარშემო დეველოპერების შემოკრების მიზნით. ამის შემდეგ პროექტი საზოგადოებაში გადაინაცვლებს. სიახლემ ბევრი გაახარა — IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კევინ კავანახმა განაცხადა მზადყოფნაზე მიუერთდეს ამ პროექტს და ამისაკენ მოუწოდა სხვა კომპანიებსაც. უნდა ვივარაუდოდ, რომ დაინტერესებული მხარეების მხრიდან დადებითი რეაქცია იქნება — კოდი გავრცელდება Apache 2.0 ლიცენზიის პირბებზე, რომელიც მისაღებია როგორც ენთუზიასტებისათვის, აგრეთვე კომერციული დეველოპერებისათვის.

Document Foundation-ის რეაქცია საოცრად განსხვავებული გამოდგა. ორგანიზაცია მთლიანობაში დადებითად აფასებს ორაკლის კურს, მაგრამ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ კორპორაციის ძალისხმევა არ იყო მიმართული OpenOffice.org-ისა და LibreOffice-ის შერწყმის მიმართულებით. ანუ, ჩვენო, არ მოგვწონსო Apache Software Foundation-ში მიღებული წესებიო.

ეს სიატუაცია ძალიან ჰგავს სიტუაციას, რომელიც შეიქმნა XFree86-ის ფორკთან — X.Org (აქაც სალიცენზიო დაპირსპირება გახლდათ). რაღაც პერიოდი პროექტები პარარელურად ვითარდებოდნენ, მაგრამ შემდგომ X11-ის ოფიციალური რეალიზაცია გახდა X.Org-ი, ხოლო კონკურენტი ისტორიის წყვიადში ჩაიძირა. აქაც ასეთ განვითარებას უნდა ველოდეთ, ხოლო ვინ გაიმარჯვებს, ამას დრო გვიჩვენებს.

Posted in Uncategorized | 6 Comments

გაიყიდა კვანტური კომპიუტერის პირველი კომერციული ნიმუში

იარაღის ამერიკულმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Lockheed Martin შეიძინა კვანტური კომპიუტერის პირველი კომერციული ნიმუში, D-Wave One, რომელის შეიმუშავეს კანადურ კომპანიაში D-Wave Systems. Continue reading

Posted in Uncategorized | 2 Comments

და კვლავ ამ ბლოგის შესახებ…

მეგობრებო,

თუ კიდევ შემორჩა ამ ბლოგს მკითხველი, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ბლოგზე იანვრის შემდეგ არ ყოფილა არცერთი ჩანაწერი. ამის ბევრი მიზეზი არსებობდა, პირველ რიგში დედაჩემის მძიმე ავადმყოფობა. მაგრამ დღეისათვის მძიმე სენი დაძლეულია, ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ.

არ შემიძლია არ დავწერო იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. Continue reading

Posted in Uncategorized | 3 Comments

ერთობლივი პოდკასტი hi-tech.ge-თან ერთად — გამოშვება N: 26

მეგობრებო,

ხანგძლივი შესვენების შემდეგ ჩვენი პოდკასტების სერია კვლავ განახლდა. წელს კიდევ უფრო დავხევწთ მას და ბევრ საინტერესო სტუმარს შემოგთავაზებთ.

იმედს ვიტოვებთ, რომ კმაყოფილი დარჩებით ჩვენი ნამუშევარით.

დარჩით ჩვენთან!

Posted in Uncategorized | 2 Comments

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

 

ძვირფასო მეგობრებო!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მომავალ 2011 წელს თქვენი ყველა სურვილის ასრულებას, ბევრ მაკს, ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებას! Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment