გაზაფხულის 40 გაელვება

ახლა როცა ამ წერილს ვწერ… :)

მოკლედ, ხვალ დაბადების დღე მაქვს, ფრიად მრგვალი და არაერთგვაროვანი თარიღი. ამბობენ, არ შეიძლება მისი აღნიშვნა, ცუდის ნიშანიაო. მართალია აგერ უკვე შვიდი წელია არ აღმინშნავს დაბ. დღე, არც ახლა ვაპირებ ნამდვილად. და ცრურწმენა აქ ნამდვილად ნულ პროცენტამდეა დაყვანილი. უბრალოდ, არ მაქვს მაგის ხალისი…

ორმოცი წელი გავიდა ჩემი პირველი ამოსუნთქვიდან. ორმოცი გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ის პირველი ამოსუნთქვა რთული იყო, ძალიან რთული. თითქოს ბუნებაც წინააღმდეგი იყო რომ გავჩენილიყავი, ან გაჩენის შემდეგ მომცემოდა საშუალება მეცოცხლა. მაინც გამოძვერი, მაინც ვიცოცხლე, მაინც გადავლახე წინააღმდეგობა.

და ასეა მთელი ეს ორმოცი წელი. ყველაფერში განსხვავებული, არასტანდარტული, წინააღმდეგობებით აღსავსე. ყველგან და ყოველთვის საპირისპირო აზრის მატარებელი.

ჯიუტი და ურჩი, ფიცხი და ფეთქებადი, ემოციური და ვნებებით სავსე, ოსიყვარულე და მთელი ცხოვრება სიყვარულს მოწყურებული. ორმოცი წელია ვცდილობ ვიპოვნო ბედნიერება, ხან რა ში, ხან ვისში. ვერ ვიპოვნე. ან, არსებობს კი ის, ბენდიერება? რაში გამოიხატება? ვისთვის როგორ.

მთელი ცხოვრება რეალობიდან გაქცევა, გამოგონილში, რომელიც იმდენად განსხვადებოდა ამაზრზენი რეალობისაგან, რომ აშკარად უკეთესი იყო. მერე იძულებით, აუტანელი ტკივილით უკან დაბრუნება. როდესაც სხვა გზა არ არის. და მთელი ცხოვრება ამ საზღვარზე ცხოვრება.

სიყვარული. პირველი, ლამის ბავშური, 26 წლის ასაკში (ჰუჰ, მაგარია არა?). და პირველი მარცხი, პირველი დიდი ტკივილი.

მეორე, მესამე და აგერ უკვე მეოთხე ფეილი.

იქნებ საკმარისია? იქნებ მოეშვა, შეეგუო, დანებდე? ჩაიძირო ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში და სხვებივით დაეშვა ფსეკრზე? რეალობის ფსკერზე? სადაც ამდენი ადამიანი ასე კარგად გრძნობს თავს? არ ვიცი. არ მინდა.

მუდმივი ძებნა, ადგილის ძებნა. ამ ცხოვრებაში, ამ სამყაროში. მუდმივი მოხეტიალე. კარიდან კართან, ბედიდან ბედთან.

მეოცნებე. რომლესაც ოცნება ამოჰკვეთეს. ის მკვდარია, ოცნებისათვის მკვდარი. ცოცხალი გვამი, რომელიც დადის, ჭამს, ძინავს, იცინის, ხუმრობს. მაგრამ მაინც გვამი.

მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია მისი გაცოცხლება. უკიდეგანო და უსაზღვრო სიყვარულს. მაგრამ, ვინ? სად? როდის? რატომ?..

ოთხჯერ ამოკვეთეს მას გული, ოთხჯერ დასაჯეს სიკვდილით. ოთხჯერ გათელეს მასში ორლანდოს სული…

აი მკითხველო, თუ აქამდე მოაღწიე, თუ არ დაგეზარა ამ სისულელის წაკითხვა, შესაძლოა იმას ფიქრობ, რომ არ შემშვენის ან ასე თავის შეცოდება, ან ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა.

მე უბრალოდ დავწერე რასაც ვფიქრობ, რაზეც ვდარდობ და რაც მტკივა. შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ, ისე განსაჯე.

აფორიაქებული და დაულეგებელი ნაწერი გამოვიდა. გადაკეთებას, რაიმეს შელამაზებას აზრი არა აქვს.

ხვალ მე 40 წლის ვხდები. წინ კიდევ N რაოდენობის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი მელის.

და ვინ იცის, იქნება ოდესმე ამ გზაზე გადამეყარო ის ადამიანი, ვინც ჩემს აფორიაქებულ სულს გაუგებს…