Skip to content

დეტექტივი: გამომძიებელმა უნდა გამოიცნოს, პერსონაჟებიდან ვის არა აქვს აიფონი, არამედ ანდროიდი.

პოლიციური რომანი: პოლიციელი კარგავს მეწყვილეს და მის აიფონზე დაიფიცებს, რომ შურს იძიებს.

სასიყვარულო რომანი: გოგოას აქვს აიფონი და ბიჭსაც აქვს აიფონი.

მძაფრსიუჟეტიანი სასიყვარულო რომანი: ბიჭს აქვს აიფონი, გოგოს ჯერ არა. ბოლოს ბიჭი ჩუქნის აიფონს.

ფანტასტიური რომანი: გოგოს აქვს აიფონი 5, ბიჭს — აიფონ 6.

კიბერპანკი: ორივეს აქვს აიფონ 7.

ალტერნატიული ისტორია: ყველას ანდროიდები აქვთ.

კომედია: გოგოს აქვს აიფონი, ხოლო ბიჭი უმტკიცებს, რომ ანდროიდი ჯობია. ბოლოს გამოჩნდება თეთრ-აიფონიანი უფლისწული.

ტრაგედია: ნაწარმოების გმირს უფუჭდება აიფონი.

ანტიკური ტრაგედია: ნაწარმოების გმირს უფუჭდება აიფონი 3G.

საბავშვო-სათავგადასავლო რომანი: ბავშვები უთვალთვალებენ ტიპს და გამოარკვევენ, რომ მას ანდროიდი აქვს.

ფენტეზი: აიფონებს მეტროში არიგებენ უფასოდ.

სერიალი: აიფონი, აიფონი-2, აიფონი-3, აიფონი-4, აიფონი-5, აიფონი თითქმის არჩანს, აიფონის დაბრუნება.

ფანტასტიური ბოევიკი: აიფონი ტერმინატორის წინააღმდეგ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ტერმინატორი ანდროიდია.

პოსტაპოკალიპსი: სამყაროში აიფონის მხოლოდ ერთი დამტენი დარჩა, მთავარი გმირი მოიპოვებს მას ყველასთვის, მაგრამ ანდროიდისგან იღუპება.

რევოლუციური პროზა: სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე ფიცს დებენ მოკბეჩილი ვაშლის დროშა ააფრიალონ თბილისის თავზე.

ქალაქური სიმღერა: რამიშვილის ხმით მღერის „მზე აყვავებულ აიფონებს დაჰხარის“.

შანსონი: „ანდროიდებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში აიფონები ზიან“.

ანეკდოტი: ერთი კაცი მივლინებაში წავია და აიფონი სახლში დარჩა.

ანდერგრაუნდი: მთავარ გმირს ნოკია აქვს.

ქართული ზღაპარი: ხუთკუნჭულა ამარცხებს ანდროიდს, ცოლად მოყავს მზეთუნახაი და მზითვში აიფონი მოყვება.

სამეცნიერო-ფანტასტიური რომანი: „ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს აიფონები?“ მთავარი გმირი მფლობელთა დაუკითხავად უცვლის ანდროიდის მფლობელებს ტელეფონს აიფონზე.

განახლება, მოგვაწოდა ლუკა ონიანმა:

რომანტიული დრამა: ანდროიდს და ვინდოზა მობაილს შეუყვარდებათ აიფონი. 

თრილერი: ანდროიდები ძარცვავენ ბანკს. პოლიციელი ვინდოზა მობაილები მათ ვერ აჩერებენ, იმიტომ რომ აპპ საპორტი არ აქვთ. საქმეს აგენტი აიფონი ჩაიბარებს. 

მისტიკა: ანდროიდებს ღამე ხმა ესმით რომ ისინი სინამდვილეში ვინდოზა მობაილები არიან. ფსიქოლოგიური ტერორისგან მათ აიფონი გადაარჩენს, როცა სისტემას სტოკ ანდროიდამდე დაუყვანს, მოაშორებს რა სამსუნგის ბრჭყვიალა აპლიკაციებს. 

ანტიჰოლივუდური, ანტიჰეფიენდური ჟანრი: აიფონი იხსნის სამყაროს ბოროტი ვინმობაილისგან, ბრძოლაში დაშავდება და რესტორის დროს, აინტუნსთან არასწორი სინქის გამო, მეხსიერებას დაკარგავს (ანდროიდები დააზიანებენ ბექაფს) :)))))

უტოპიური-ფანტასტიკა: მომავალში ყველა დევაისი სტანდარტული ჰარდით გამოვა, ყველა OS-ს აქვს ამ ჰარდის საპორტი, რის გამოც ყველა დევაისზე შეიძლება იმ სისტემის დაყენება რომელიც იუზერს სურს, თანაც დუალ და ტრიპლ ბუთით

1

მეგობრებო, ჩემი პოდკასტის მეათე, ასე ვთქვათ, საიუბილეო გამოშვება ჩავწერე ეს წუთია. ხმა მაქვს საშინლად გაციებული, ამიტომ გთხოვთ მომიტევოთ ხველება ეთერში.

wwdc_2013_tbilisi_1

wwdc_2013_tbilisi_2

დღევანდელი გამოშვება მთლიანად ეხება Apple WWDC 2013-ს. რათქმაუნდა 30 წუთიან გამოშვებაში პრაქტიკულად შეუძლებელია ყველაფერზე საუბარი. ამიტომ შევეცადე ძალიან მოკლედ მომეწოდებინა თქვენთვის ინფორმაცია.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ მოვიდა შეკრებაზე!

1

WWDC-2013

გამარჯობა მეგობრებო,

დღეს 10 ივნისია. ეს კიდევ ნიშნავს, რომ დღეს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება ეფლისტებისათვის დიდი ხნის ნანატრი ღონისძიება — WWDC 2013!

ამიტომ უპრიანად ჩავთვალე, რომ პოდკასტი ჩაწერა გავაკეთო ხვალ დილით და მიმოვიხილო დღეს საღამოს ნანახი სიახლეები.

ამასთან ერთად, შევეცდები ამ ბლოგში ვაწარმოო ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია.

დარჩით ჩვენთან!

2

მეგობრებო,

გუშინ საღამოს ერთ სამწუხარო დასკვნამდე მივედი, რომელსაც ახლა გეტყვით.

ოთხი წელია არსებობს გემუგი, საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი. ამ ხნის განმავლობაში უკვე იყო იმის მცდელობა, რომ ამ ორგანიზაციის საიტი გამემართა და შემექმნა ერთიანი სივრცე მაკის ყველა მოყვარულისათვის, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო (ახალი ამბები, გაკვეთილები, ე.წ. How-To და ა.შ.), ასევე ურთიერთობისათვის, ფორუმის სახით.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პირწიგნაკმა ფორუმის ნაწილი სრულიად თავისკენ გადაქაჩა. დღეისათვის ჩვენს ჯგუფში 585 წევრია. არანაირი პირი არ უჩანს იმას, რომ ხალხმა მიატოვოს ერთხელ მიჩვეული ადგილი და სხვაგან გადასახლდეს. ასე რომ შეგვიძლია ფაქტად ვაღიაროთ: პირწიგნაკის ჯგუფი არის ფორუმი! და თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მაკისტების ჯგუფში გაწევრიანებით, მოგვიკაკუნეთ ამ მისამართზე GeMUG — ჩვენი ჯგუფის კარი ყოველთვის ღიაა.

რაც შეეხება შიგთავსს, რომელიც უნდა დაეხმაროს ახალბედას მაკის სამყაროში. გემუგის საიტზე, პირველ საიტზე ერთი პერიოდი ვაქვეყნებდი ინფორმაციას. ორიოდე ადამიანმა მხარი ამიბა, თუმცა პირადი საქმეების სიდიდის გამო, იძულებულნი გახდენენ თავი დაენებებინათ. მე ერთი პერიოდი ინერციით განვაგრძობდი. თუმცა შემდგომში ოჯახური არეულობის გამო მეც შევეშვი. პარარელურად ასევე გემუგელმა ირაკლი ჩიტიშვილმა შექმნა საკუთარი საიტი, macdaily.ge. ირაკლი ხშირად არა, მაგრამ სტაბილურად აქვეყნებს სტატიებს თავის ბლოგში, რაც ფრიად კარგია. ერთი პერიოდი გემუგის საიტზე მისი ნებართვით გადმომქონდა კიდევაც სტატიები. მოკლედ, შიგთავსის შექმნის საკითხში დიდი ჩავარდნა გვაქვს.

შემდეგ ავდექი და წავშალე საიტი. სულ. და დიდი ხნის განმავლობაში გემუგის საიტზე ობლად იყო წარწერა, რომ აი აქ, სულ მალე კვლავ გაიხსნება გრანდიოზული რამ!

მაგრამ! მაგრამ, რა აზრი აქვს ახალი საიტის დიზაინზე მუშაობას, წვალებას, დროის ხარჯვას, თუ იქაც უსახელო უფლისციხელივით ვიქნები მარტო და მხარში არავინ ამომიდგება? ალბათ არა აქვს აზრი.

ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელმაც რეალურად შვება მომგვარა. მე აღარ გავაკეთებ ამ საიტს. gemug.ge-ზე სტატიკურად განავთავსებ ინფორმაციას ამ ორგანიზაციის შესახებ, რომლის ბედი გარკვეული მომენტების გამო ამ ეტაპზე ბუნდოვანია. თუ რა ხდება, ამაზე სხვა სტატიაში მოგახსენებთ, როგორც კი ცოტა უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებ. სულ ეს იქნება მაგ საიტის დანიშულება.

სამაგიეროდ, ჩემს ბლოგზე კვლავ განვაახლებ ინფორმაციის დადებას ეფლის სამყაროდან. ვერ გეტყვით, რომ ძალიან ხშირად, მაგრამ შევეცდები ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს პასუხი გავცე.

...

P.S. ჰო, დავიღალე, ძალიან დავიღალე ყველაფრისაგან. ეს სტატიაც ალბათ ერთგვარი გამოძახილია იმ დაღლილობისა, რომელიც ჩემში ბოლო ათი წელია დაბუდებულა და გამოსვლას არ აპირებს...

თქვენ რომ ჟურნალისტი იყოთ და ესაუბრებოდეთ ბილ გეითს, Microsoft-ის დაფუძნებელსა და ოდესღაც აღმასრულებელ დირექტორს, რა საკითხებზე გაესაუბრებოდით?

CBS-ის 1984 წლის ინტერვიუში ჟურნალისტმა კონი ჩუნმა მილიარდერს შეეკითხა, შეუძლია თუ არა მას... სავარძელზე გადახტომა. რაზეც ბილმა უპასუხა, რომ შეუძლია, თუმცა ეს დამოკიდებულია სავარძლის საზურგის სიმაღლეზე. თუ რა გამოვიდა საბოლოოდ, თვითონ ნახეთ:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=KxaCOHT0pmI[/youtube]

და თქვენ შეგიძლიათ ასე? ;)

wordpress_logo

მეგობრებო, დღეიდან ამ ბლოგში განვათავსებ გაკვეთილების სერიას WordPress-სთან დაკავშირებით.

დღეს პირველი გაკვეთილია, სადაც ვისაუბრებთ WordPress-ის ინსტალაციის შესახებ.

...continue reading "როგორ დავაყენოთ WordPress საიტზე?"

6

OS_Cities_0

სხვადასხვა საოპერაციო სისტემის ანალოგიების მიხედვით შედარება კომპიუტერულ ფოლკლორში ახალი თემა არ არის. ამიტომ ამ, ერთგვარად სახუმარო სტატიით ჩემს ბლოგშიც გავხსნა ახალი რუბრიკა. სადაც ვისაუბრებთ IT-სფეროზე, როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე ნებისმიერ ჭრილში, როგორსაც ჩავთვლით საჭიროდ ;)

...continue reading "საოპერაციო სისტემა, როგორც ქალაქი"

2

wordpress_logo

WordPress-ის ისტორია იწყება 2003 წელს, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის პატარა კომპანიამ b2/cafelog შეწყვიტა არსებობა და მისმა პროდუქტმა არსებობა განაგრძო WordPress-ის სახით.

სულ თავიდანვე WordPress იქმნებოდა როგორც მოქნილი პლათფორმა ბლოგის სამართავად.

Wikipedia: ბლოგი (ინგ. blog, — web log — ინტერნეტ-ჟურნალი, ინტერნეტ-დღიური) — ვებ-გვერდი, რომლის ძირითადი შიგთავსი რეგულარულად განახლებადი ჩანაწერებია.

WordPress იდეალურია ამ მიზნებისათვის. ბლოგებისათვის დამახასიათებელია საშუალო სიგრძის ჩანაწერები, რომლებიც დახარისხებულია ქრონოლოგიურად (ყველაზე ახალი ჩანაწერი ზემოთ არის განთავსებული). ბლოგის განსხვავება ჩვეულებრივი ჟურნალისგან ის არის, რომ როგორც წესი ბლოგი საჯაროა და უცხო ადამიანებს საშუალებას აძლევს წაიკითხონ ამ ბლოგის შიგთავსი. ...continue reading "რისთვის გამოდგება WordPress?"